აფხაზეთი
ბედიის სამონასტრო კომპლექსი
ისტორიული ძეგლი (აფხაზეთი - ოჩამჩირის რაიონი)
კონცხად გამოწვდილი თხემი, რომელზეც ბედიის ტაძარია აღმართული, სამი მხრიდან შემოზღუდულია კლდეებით. მეოთხე მხარეს _ დასავლეთით, ეს მცირე გავაკებული მოედანი ვიწროვდება და გორაკის ფერდობს უერთდება. სწორედ აქ, ამ ვიწროზე იყო აღმართული ორსართულიანი სასახლე და კარიბჭე–სამრეკლო.
ბესლეთის ხიდი
ხიდი (აფხაზეთი - გულრიფშის რაიონი)
ბესლეთის ხიდი (ასევე თამარის ხიდი) – XII საუკუნის ქართული კულტურის მატერიალური ძეგლი სოხუმთან, მდ. ბესლეთზე. ხიდთან ადრე ბესლეთის ციხე მდგარა, რომელიც ვიწრო ხეობაში ქალაქის შემოსასვლელს მთის ტომების თავდასხმებისგან იცავდა. ხიდის თავთან ბოლო დრომდე შემონახული იყო მონუმენტური ქვა-სტელა ქართული ტექსტით. 1990-იანი წლების დასაწყისში სტელა დაიკარგა. ხიდის გარდიგარდმო დღემდე შემორჩენილია ქართული ასომთავრული წარწერები.
ღუმურიშის ეკლესია
ეკლესია (აფხაზეთი - გალის რაიონი)
ოქუმისწყალის ხეობა ადრე და განვითარებულ შუასაუკუნეებში ეგრისის საერისთავოს (ივ. ჯავახიშვილის მიხედვით საბედიანოს) ნაწილი იყო. გვიან შუასაუკუნეებში იგი ჯერ სამეგრელოს სამთავროს ნაწილია, XVII-XVIII საუკუნეების მიჯნიდან რუსეთთან შეერთებამდე კი სათავადო სამურზაყანოსი.
ჩხორთოლის ეკლესია
ეკლესია (აფხაზეთი - გალის რაიონი)
ჩხორთოლის დარბაზული ტიპის ეკლესია. სოფ. ჩხორთოლი, ოჩამჩირის რაიონი. IX-X სს. გალის რაიონული ცენტრიდან 26 კმ-ის დაშორებით, სამურზაყანოს დაბლობის ჩრდილო-დასავლეთ კიდეზე, მინარეების ოხოჯესა და ოქუმისწყალს შორის მდებარეობს სოფ. ჩხორთოლი, რომლის ტერიტორიაზე შემორჩენილია ორი ეკლესია. სოფლის ცენტრში დაცული ტაძარი XIX –XX საუკუნეების მიჯნაზე აშენდა ადგილობრივი თავადებისა და «ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების» მიერ, ხოლო მეორე, დარბაზული ტიპის ეკლესია სოფლიდან ჩრდილო-დასავლეთით 5 კმ. მანძილზე, მდ. ოხოჯეს შენაკად ჯუხუს სიღრმეში, მდინარის მარცხენა მხარეზე, დამრეცი ფერდობის მცირე დავაკებაზე მდებარეობს.
წარჩეს ციხე
ციხე-კოშკი (აფხაზეთი - გალის რაიონი)
მდინარე წარჩეს მარცხენა მხარეს მდებარეობს სოფელი, ხოლო მოპირდაპირე მხარეს, მაღალი მთის წვერზე დგას ციხე. ამ მთის წვერიდან ციხე დიდ მანძილზე ბატონობს. მისი კედლები ძალიანაა დანგრეული და ამიტომ ბევრი რამ არ ირკვევა.
Комментариев нет:
Отправить комментарий