მორბენალი სტრიქონი

tuninika@gmail.com / Call us : +995 597 90 30 90 .

ტური მცხეთა-მთიანეთი




მცხეთა-მთიანეთი














აბანოს მინერალური ტბის ბუნების ძეგლი

ბუნების ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი1 2 3 4 5     
ზედაიურული კარბონატული ქანებიდან დედამიწის ზედაპირზე ნახშირორჟანგიანი აღმავალი წყაროს მიერ წარმოქმნილი პატარა ტბაა, რომელიც ხმაურით „დუღს“ ნახშირორჟანგა გაზის ბუშტებისაგან. წყაროს დებეტია 2,5 მლნ ლიტრი დღე-ღამეში. ტბის ფართობი 0,04 ჰა-ია. აირის გამოყოფა უქარო ამინდში ჰაერის ქვედა ფენებში ნახშირორჟანგის დაგროვებას იწვევს. პატარა ცხოველები ტბასთან მიახლოვებისას იგუდებიან და ამიტომ აქ შეიძლება შეგხვდეთ დაღუპული თაგვების, ხვლიკების, ბაყაყების და ჩიტების გვამები.

აბანოსხევის ჯვარპატიოსნის ეკლესია და სამაროვანი

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
ეკლესია დარბაზულია (8X5 მ) სამხრეთიდან მთელს სიგრძეზე გვიანადელი მინაშენი ეკვრის. თარიღდება VIII-IX საუკუნეებით. დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა და კონქი, დანგრეულია მინაშენის დიდი ნაწილი. ეკლესია ნაგებია რიყის ქვით, კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია თლილი შირმი.

ავენისის კოშკი

ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
ავენისის კოშკი გეგმით სწორკუთხაა (8,6X5,5 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის და ნატეხი ქვის შერეული წყობით. ზემოთკენ ოდნავ ვიწროვდება. შემორჩენილია მხოლოდ ორი სართული. I სართულს აღმოსავლეთიდან აქვს სწორკუთხა შესასვლელი. კარი მოგვინებით ამოუქლავთ. სართულის ჩრდილო-დასავლეთ კუთხესთან, ორივე კედელში, თითო სწორკუთხა ნიშია. ჩრდილოეთ კედლის შუა ნაწილში განიერი, ნალისებრი თაღით გადახურული ბუხარი მთლიანად ამოუშენებიათ და კედელზე, გარედან მთელ სიგრძეზე, გეგმით სამკუთხა კონტრფორსი მიუშენებიათ.

ავენისის მთავარანგელოზის ბაზილიკა

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
ს. ავენისის მთავარანგელოზის ბაზილიკა

ავენისის წმინდა გიორგის კომპლექსი

ისტორიული ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
კომპლექსის მცირეფართობიანი ტერიტორია აღმოსავლეთი და ნაწილობრივ ჩრდილოეთი მხრიდან საყრდენი კედლითაა გამაგრებული. სამხრეთი და ჩრდილოეთი მხრიდან ეზოს მრუდხაზოვანი მოხაზულობის დაბალი გალავანი ფარგლავს. ეკლესია ეზოს ჩრდილო-აღმოსავლეთ კიდეში დგას და აღმოსავლეთის ფასადით ღელეს გადაჰყურებს. დანარჩენი ნაგებობები ეზოს დასავლეთ ნაწილში მიჯრითაა განლაგებული.

ანანურის ანსამბლი

ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. ეს ტერიტორია (სოფელი) უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული. თუმცა, ადრეული ნაგებობების კვალი არ შემორჩენილა. არაგვის საერისთავოს შექმნის შემდეგ იგი ამ საერისთავოში შედიოდა. აქ იყო არაგვის ერისთავთა მთავარი ციხე. მისი სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების შესუსტების შემდეგ (XVII-XVIII სს) კიდევ უფრო გაიზარდა. იგი არაგვის ერისთავთა რეზიდენციას წარმოადგენდა. ამ პერიოდს განეკუთვნება ანანურის ციხის გამაგრება და აღდგენაც.

ანატორი (ნასოფლარი)

ნასოფლარი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
ანატორელთა ნასოფლარში (ნანგრევებში), მიკვლეულ იქნა ოვალური წისქვილის ქვების ათეულობით ნატეხი. ნასოფლარის პირდაპირ არღუნის მარჯვენა მხარეს, არის ე.წ. „რჯულიან-ურჯულოთ სალოცავი“, ანატორისჯვარი, მთავარანგელოზი. ამ სალოცავში XIX საუკუნის ბოლომდე არაქრისტიანებიც ლოცულობდნენ, რომელთაგან მოტანილ იფქლის ერთ ხმიადს ხუცესთა აზრით, თურმე ქრისტიანთა საზღვნელად მოყვანილ ერთ მოზვერზე დიდად აფასებდა ანატორისჯვარი. ეტყობა, იქვე მდგომ მარიამწმიდის ეკლესიაში (IX-X სს), წარმართ ანატორელებსა და შატილელებს მოაქცევდნენ (მონათლავდნენ) ქრისტიანებად. მთლად უკაცრიელ ადგილას სოფელი არ დაარსდებოდა ამიტომ შატილიც დაახლოებით ამ დროს უნდა დაარსებულიყო.

არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
არქიტექტურულ მონუმენტური ხელოვნების ძეგლი - აგებულია XII საუკუნის II ნახევარში. ეკლესიას დასავლეთით კარიბჭე ეკვრის, ჩრდილოეთით - მინაშენი. კარიბჭის ჩრდილოეთით საძვალეა. ეკლესიის დასავლეთით დგას სამრეკლო. აგებულია XVI-XVII სს-ში. კარიბჭეს (3,6X5,19 მ) დასავლეთით ღია შესასვლელი აქვს. ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (14,2X8,2 მ), შესასვლელი დასავლეთიდანაა.

არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
ღვთისმშობლის ეკლესია აგებულია XII ს–ის მეორე ნახევარში 1150-1178 წლებში.. დარბაზულია (14,2X8,2 მ). შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. შიდა სივრცე სამკაოდ გაშლილია, რასაც კიდევ უფრო შლის საკურთხევლის წინ არსებული ბემა. კამარის საბჯენი თაღი პილასტრებს ეყრდნობა. განივ კედლებში თითო სარკმელია, ჩრდილოეთისაში – ორი. ეკლესია აგებისთანავე მოუხატავთ. მ ო ხ ა ტ უ ლ ო ბ ი ს ნაშთები შემორჩენილია საკურთხეველსა და დასავლეთ კედელზე. მოხატულობის კოლორიტი მოწითალო–აგურისფერია. საკურთხველეში მხატვრობა სამ რეგისტრად იყოფა. კონქის კომპოზიცია არ შემორჩა, შუა რეგისტრში მოციქულთა დიდი ზომის წელსზედა გამოსახულებებია, ქვედა რეგისტრი კი ეკლესიის მამათა ფიგურებს უკავია. დასავლეთ კედლელზე გაირჩევა წმინდა მეომრის ფიგურა შუბით და ფარით. საკურთხევლის სარკმელში დარჩენილია მცირე ორნამენტი, რომლის კოლორიტიც ყვითელი ოქრო, მწვანე, ცისფერი და ლურჯი საღებავებისგან შედგება.

არმაზის ციხე

ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
მდინარე არმაზისხევის ხეობაში, მდებარეობს ორი ძეგლი: ღვთისმშობლის მონასტერი და არმაზის ციხე. ისინი ერთმანეთისაგან ერთი კილომეტრით არიან დაშორებული. არმაზისხევი მდებარეობს მდინარეების არმაზისხევის და მტკვრის შესართავთან. ადრე აქ იყო პიტიახშთა რეზიდენცია. ახლა აქ საველე მუზეუმია შექმნილი.

არმაზისხევი

ისტორიული ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
არმაზისხევის არქეოლოგიური ძეგლები შემოზღუდულია და აქ საველე მუზეუმია შექმნილი. გათხრილი სხვადასხვა ტიპის სამარხები და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები ძირითადად ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებიდან შუა საუკუნეებამდე პერიოდით თარიღდება. არის ენეოლითისა (ობსიდიანის იარაღის სახელოსნოს ნაშთები) და ბრინჯაოს ხანის (ორმოსამარხი) ძეგლებიც. არმაზისხევში ყოფილა ქართლის ერისთავთა (პიტიახშთა) რეზიდენცია.

არმაზისხევის საველე მუზეუმი

მუზეუმი (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
მდებარეობს მდინარეების არმაზისხევის და მტკვრის შესართავთან. ადრე აქ იყო ქართლის მთავრების – პიტიახშთა რეზიდენცია. ახლა აქ საველე მუზეუმია შექმნილი. დანიშნულების მიხედვით განირჩევა: საფორტიფიკაციო (ზღუდე გალავანი, კოშკები, ბურჯები, კლდეკარი), სასახლის თუ ტაძრის ტიპის (სვეტებიანი დარბაზი და მისი თანადროული შენობის ნაშთები), სამეურნეო (მარანი), სანიტარულ-ტექნიკური (აბანო, წყალსადენი) ნაგებობანი, სამარხები (მავზოლეუმის ტიპის აკლდამა, სარკოფაგი) და საკულტო ძეგლები (არმაზის კერპის სადგარი, სამსხვერპლო). აღმოჩენილია უამრავი ნივთები – სატევრები, სამკაულები, ფულის მონეტები, მხედრისა და ცხენის მოსართავები და ა. შ. აღმოჩენილი მასალა თარიღდება ახ. წ. I საუკუნიდან - შუა საუკუნეებით.

არშის ციხე

ისტორიული ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი1 2 3 4 5     
არშის ციხე აგებულია XVI-XVII საუკუნეებში. ხევის ბინადარნი მტრის შემოსევების დროს აქ აფარებდნენ თავს. ციხეს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, დიდ მანძილზე უწევდა კონტროლს თერგისა და სნოს ხეობას. `ციხე არშისა, თვინიერ კაცთა ხელთაგან ქმნილი, მაღალს კლდესა ზედა, მოზღუდვილ კლდითავე და შეუვალი კაცთა~, - წერდა ვახუშტი ბაგრატიონი. აქ ინახებოდა ისტორიული რკინის კლიტე, რომლითაც ციხის კარს კეტავდნენ. ლეგენდის თანახმად კლიტე ქართველთა ლაშქრის მიერ განჯის აღების შემდეგ, ვინმე არშელს ღურმა ბაზალს წამოუღია.

არჩილის მონასტერი

მონასტერი (მცხეთა-მთიანეთი - თიანეთის რაიონი1 2 3 4 5     
ნაგებობათაგან უადრესია დასავლეთით მდგარი VIII საუკუნის ეკლესია, რომლის შიგნით მდებარე სამარხი მიჩნეულია ქართლის ერისმთავრის არჩილ სტეფანოზის ძის (719–745 წწ.) საფლავად. მოგვიანებით, როგორც ჩანს, განვითარებულ შუა საუკუნეებში ეკლესიის ჩრდილო–აღმოსავლეთ კუთხესთან აუგიათ მეორე ეკლესია ისე, რომ მისი სამხრეთ კედელი თავდაპირველი ეკლესიის ჩრდილოეთი კედლის ხაზზე მდებარეობს და სამხრეთ–დასავლეთი კუთხით თავდაპირველი ეკლესიის ჩრდილო–აღმოსვლეთ კუთხეს ებჯინება. XVII-XVIII საუკუნეებში თავდაპირველი ეკლესიის წინ აუგიათ კოშკი რომელიც მთლიანად ფარავს თავდაპირველი ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადს, ხოლო მეორე ეკლესიის –სამხრეთის ფასადის ნახევარზე მეტს. ამავე პერიოდს უნდა მიეკუთვნებოდეს მარანი, საცხოვრებელი ნაგებობა და გალავანი

ბაგინეთი (არმაზციხე)

ისტორიული ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
ამ ტერიტორიაზე მდებარეობს რამოდენიმე ისტორიული ძეგლი: არმაზციხე (ბაგინეთი), არმაზის ციხე, არმაზისხევი და არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია. ეს ერთნაირი დასახელებები ხშირად იწვევს ხალხში ამ ძეგლების სახელწოდებების ერთმანეთში არევას. ამ მიზეზის გამო აქვე მოვახდენთ ამ ძეგლების გამინჯვას: მდინარე არმაზისხევის ხეობაში, მდებარეობს ორი ძეგლი: ღვთისმშობლის მონასტერი და არმაზის ციხე. ისინი ერთმანეთისაგან ერთი კილომეტრით არიან დაშორებული. არმაზისხევი მდებარეობს მდინარეების არმაზისხევის და მტკვრის შესართავთან. ადრე აქ იყო პიტიახშთა რეზიდენცია. ახლა აქ საველე მუზეუმია შექმნილი. ბაგინეთი იგივე არმაზციხე (არა არმაზის ციხე), მდებარეობს უფრო აღმოსავლეთით ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი ძეგლები. ამ ადგილას არმაზის კერპი იყო აღმართული.

ბალებიანის ეკლესია

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
ბალებიანი ეკლესია (4,55X3 მ) განეკუთვნებოდა XII-XIII საუკუნეებს. ნაგები იყო ნატეხი ქვითა და დუღაბით. თითქმის მთლიანად იყო დანგრეული. შემორჩენილი კედლის სიმაღლე 2 მეტრს არ აღემატებოდა. აღმოსავლეთით შებრტყელებული ნახევარწრის ფორმის აფსიდი ორი საფეხურით იყო შემაღლებული. აფსიდში ორი სწორკუთხა ნიში იყო მოწყობილი. ეკლესიის დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებს მაღალი საფეხური გასდევდა. ეკლესია გადახურული იყო ფიქლით.

ბებრისციხე

ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
ბებრისციხის მშენებლობას XVIII საუკუნის ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი არდამ ქართლის ერისთავს მიაწერს, რომლის ზეობა ანტიკურ ხანაში ქართლის სამეფოს ჩამოყალიბების პერიოდს უნდა ემთხვეოდეს. ბებრისციხე–ბელტისციხე მცხეთის ჩრდილოეთიდან ჩამკეტი მცველის როლს ასრულებდა. იმ ადგილას, სადაც იგი დგას ხეობა მეტად ვიწროა, ამიტომ ციხე მშვენივრად იცავდა ქალაქს ამ მხრიდან. IV ს-დან მოყოლებული ვიდრე XVIII ს–ის ჩათვლით ბებრისციხე მოქმედი ციხე-სიმაგრე იყო.

ბეგოთკარის კომპლექსი

ისტორიული ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
ეკლესია დარბაზულია (8,5X6,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შეკეთებულია, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, მთელ სიგრძეზე, მიშენებულია თითო განიერი და მაღალი კონტრფორსი. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი სწორკუთხაა და ნახევარწრიული ქვის ტიმპანი აქვს. მეორე კარი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. იგი კონტრფორსების მიშნებისას გაუუქმებიათ. აღმოსავლეთით, სწორკუთხა საკურთხეველში, მოზრდილი თაღოვანი, შიგნითკენ შევიწროებული სარკმელია. ასეთივე სარკმელია დასავლეთ კედელში, კარის თავზე. საკურთხევლის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო მცირე ნიშია. კანკელი ხისაა, იგი თბილისელი მხატვრის დ. გეგელიძის მიერ არის მოხატული

ბოდორნას ეკლესია

მონასტერი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
ბოდორნის ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, დუშეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით 5 კმ-ში, მთაზე.
ბოდორნის ღვთისმშობლის ეკლესიის სამხრეთი ფასადის წარწერის მიხედვით, ადრე ამ ადგილას მდგარი დანგრეული ეკლესია, 1417 წელს არაგვის ერისთავის შვილს მიტროფანეს და სახლთუხუცეს ქაიყუბათ კობიაშვილს განუახლებიათ. მოგვიანებით, XVI-II საუკუნის შუა ხანებში, ქაიყუბათის შვილმა ეკლესიისთვის სამხრეთიდან მცირე სამლოცველო მიუშენა, რომელიც ამჟამად აღარ არსებობს. 1912 წელს ეკლესია საფუძვლიანად შეაკეთეს.

ბოდორნის კლდის სვეტების ბუნების ძეგლი

ბუნების ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
ნეოგენურ კონგლომერატით, ანუ ბუნებრივად შეცემენტებულ რიყნარებში გამომუშავებულ კლდის სვეტი, რომლის სიმაღლე 15 მეტრია. სვეტის ქვედა ნაწილის დიამეტრი 4 მეტრია, ზემოთ თანდათან ვიწროვდება. ბოდორნის სვეტის ქვედა ნაწილში ოროთახიანი გამოქვაბულია კედელში გამოჭრილი თახჩით. სვეტიდან დაახლოებით 150-200 მ-ში აღმართულია ბოდორნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელიც XVII საუკუნეში იქნა აგებული. ბუნების ძეგლის მიმდებარე ფერდობებზე საკმაოდ მრავლად არის ადამიანის მიერ ხელით ნაკვეთი გამოქვაბულები, რომელთაც ჩვენს ისტორიულ წარსულში საკულტო ან თავშესაფრის დანიშნულება ჰქონდა.

ბოდორნის ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
ბოდორნის ღვთისმშობლის ეკლესიის სამხრეთი ფასადის წარწერის მიხედვით, ადრე ამ ადგილას მდგარი დანგრეული ეკლესია, 1417 წელს არაგვის ერისთავის შვილს მიტროფანეს და სახლთუხუცეს ქაიყუბათ კობიაშვილს განუახლებიათ. მოგვიანებით, XVI-II საუკუნის შუა ხანებში, ქაიყუბათის შვილმა ეკლესიისთვის სამხრეთიდან მცირე სამლოცველო მიუშენა, რომელიც ამჟამად აღარ არსებობს. 1912 წელს ეკლესია საფუძვლიანად შეაკეთეს.

ბოდოჯის სასახლის ნანგრევები

ისტორიული ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - 1 2 3 4 5     
თიანეთის ჩრდილოეთით შემაღლებულ ადგილზე შემორჩენილია XI ს-ის ხუროთმოძღვრული ძეგლის - ბოდოჯის სასახლის ნანგრევები. ბოდოჯის სასახლე ეკოთვნოდა კახეთის მეფე კვირიკე III-ს. საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის დროს ბაგრატ IV–მ დაატყვევა კახეთ-ჰერეთის ერისთავები, გადავიდა თიანეთში და გადაწვა ბოდოჯის დარბაზი. ამჟამად შემორჩენილია კოშკისა და ეკლესიის ნანგრევები.

ბოჭორმას ციხე

ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - თიანეთის რაიონი1 2 3 4 5     
ბოჭორმის ციხე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო X საუკუნეში უჯარმის შემდეგ, იგი აგრეთვე კახეთის პოლიტიკური ცენტრიც იყო. ვახუშტი ბაგრატიონის გადმოცემით, ციხესიმაგრე უძველეს ციხეთა რიცხვს განეკუთვნება. მას თავდაპირველად დედაციხე ერქვა, შემდგომ ვეჭორმა დაერქვა, ბოლოს კი – ბოჭორმა. ცნობილი არაა ციხის აგების თარიღი. პირველად ციხე იხსენიება X საუკუნის დასაწყისში.

გერგეტის სამების ტაძარი

მონასტერი (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი1 2 3 4 5     
გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი – გალავნით შემოზღუდული ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მ. კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV ს–ის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV ს–ის II ნახევარი) და საბჭეო (XV ს). მის სახელწოდებაში ტერმინ „გერგეტის“ მოხსენიებას კი განაპირობებს ის ადგილმდებარეობა, სადაც ტაძარია აღმართული. ადრიდანვე სოფელი გერგეტი მდინარე თერგის მარცხენა მხარეს იყო გაშენებული, ხოლო მარჯვენა მხარეს ისტორიული ხევის ადმინისტრაციული ცენტრი - სტეფანწმინდა. ტაძარი კი მარცხენა მხარეს, ნასოფლარ გერგეტის ტერიტორიაზეა აგებული. XX საუკუნის ბოლო მესამედში, კერძოდ 1966 წელს სოფელი გერგეტი ყაზბეგს შეუერთდა, მაგრამ ეკლესიის ძველი სახელწოდება უცვლელი დარჩა და მას ჩვეულების თანახმად კვლავ გერგეტის სამებას უწოდებენ.

გველეთის ჩანჩქერი

ჩანჩქერი (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი1 2 3 4 5     
გველეთი — სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს დარიალის ხეობაში, მდინარე დევდარაკის (თერგის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1560 მეტრი, სტეფანწმინდიდან 9 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 კაცი. სოფელში შემორჩენილია ფეოდალური ხანის ციხე, რომელსაც იხსენიებენ ჟამთააღმწერელი (XIV საუკუნე) და „ძეგლი ერისთავთას“ ავტორი (XIV საუკუნე). მონღოლების წინააღმდეგ აჯანყებულმა მეფე დავით VIII-მ 1301 წელს თავი გველეთის ციხეს შეაფარა.

გიორგი ერისთავის სახლ–მუზეუმი

სახლმუზეუმი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
სახლ–მუზეუმი აგებულია XIX საუკუნის დასაწყისში. ამ სახლში დაიბადა და პერიოდულად ცხოვრობდა მწერალი და დრამატურგი გიორგი ერისთავი (1811–1864), შემდგომ სახლი ეკუთვნოდა მის შვილს, მწერალ დავით ერისთავს (1847–1890). აქ 1958 წლის ოქტომბერში გაიხსნა სახლ–მუზეუმი. ამჟამად გადაკეთებული და სახეშეცვლილია.

გუდაურის გადმოსახედი

მემორიალური ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი1 2 3 4 5     
გუდაურის გადმოსახედი, რომლის აშენებაც უკავშირდება გიორგიევსკის ტრაქტატს.

გურო (ნასოფლარი)

ნასოფლარი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
როგორც ვიცით 1812 წელს მოხდა კახელების აჯანყება მეფის რუსეთის წინააღმდეგ. ერევნიდან გადმოსული ალექასნდრე ბატონიშვილი (ერეკლე II-ის ძე) მათ შეუერთდა. მათვე წამოეშველნენ ფშავ-ხევსურებიც, მაგრამ დამარცხდნენ. ალექსანდრემ თიანეთის გავლით შატილს შეაფარა თავი და მთელი ზამთარი იქ გაატარა. კავკასიის მთავარმართებელმა რტიშჩევა სიმონოვიჩის მეთაურობით რუსების ლაშქარი გაუშვა შატილისკენ. რუსებსა და ხევსურებს შორის დიდი შეტაკება მოხდა სოფელ გუროსთან. ხევსურებს ქისტებიც მიეშველნენ. რუსების სიმრავლემ და მაღალი დონის შეიარაღებამ (მათ ზარბაზნებიც კი ჰქონდათ) სძლია მთიელების მამაც და გულუბრყვილო რაზმებს:

დავათის დედაღვთისმშობლის კომპლექსი

მონასტერი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
1980-იან წლებში დაწყებული რესტავრაცია ცნობილი მიზეზების გამო შეწყდა 1990 წელს. სამუშაოები განახლდა 2005 წლიდან. ამჟამად რესტავრაცია დასრულებულია და მიმდინარეობს ბერების საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. ეკლესიის კედელში 1980-იანი წლების დასაწყისში არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ მიკვლეულ იქნა სტელა, რომელზეც ამოკვეთილი წარწერა ქართული ანბანის ერთერთ უძველეს ნიმუშად არის მიჩნეული (დაახლოებით IV ს). იგი ამჟამად მოთავსებულია ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში.

დარიალის კომპლექსი

ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი1 2 3 4 5     
დარიალის ვიწრო გასავალი დერეფანი ისტორიაში უძველესი დროიდან იყო ცნობილი, აქ ჩრდილოეთის გზა გადიოდა, დღეს საქართველოს სამხედრო გზად წოდებული. ამ გზას განსაკუთრებული პოლიტიკურ-სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ძველი საქართველოს (იბერიის) სამეფოსათვის, რომლის სატახტო ქალაქი-მცხეთაც არაგვ-მტკვრის გზაჯვარედინზე მდებარეობდა და არაგვის ეს ვიწრო და ძნელი გზა დარიალის კარებით იყო ჩაკეტილი.

დარიალის ციხე

ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი1 2 3 4 5     
დარიალის კომპლექსი მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ისტორიულ ხევში, დაბა სტეფანწმინდის ჩრდილოეთით 20 კმ–ში, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე, საქართველოს სამხედრო გზის ბოლო მონაკვეთთან, კლდოვან მთაზე. მას თამარის ციხესაც უწოდებენ, ციხის უკანა მხარეს კლდეზე თამარ მეფის სახეცაა გამოკვეთილი. ნანგრევებში სხვადასხვა დროის (ძვ.წ. II - ახ.წ. XVIII ს) სამშენებლო ფენები გაირჩევა. ისინი ძირითადად ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანისაა. დარიალის ციხე კეტავდა ხეობაში ჩრდილოეთიდან მომავალ სავაჭრო-სტრატეგიულ გზას (ფოტოზე მოცემულია ნახატი– რეპროდუქცია).

დარყის წმ. გიორგის კომპლექსი

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი1 2 3 4 5     
დარყის წმ. გიორგის სალოცავი კომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილში დგას. შენობა გეგმით უსწორო ოთხკუთხედია (5,3X4,8 მ). მის სამხრეთ კედელზე აღმართულია სამი სარიტუალო სვეტი. აღმოსავლეთ სვეტი ყველაზე მაღალია. დანარჩენ ორზე გადებულია მოზრდილი ლოდი. სალოცავის აღმოსავლეთ კედელში ნიშია. ნიშის გარშემო ჩაშენებულია ე.წ. „წმინდა ქვები“, რომლებიც აქ სხვა ადგილიდანაა მოტანილი. აღმოსავლეთ კედელზე ძევს სხვა ეკლესიიდან მოტანილი, თაღების მწკრივით დამუშავებული ლავგარდნის ქვა, ნიშის თავზე - ფიქლისა და მთის ბროლის ქვები, ქვის ჯვარი.

დულუზაურების კვირიას ეკლესია

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - თიანეთის რაიონი1 2 3 4 5     
კვირიას ეკლესია დარბაზულია (9,3X5,1 მ), დგას კომპლექსის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთში. ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფორმის შირიმის ქვით. წყობის უმეტესი ნაწილი მოზრდილი ზომის, სუფთად დამუშავებული სწორკუთხა ქვებითაა ამოყვანილი. ქვების ნაწილი წვრილია (შემთხვევითი ფორმისა), რის გამოც ფასადებზე წყობის რიგების სწორხაზოვნება ნაწილობრივაა დაცული. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავის საფარი, განივი ფასადების ზედა ნაწილები და ლავგარდანი, ჩამოცვენილია საპირე წყობის ნაწილი. ძეგლს ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან, 1,5 მ სიმაღლეზე, მიწა აქვს მიყრილი.

დუშეთის საცხოვრებელი სახლი (კარისკაცის დარბაზი)

სახლმუზეუმი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
გადმოცემით ეს სახლი XVIII საუკუნეშია აგებული და კარისკაცის სადგომი ყოფილა. მეფე ერეკლე მეორეს დროს ამ სახლში მდივანბეგებს სამართალი უწარმოებიათ, ხოლო შემდეგ სახლი აპრელოვების საკუთრებაში იყო.

ვაჟა-ფშაველას სახლ–მუზეუმი

სახლმუზეუმი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი დაარსდა 1961 წელს. 1976 წელს ძეგლზე სარემონტო სამუშაოები ჩაატარა სპეც. სამეცნ.–სარესტ. საწ. გაერთიანებამ (ხელმძღვ. თ. აბრამიშვილი). აღდგა პავლესეული სახლი, შეკეთდა გადახურვა და სხვ. 1986 წელს აღდგენილ იქნა საბძელ–გომური, წყლის წისქვილი, წყარო. 1987 წელს, მწერლის დაბადების 125 წლისთავზე, აშენდა მუზეუმის საგამოფენო შენობა ოთხი საგამოფენო დარბაზით და ერთი ფონდსაცავით (არქიტექტორები: ო. ლითანიშვილი, ა. გურული). მუზეუმის შესასვლელის წინ დაიდგა ვაჟა–ფშაველას ბრინჯაოს ქანდაკება – კვარცხლბეკზე შედგმული დიდი ზომის (სიმ. 5 მ) თავი.

ზაქაიძეების ციხე

ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
კოშკი სწორკუთხაა (4,2X3,8 მ), ნაგებია მოზრდილი ზომის ნატეხი ქვით (კირის სქელ ხსნარზე. შემორჩენილია მხოლოდ ორი სართულის სიმაღლეზე. სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთიდან, პირველი სართულიდანაა. მეორე სართულის სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში სათოფურები და რამდენიმე სწორკუთხა ნიშია. სართულშუა გადახურვისათვის გამოყენებულია გრძელი ქვის ფილები.

ზემო მლეთის კვირაცხოვლის ეკლესია

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
კვირაცხოვლის ეკლესია დარბაზულია (4,5X4,9 მ) – უაფსიდო. ნაგებია ნატეხი ქვითა და ფიქლით. სახურავი და ლავგარდანი შეცვლილია. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი თარაზულადაა გადახურული. აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო სწორკუთხა სარკმელია. აღმოსავლეთ სარკმელს საფეხუროვანი ძირი აქვს. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ტრაპეზის ქვაა მიდგმული. სარკმლის გვერდებზე თითო სწორკუთხა ნიშია. მსგავსი ორ–ორი ნიშია ჩრდილო და დასავლეთ კედლებში. ეკლესია გადახურულია კამარით, რომელსაც განივკვეთში სამცენტრიანი თაღის ფორმა აქვს.

ზემო მლეთის კოშკი

ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
კოშკი (6X6 მ) სამსართულიანია (სიმაღლე 11 მ), ნაგებია ნატეხი ქვითა და ფიქლით. კედლის სისქეა 1 მ. შესასვლელი I სართულზეა, სწორი კედლის მხარეს, მიწიდან 4 მეტრის სიმაღლეზე. სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლებში თითო სათოფურია. ამ სართულის ქვეშ სამეურნეო დანიშნულების ორი ფართო და ღრმა ხაროა. II სართულზე, ყოველ მხარეს თითო სათოფურია. III სართულის სწორ კედელში გაჭრილია პატარა აივანზე გასასვლელი, სამხრეთით და აღმოსავლეთით თითო სათოფურია, დასავლეთით მიჯრით განლაგებული სამი პატარა თახჩა. III სართული ზემოთ ვიწროვდება და მიჯრით დალაგებული მორებით გამოყვანილი ორფერდა ჭერით მთავრდება, რომელზეც ბეტონია დასხმული

ზენუბნის სამება

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
ზენუბანი საისტორიო წყაროებში XIV საუკუნის მიწურულიდან იხსენიება, როგორც საკათალიკოსო სოფელი. შედიოდა ერწო-თიანეთის საეპისკოპოსოში. ზენუბანზე გადიოდა შიდასამიმოსვლო გზები, ერთი დიდგორისაკენ მიემართებოდა, მეორე - ნიჩბის-კავთურის გამყოფ ქედე გადიოდა. სოფელს არაერთხელ შემოსევიან მთის უცხო ტომები. XVIII საუკუნის I ნახევარში სოფლის შემოგარენში მოხდა დიდი შეტაკება ოსებსა და მთიულებს შორის. მოსახლეობა ამ ადგილს „სისხლის ტბას“ უწოდებს.

თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მუზეუმი (მცხეთა-მთიანეთი - თიანეთის რაიონი1 2 3 4 5     
მუზეუმი ფუნქციონირებს 1951 წლიდან. პროფილი – ისტორიული. ექსპონატების რაოდენობა – 3957. მუზეუმში დაცულია თიანეთის რაიონისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპედიციებისა და შემთხვევითი აღმოჩენების შედეგად მოპოვებული მასალები ადრე ბრინჯაოს ხანიდან გვიან შუასაუკუნეებამდე, ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი მასალები, საეკლესიო დანიშნულების ნივთები, ოთხთავის ხელნაწერი და ნაბეჭდი გამოცემები, ქსოვილების ნიმუშები (აღმ. საქართველოს მთიანეთის XIX ს-ის ფარდაგები, ხევსურული ხალხური სამოსელი და აქსესუარები), შუა საუკუნეების კერამიკული ჭურჭელი და სხვა. მისამართი: 2500, თიანეთი, რუსთაველის ქ. 17, ტელ: (+995 348) 291247

თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - თიანეთის რაიონი1 2 3 4 5     
თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია მდებარეობს დაბა თიანეთის ცენტრში.

კალოუბნის წმ. გიორგის ეკლესია

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
კალოუბნის ეკლესია დარბაზულია (4,51X2,72 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. დასავლეთით მასზე მიდგმულია კოშკისებრი ორსართულიანი ნაგებობა, რომლის ცილინდრული კამარით გადახურული პირველი სართული ეკლესიის კარიბჭის როლს ასრულებს. მინაშენს სამხრეთიდან აქვს შესასვლელი. პირველი სართულის ჩრდილოეთ ნაწილში მეორე საეთულზე (სამრეკლოზე) ასასვლელი სწორკუთხა ხვრელობია.

კარსანის წმინდა ნინოს ეკლესია

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
წმ. ნინოს ეკლესია დგას მთა ქართლის განაპირას, ჩრდილოეთით. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესიას პირვანდელი სახე შეცვლილი აქვს. ეკლესია დარბაზულია (7,75 X 7,45 მ). ნაგებია დიდი ზომის ქვის კვადრებით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდი ნახევარელიეფური ფორმისაა. აფსიდში სამი ნიშია, ერთი - ჩრდილოეთით, ორი - სამხრეთით. აღმოსავლეთ კედელში ერთი სარკმელია (გადაკეთებულია), ხოლო სამხრეთისაში - ორი. დარბაზი კამარითაა გადახურული. ეკლესიის კედლები შიგნიდან შელესილია (შელესილობა გვიანდელია). ეკლესიის ცოკოლი ნაგებია ნატეხი ქვით, ლავგარდანი - სწორკუთხა ფილებით.

კვირიკეს მონასტერი

მონასტერი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
კვირიკეს კომპლექსის მთავარი ნაგებობა - სამეკლესიანი ბაზილიკა IX-X სს-ით თარიღდება. მისი ამჟამინდელი სახე მრავალგზის გადაკეთების შედეგად არის ჩამოყალიბებული. დღესდღეობით, ახლო–მახლო მცხოვრები მოსახლეობა ამ ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს.

კისტანის კოშკები

ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი1 2 3 4 5     
კისტანი – სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (დუშეთიდან 100 კმ) მდ. არღუნის მარცხენა სანაპიროზე, დათვიჯვრის უღელტეხილსა და შატილს შორის. ცნობილია შუასაუკუნეების კოშკებით.

ლებაისკარი

ხუროთმოძღვრების ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი1 2 3 4 5     
ლებაისკარი – შუასაუკუნეების ქართული ხეროთმოძღვრების ძეგლი, თუშეთ-ხევსურეთში გავრცელებული საცხოვრებელი ციხე-სახლის ერთ-ერთი ნიმუში. მდებარეობს სოფელ ლებაისკართან (პირიქითა ხევსურეთი), შატილის გზაზე.

ლომისას სალოცავი

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
ლომისა წინარექრისტიანული ღვთაება იყო მთიულეთში. სახელწოდებას ხალხურ გადმოცემათა ტრადიცია ლომა ხარს უკავშირებს. მოგვიანებით, ეს კულტი მთვარის ღვთაებას დაუკავშირდა. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ხარის საკულტო გამოსახულებებს (რქებს) ხშირად ახალი მთვარის მოყვანილობა აქვს. ლეგენდებისა და რიტუალების თანახმად, ლომისა მონადირე, მხედარი ღვთაება იყო.

მერეს ციხე

ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
თავდაპირველად აქ იდგა მხოლოდ ზურგიანი კოშკი. XVII საუკუნის II ნახევარში ბარიდან ამოსულ ერთ–ერთ ფეოდალს, კოშკის თავდაცვისუნარიანობის მიზნით, მის ქვემოთ მდებარე ფერდობის ნაწილი მაღალი გალავნით შემოუზღუდავს და რამდენიმე ნაგებობა აუგია. მასვე ხელთ უგდია ვაშლობისა და ჭართლის ხეობა და ადგილობრივი მოსახლეობა საყმო გადასახადებით დაუბეგრავს. მთიულები ვერ შეგუებიან ციხეში გამაგრებული ფეოდალის თვითნებობას და იგი ხევსურთა დახმარებით ციხიდან განუდევნიათ. შემდგომში ციხე ემსახურებოდა არაქართველ მთიელ მოთარეშეთაგან ჭართლისა და ვაშლობის თემების დაცვას.

მზეწვერის წმინდა გიორგის ეკლესია

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
კომპლექსი სხვადასხვა დანიშნულებისა და ქრონოლოგიურად განსხვავებულ რამდენიმე ნაგებობას შეიცავს, რომლებიც მცირე ფართობზე მჭიდროდაა განლაგებული. კომპლექსის მთავარი ნაგებობაა – IX-X საუკუნეების წმინდა გიორგის ეკლესია; მისგან დასავლეთით (სამიოდე მეტრზე) ორი სწორკუთხა ნაგებობა დგას, ხოლო სამხრეთით 8 მ–ზე, ერთიმეორეზე მიშენებული სამი სხვადასხვა ზომის სადგომი. ამ მხარეს რელიეფი დაბლდება, რის გამოც სადგომების ჩრდილოეთი ნაწილი ფერდობშია შეჭრილი.

მთავართას კომპლექსი

ისტორიული ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
მთავართას კომპლექსის ნაგებობები მძლავრი გალავნით შემოვლებულ თითქმის წრიულ ფართობზე ორ ჯგუფადაა განლაგებული. ერთ ჯგუფს შეადგენს ეზოს შუაში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესია და მასზე სამხრეთიდან და დასავლეთიდან მიშენებული რამდენიმე ნაგებობა. მეორე ჯგუფს კი – ეზოს ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში მდგარი ორსართულიანი საცხოვრებელი, რომელსაც აღმოსავლეთიდან ოროთახიანი ნაგებობა ეკვრის. ნაგებობები ძლიერ დაზიანებულია. მათი უმრავლესობა ნანგრევებადაა ქცეული და ხშირი მცენარეულობითაა დაფარული.

მცხეთის ანტიოქია

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
მტკვრისა და არაგვის შესართავთან, ქართველთა ნათლობის წმიდათა–წმიდა ალაგას აგებული წმიდა სტეფანე პირველმოწამის ეკლესია (ანტიოქია), ერთ-ერთი უძველესია მცხეთაში. იგი IV-V სს-ში, წმიდა მირიან მეფის შვილთაშვილსა და წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის პაპას, არჩილ მეფეს აუგია სპარსელების განდევნის შემდეგ ღვთისადმი მადლიერების ნიშნად. ტაძრის ხუროთმოძღვარი ყოფილა ბერძენი ოსტატი ავერლიოს აქოლიოსი. VIII ს-ში, საქართველოში მურვან-ყრუს ლაშქრობების დროს ტაძარი გადაიწვა. XV-XVIII სს-ში იგი საფუძვლიანად შეუკეთებიათ.

ნაზღათ ციხე (მლეთის ციხე)

ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
ნაზღათ ციხე ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერაა დაზიანებული. ციხე გეგმით სწორკუთხაა (20 X17,8 მ), კედლით გაყოფილი იყო ორ ნაწილად – აღმოსავლეთ და დასავლეთ ეზოებად. ციხის ჩრდილო–დასავლეთ და ჩრდილო–აღმოსავლეთ კუთხეებში, აგრეთვე ეზოს გამყოფი კედლისა და ციხის ჩრდილო კედლის გადაკვეთაზე, თითო სწორკუთხა კოშკი იდგა (შემორჩენილია დასავლეთ კედელი, სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილი და ჩრდილო–დასავლეთ კოშკი).

ნასოფლარ ჟინვალის ეკლესია 3

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
1973–76 წელს გათხარა აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი). ძეგლი, 1985 წლიდან მოქცეულია ჟინვალჰესის წყალსაცავით დატბორილ ზონაში.

ნასოფლარ ჟინვალის ეკლესია

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
დარბაზული ეკლესია (6X3.4 მ) ნაგები იყო სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. ძლიერ იყო დაზიანებული. შენობას სახურავის საფარი, ლავგარდანი და საფასადო წყობის ზედა ნაწილი ჩამოშლილი ჰქონდა. ხის ძელებით გადახურული შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ კიდეში იყო გაჭრილი. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე მდებარე სარკმლის ორივე მხარეს მოწყობილი იყო თითო პატარა სწორკუთხა ნიშა. სარკმლის ქვემოთ, კედელზე მიყრდნობილი იყო ოთხწახნაგა ტრაპეზი. ეკლესია განათებული იყო სამხრეთ და დასავლეთ კედლებში გაჭრილი თითო სწორკუთხა სარკმლით.

ნასოფლარ ჟინვალის ეკლესია 2

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
1974 წელს გათხარა აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი). ძეგლი, 1985 წლიდან მოქცეულია ჟინვალჰესის წყალსაცავით დატბორილ ზონაში.

ნასოფლარ ჟინვალის ეკლესიები და სამაროვანი

ისტორიული ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
971–84 წლებში გათხარა აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ბ.ჯორბენაძე). სამაროვნის ორი აკლდამა და ორი ეკლესია თავისი სამარხებითურთ გადატანილი და აღდგენილია აკც–ის (ო. ლორთქიფანიძის სახ. არქეოლოგიურ კვლევის ცენტრი) დუშეთის არქეოლოგიური ბაზის ეზოში. ძეგლი, 1985 წლიდან მოქცეულია ჟინვალჰესის წყალსაცავით დატბორილ ზონაში.

ნასოფლარ ჟინვალის კვირაცხოვლის ეკლესია

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
ნასოფლარ ჟინვალის კვირაცხოვლის ეკლესია (4,6X3,1 მ) აგებული იყო პატარა ბაქანზე, რომელიც დასავლეთის და ჩრდილოეთის მხრიდან გამაგრებული იყო კლდის ნატეხი ქვით ნაშენი კედლებით. მათგან დასავლეთის კედელში მოწყობილი იყო ერთ თაღოვანი ნიშა. ხოლო ჩრდილოეთის კედელში–ბრტყლად გადახურული და კირხსნარით შელესილი ორი მოზრდილი და ერთი მცირე სამალავი. ეკლესია თითქმის მთლიანად იყო დანგრეული. შემორჩენილი იყო სწორკუთხა საკურთხევლის კედლების ნაწილი და დასავლეთ და სამხრეთ კედლების საძირკვლები. ეკლესიას ჩრდილოეთიდან თანადროული მინაშენი ეკვროდა. ეკლესიას გარს ერტყა ნატეხი ქვით ნაგები გალავანი. რომლის დასავლეთ კედელში გარედან ორი კონტრფორსით გამაგრებული შესასვლელი იყო მოწყობილი.

ნასოფლარ ჟინვალის მღვიმეს ეკლესია

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
ნასოფლარ ჟინვალის მღვიმეს ეკლესია (8,4X4,6 მ) მდებარეობდა ნასოფლარ მღვიმეს განაპირას, ჩრდილო–აღმოავლეთით. განეკუთვნებოდა VIII-IX საუკუნეებს. ნაგები იყო სხვადასხვა ზომის ნაგები ქვით. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში ჰქონდა მოწყობილი. აღმოსავლეთით ორი საფეხურით შემაღლებული, ოდნავ ნალისებრი აფსიდის ღერძზე გაჭრილი სარკმლის წირთხლები და თაღი შირიმის ნათალი ქვებით იყო გამოყვანილი. სარკმლის ქვემოთ, კედელზე მიშენებული იყო კუბური ტრაპეზი. საკურთხევლის წინ იდგა ნატეხი ქვით ნაგები კუბური ფორმის კვარცხლბეკი ჯვრის ჩასასმელი სწორკუთხა ღრმულით. ეკლესიას ჩრდილოეთიდან თანადროული მინაშენი ეკვროდა, რომლის შესასვლელი ჩრდილო კედლის აღმოსავლეთ ნაწილში იყო მოწყობილი. მეორე მინაშენი (მთლიანად იყო დანგრეული) ეკლესიას სამხრეთიდან ჰქონია. იგი ეკლესიისათვის გვიანდელ შუა საუკუნეებში მიუშენებიათ.

ოძისის ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
მცირე ეკლესია დარბაზულია (6,5X4,5 მ), ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი დიდი ეკლესიიდანაა, ჩრდილოეთიდან. კარს გარედან ნახევარწრიული თაღი აქვს, შიგნით კი ბრტყლადააგადახურული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, და დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო, ბრტყლად გადახურული, სარკმელია. ჩრდილორთ სარკმელს ამ მხრიდან მიშენებული დიდი ეკლესიის კედელი ფარავს. აფსიდის სარკმლის გვერდზე თითო მაღალი თაღოვანი ნიშია, რომლებშიც თითო სათოფურია მოწყობილი. საკურთხეველში, სარკმლის ქვემოთ, რიყის ქვით ნაგები ტრაპეზი დგას. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონკით, დარბაზი – ცილინდრული კამარით.

ოძისის წმ. მარინეს ეკლესია

მონასტერი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
ოძისის წმ. მარინეს ეკლესია დარბაზულია (8,2X5,4 მ), რიყისა და ნატეხი ქვის შერეული წყობით ტლანქად არის ნაგები. საკურთხევლის სარკმლის საპირე, შესასვლელის გადახურვა და ლავგარდანი ქვიშაქვისაა. ეკლესიის შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია გაჭრილი. კარი ტიმპანითაა დასრულებული, აღმოსავლეთით ღრმა, გეგმით კოლოფა თაღის ფორმის აფსიდია, რომლის ღერძე თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს თითო მცირე სწორკუთხა ნიშია. მსგავსი ნიშია სამხრეთის ნიშის თავზე, სარკმლის თაღის წვერის დონეზე. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ტრაპეზია მიშენებული. აფსიდი გადახურულია კონქით, რომლის თაღი ნახევარწრიული ფორმისაა და თაროსებრ იმპოსტებს ეყრდნობა. საკურთხევლის სარკმლის გარდა თითო თაღოვანი სარკმელია სამხრეთ და დასავლეთ კედელშიც.

პავლეურის წმ. გიორგის ეკლესია

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
პავლეურის წმ. გიორგის ეკლესია განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. ეკლესია დაბზარულია, ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. თითქმის მთლიანად დანგრეულია, შემორჩენილია სწორკუთხა საკურთხევლის აღმოსავლეთ კედლის ნაწილი. საკურთხევლის ქვეშ გაითხარა უინვენტარო აკლდამა. ეკლესიას გარს ევლებოდა რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები გალავანი.

პოეტ მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმი

მუზეუმი (მცხეთა-მთიანეთი - თიანეთის რაიონი1 2 3 4 5     
მემორიალური მუზეუმი დაფუძნდა 1983 წელს. ექსპონატთა რაოდენობა: 1584. მუზეუმში დაცულია ცნობილი ქართველი პოეტის მირზა გელოვანის (1917-1944 წწ.) ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები, მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისის ეთნოგრაფიული ხასიათის მასალები, პოეტის კრებულების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, ფოტო, დოკუმენტური მასალები და სხვ. მისამართი: თიანეთი, ვაჟა-ფშაველას ქ.35, ტელ: (+995 348) 291197, +995 599 425321

პომპეუსის ხიდი

ხიდი (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
მცხეთის ძველი ("პომპეუსის") ხიდი მდებარეობს მცხეთის შესასვლელთან, მტკვრის კუნძულოვან ზონაში. ამჟამად იგი დაფარულია მდინარის მიერ და მისი მცირე ნაწილი მხოლოდ წყლის დონის დაწევის დროს ჩნდება. სამეცნიერო ლიტერატურასა და ადგილობრივ მოსახლეობაში მტკვარზე გადებული ძველი ხიდი, რომელიც ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის აშენების (1927წ.) შემდეგ თითქმის ყოველთვის დაფარულია წყლით, უფრო ხშირად მოიხსენიება, როგორც "პომპეუსის ხიდი", თუმცა კი ხიდი პომპეუსამდეც არსებობდა და რომაელ სარდალს მის აშენებაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის. ამ ხიდს უნდა ემუშავა ელინისტური ხანიდან მაინც (ძვ.წ. IV-IIIსს.), როდესაც ვაჭრობამ საერთაშორისო ხასიათი მიიღო.

ჟალეთის ბაზილიკა

ისტორიული ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - თიანეთის რაიონი1 2 3 4 5     
ჟალეთი – ძველი ქართული ისტორიული წყაროების მიხედვით, ადრინდელი შუა საუკუნეების კახეთის პოლიტიკური და კულტურულ-რელიგიური ცენტრი. მდებარეობდა მდინარე ივრის შუაწელზე, ამჟამად დაბა სიონის წყლით დატბორილ მიდამოებში.

ჟებოტას მარიამწმინდის ეკლესიის კომპლექსი

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - თიანეთის რაიონი1 2 3 4 5     
ორსართულიანი ეკლესია გეგმით სწორკუთხაა (4,2X3,5 მ; სიმაღლე 7,5 მ) თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით. Nნაგებია მოზრდილი ზომის, ნაწილობრივ დამუშავებული ნატეხი ქვის რეგულარული წყობით. დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავის საფარი და ნაწილობრივ ლავგარდანი, მონგრეულია აღმოსავლეთის ორივე კუთხის მნიშვნელოვანი ნაწილი. მოგვიანებით გამაგრების მიზნით, დასავლეთით კედელზე (მთელ სიმაღლეზე) მიუშენებიათ ნატეხი ქვით ნაგები სქელი (სიგანე დაახლოებით 0,6 მ), კედელი, რომელსაც ორივე ბოლო ისე აქვს მომრგვალებული, რომ შენობის დასავლეთის ორივე კუთხეს მთელ სიმაღლეზე ფარავს. როგორც ჩანს, ამავე დროს განუახლებიათ ლავგარდანი და სახურავი.

ჟინვალის დედაციხის კომპლექსში

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
ჟინვალის დედაციხის კომპლექსში შედიოდა ზურგიანი კოშკი, დარბაზული ეკლესია, სასახლე და მარანი, რომლებსაც გარს ევლებოდა თითქმის სამკუთხა მოხაზულობის გალავანი (ფართობი დაახლოებით 3500 კვ.მ.). 1972-74 წლებში და 1983 წელს აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ჩატარებული გათხრების შედეგად (რაზმის ხელმძღვანელი ზ. კალანდაძე) კოშკსა და ეკლესიას შორის, გალავნის აღმოსავლეთ კედლის გასწვრივ,

ჟინვალის ეკლესია

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
ეკლესია დარბაზულია (5,5X3,9 მ) ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია სამხრეთ კედელი, დასავლეთ კედლის დიდი ნაწილი და კამარის სამხრეთ გვერდი. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი გარედან თაღით, ხოლო შიგნით თარაზულადაა გადახურული. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, აგურით გამოყვანილი პატარა თაღოვანი სარკმელია. აფსიდის თაღი, რომლის მთლიანად აგურითაა ნაწყობი, რიყის ქვის ერთსაფეხურიან პილასტრებს ეყრდნობა. შემორჩენილია ეკლესიის დასავლეთ კედელში გაჭრილი სარკმლის მხოლოდ ერთი წირთხლი და ქვის ბრტყელი გადახურვის ნაწილი. 1940-იან წლებში, ეკლესიის სხვა დანიშნულებით გამოყენებისას, აფსიდის იატაკი 1 მ-ით აუმაღლებიათ, რომლის შუაში პატარა წრიული ავზი მოუწყვიათ კვადრატული დარბაზის ჩრდილო კედლის აღმოსავლეთ კიდეში პატარა სწორკუთხა ნიშია.

ჟინვალის კვირაცხოვლის ეკლესია

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
972-73 წწ. არქეოლოგიურად შესწავლილი (ხელმძღვანელი რამინ რამიშვილი) კვირაცხოვლის სამაროვანი და ეკლესია (მ. რჩეულიშვილი), რომელიც ხევსურეთის დროებითი ტრასის გაყვანასთან დაკავშირებით 1976 წ. მთლიანად დაანგრიეს, მდებარეობდა სოფელ ჟინვალს გაღმა, არაგვის მარცხენა ნაპირზე.

ჟინვალის სამლოცველო

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
ნაგებობა სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებითაა წაგრძელებული (18,7X9 მ), შეადგება სამი სათავსისგან. ნაგებია ალიზის აგურით - 0,5-0,6 მ. სისქის რიყის ქვის საძირკველზე. სათავსები გამიჯნულია 0,25-0,3 მ სისქის ტიხრებით. კედლები შელესილია. შენობას ჰქონდა ხის მძლავრ კონსტრუქციაზე დაყრდნობილი ბრტყელი სახურავი.

ჟინვალის წმ. გიორგის ციხე

ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
ჟინვალის წმ. გიორგის ციხე შედიოდა ჟინვალის ნაქალაქარის სისტემაში. ძირითადი ნაწილი XII - XIV საუკუნეებს განეკუთვნება, ნაწილი – XVII - XVIII საუკუნეებში. 1975-1976 წლებში გათხარა აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვ. რ. რამიშვილი).

ჟინვალის ხერთვისის კომპლექსი

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
1972-74 წლებში გათხარა აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი). 1984 წელს სპეციალურ სამეცნიერო-სარესტავტაციო საწარმოო სახელოსნომ კოშკი და გალავანი გადაიტანა და აღადგინა დაბა ჟინვალთან.

რევაზ ერისთავის სასახლე

სახლმუზეუმი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
რევაზ ერისთავის სასახლე აგებულია XIX საუკუნის I ნახევარში. ეკუთვნოდა ქართველ პოეტსა და მთარგმნელს რევაზ შალვას ძე ერისთავს. XX საუკუნის 20–იანი წლებიდან 1991 წლამდე სხვადასხვა დანიშნულებისათვის იყენებდნენ. ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმეა გადაკეთებული, ამის შედეგად თავდაპირველი სახე მნიშვნელოვნად შეიცვალა.

სამთავროს მონასტერი

მონასტერი (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
ხუროთმოძღვრების ძეგლი, XI საუკუნის პირველი ნახევრის საეპისკოპოსო ტაძარი მცხეთაში, სამხრეთ გზასთან, ფერდობზე. კომპლექსიდან ჩვენამდე მოაღწია დიდმა ტაძარმა, წმ.ნინოს ეკლესიამ, სამრეკლომ, გალავნის ნაწილმა, კოშკმა, საცხოვრებელმა და სასამსახურო შენობებმა. აქ უცხოვრია საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების საქადაგებლად ჩამოსულ ნინოს. აქვეა დასაფლავებული პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი, დედოფალი ნანა,  ერთ-ერთი ასურელი მამათაგანი აბიბოს ნეკრესელი.  სამთავროში ამჟამად დედათა მონასტერია.

სამონასტრო კომპლექსი

მონასტერი (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი1 2 3 4 5     
მთავარანგელოსთა მიქაელისა და გაბრიელის სახელობის მშენებარე სამონასტრო კომპლექსი (მეორე ფოტოზე მოცემულია კომპლექსის პროექტი).

საპიკნიკე ადგილი

ხედი (მცხეთა-მთიანეთი - თიანეთის რაიონი1 2 3 4 5     
საპიკნიკე ადგილი ბოდოჯის სასახლის ნანგრევებთან, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი დაბა თიანეთზე და მდ.ივრის ჭალებზე.

სნოს ციხე

ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი1 2 3 4 5     
სნოს ციხე, ღუდუშაურის ციხე — ციხესიმაგრე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში. მდინარე სნოსწყლის მარჯვენა ნაპირზე, განცალკევებით მდგარ კლდოვან გორაზე. მიმდინარეობს კოშკის რესტავრაცია.

სნოს ციხე

ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი1 2 3 4 5     
იხის ანალოგებთან შედარება საშუალებას იძლევა იგი XVI საუკუნის მეორე ნახევრით, ან მომდევნო საუკუნის დასაწყისით დათარიღდეს სნოს ციხის ამგების ან მეპატრონის შესახებ ისტორია დუმს. იგი მხოლოდ ერთხელ, XVIII საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში იხსენიება. არაგვის ერისთავი ბარძიმი ატყობინებს რუსეთში მყოფ ვახტანგ VI- ს ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობას და ჩივის ლეკთა გამუდმებულ თავდასხმებზე.

სოდევეს სამების ეკლესია

ისტორიული ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
სოდევეს სამების ეკლესია დარბაზულია (8,3X5,3 მ) განეკუთვნება IX-X საუკუნეებს. ნაგებია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. კარ–სარკმელთა ღიობები შირიმის ქვითაა გამოყვანილი. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია. აღმოსავლეთით, შებრტყელებულ აფსიდში, მცირე ზომის თაღოვანი სარკმელი და ორი თაღოვანი ნიშია. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, სწორკუთხა ტრაპეზია მიდგმული. კონქის მხოლოდ ქუსლის წყობის ნაწილია შემორჩენილი. სამხრეთით და დასავლეთით თითო სარკმელია. სამხრეთისა სწორკუთხაა, დასავლეთისა – თაღოვანი და საფეხურებიანი რაფა აქვს. კამარა კონსოლებზე (შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთ კონსოლი) გადაყვანილ საბჯენ თაღს ეყრდნობოდა. ფასადები სადაა. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე შემორჩენილია თაროსებრი ლავგარდნის თითო ქვა.

სონდის ეკლესიის კომპლექსი

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
ყველა ნაგებობა ნაშენია ნატეხი ქვითა და დუღაბით. ნაგებობათაგან უადრესია ეკლესია; მომდევნო ხანებში მისთვის დასავლეთიდან მიუდგამთ ზურგიანი კოშკი ისე, რომ კოშკის სწორი კედლის ნაწილი ეკლესიის დასავლეთ კედლის სამხრეთ ნახევარზეა დაშენებული. უფრო გვიან ეკლესიისათვის სამხრეთიდან ვიწრო სადგომი მიუშენებიათ, რომლის სამხრეთ კედელი კოშკის სამხრეთ კედლის ხაზზე მდებარეობს. ამავე ხანებშია აგებული გალავანი და საცხოვრებელი ნაგებობა.

ფუძნარის ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთი1 2 3 4 5     
ფუძნარის ღვთისმშობლის ეკლესია მთიანეთის ყველაზე ძველი გუმბათოვანი ნაგებობაა. მდებარეობს მცხეთა-მთიანეთში, დუშეთის  მუნიციპალიტეტში, თიანეთისაკენ მიმავალი გზის პირას, მდინარე ბოდავისხევის (არაგვის სისტემა) ზემოთში, ზღვის დონიდან 1200 მ–ზე. თარიღდება XIII საუკუნის I ნახევრით. ეკლესიას გარს ევლება ამჟამად ფრაგმენტულად შემორჩენილი ქვის გალავანი. მის ჩრდილო–დასავლეთით საცხოვრებელი ნაგებობების ნაშთებია.

ფუძნარის ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
ფუძნარის ღვთისმშობლის ეკლესია მთიანეთის ყველაზე ძველი გუმბათოვანი ნაგებობაა. იგი აგრეთვე გამორჩეულია იმით, რომ საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთში გუმბათიანი ტაძრები იშვიათობას წარმოადგენს. სარკმლებს ქვევით, ქვიშაქვის სამ ფილაზე, არის ოდნავ დაზიანე­ბული ასომთავრული წარწერა: “ქ. სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა (აქ სიტყვა არ იკითხება), დედამან დიდმან შნ ცოველის ასულმან ხათუნაყ აღვაშენე (აქ ისევ არ იკითხება ორი-სამი სიტყვა) წმიდისა ღვთისმშობელისა სალოცველად სულთა ჩუენთათვის, შვილთა და მომავალთა შვილებად ჩუენთა (აქ ისევ არ იკითხება სიტყვები) ეკლესია (აქაც აკლია ბოლო სიტყვა)”

ქაჩუს ციხე

ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
ერთხელ ქაჩუს მტრის დიდი ჯარი შემოესია. ქაჩუვლები მედგრად დაუხვდნენ მომხდურებს და მათ ციხის აღების საშუალება არ მისცეს. მაშინ მტერმა მოძებნა წყარო, საიდანაც ციხეში მყოფთ წყალი ჰქონდათ გაყვანილი და ეს არხი გადაკეტეს. ქაჩუვლებმა ამ რთული სიტუაციიდან საინტერესო გამოსავალი მოძებნეს - აიღეს თხორი (შალის ძაფის დიდი გორგალი) და ჩაუშვეს არღუნში, შემდეგ ამ თხორს წურავდნენ და სასმელად საკმარის წყალს ღებულობდნენ. ამიტომაც ეწოდა მეორე სახელიც - თხორუს ციხე

ქოროღოს ღვთისმშობელის ეკლესია

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
ქოროღოს ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (10,8X7,6 მ), აგებულია - X-XI საუკუნეების მიჯნაზე. ამ ტიპის ნაგებობებს შორის გამოირჩევა შიდა სივრცის სრულიად განსხვავებული, თავისებური გადაწყვეტით. ნაგებია ნატეხი ქვითა და ფიქლით. კონსტრუქციული ნაწილები (კამარები, კონქი, თაღები, ბურჯები), კარ–სარკმლის მოპირკეთება და ლავგარდანი თლილი ქვისაა. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ეკლესია უაფსიდოა და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული. საკურთხევლის მხრების ხაზზე ორი კვადრატული ბურჯი დგას, რომლებსაც აღმოსავლეთის მიმართულებით გადაყვანილი ორსაფეხურიანი თაღები ეყრდნობა

ქოროღოს ცეცხლისჯვრის კომპლექსი

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
ეკლესია დარბაზულია (6,8X5 მ), განეკუთვნება IX-X საუკუნეებს. სამხრეთიდან სწორკუთხა მინაშენი ეკვრის. ნაგებია ტლანქად დამუშავებული ნატეხი ქვითა და მოყვითალო ფერის კირხსნარით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა, დანგრეულია ჩრდილოეთ კედლის დიდი ნაწილი და განივი კედლების ზედა ნაწილები. შესასვლელი სამხრეთიდანაა. უაფსიდო ეკლესიის აღმოსავლეთ კედლის ღეძზე გაჭრილია ვიწრო, ბრტყლად გადახურული სარკმელი, რომლის გარეთა ღიობი ზემოთკენ მკვეთრად ვიწროვდება და დასრულებულია ერთ ქვაში გამოკვეთილი, თითქმის წრის ფორმის თაღით

ყელის ციხე

ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
ყელის ციხე (სავარაუდოა თამარ მეფის ბრძანებით ჭიაბერ მანდატურთუხუცესისათვის ნაბოძები ციხეა ჟინვალსა და “შვიდთა მთიულეთთან” ერთად) ქალაქ ჟინვალის მნიშვნელოვანი სტრატეგიული სიმაგრე იყო. ციხიდან დასავლეთით (ქალაქისკენ) ეშვებოდა დამცავი ზღუდე, რომლის ძირში კარიბჭე იყო მოწყობილი. 1973-1989 წლებში ციხე გათხარა აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიურ ექსპედიციამ (ხელმძღვ. მ. მარგველაშვილი).

ყვარას ეკლესიები

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - თიანეთის რაიონი1 2 3 4 5     
ყვარას გუმბათოვანი და დარბაზული ეკლესიები(XI – XIII სს) მდებარეობენ სოფ. არტნის ჩრდილოეთით მდ. ივრის ხეობაში მდ. ხაშრულას შესართავიდან 3 კმ–ში, რომლის გავლაც შესაძლებელია ფეხით ან ორხიდიანი ავტომანქანით. აქ, ტურისტები ისვენებენ ივრის ხეობის თვალწარმტაც ბუნებაში, ათვალიერებენ ყვარას ეკლესიებს და აწყობენ პიკნიკს.

ციციშვილების სასახლე

ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
კომპლექსში შემავლი ნაგებობები: კოშკებიანი გალავანი, სასახლე, ეკლესია და აბანო. 1615 წელს, მეფე ლუარსაბმა სოფელი ნიჩბისი ქაიხოსრო და მერაბ ციციშვილებს უბოძა, რის შემდეგაც მათ ააგეს აქ ციხე-დარბაზი.

ციხისძირის (დუშეთი) განძის წმ. გიორგის კოშკი

ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
კოშკი გეგმით კვადრატულია(5,9X5,9 მ) ნაგებია რიყის ქვით. შემორჩენილია 6 მ სიმაღლეზე. ზედა ნაწილში სათოფურებია. კოშკის სამხრეთ–აღმოსავლეთი კუთხე დანგრეულია. მოგვიანებით იგი ამოუშენებიათ და კარი მოუწყიათ. I სართულის ჩრდილოეთით კედელში თახჩაა.

ციხისძირის (დუშეთის) ესოჯეს წმ. გიორგის ეკლესია

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
ყველა ნაგებობა ნაშებია მოზრდილი ზომის ნატეხი ქვითა და დუღაბით. წყობა ირეგულარულია, ტლანქი. ეკლესიის შიდა კედლები წვრილი ქვითაა ნაწყობი და მობათქაშებულია. ძლიერ დაზიანებულია: ეკლესიისგან, მხოლოდ კედლებია დარჩენილი. დანგრეულია კარიბჭის უმეტესი ნაწილიც; დანარჩენი ნაგებობებისა და გალავნის მცირე ნაწილიღაა შემორჩენილი.

ციხისძირის (დუშეთის) კოშკი

ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
კოშკი ცილინდრულია, ნაგებია ნატეხი ქვით. შემორჩენილია მისი ოთხი სართული(სიმ. 10მ) I სართული ყრუკედლებიანია სარდაფია. კოშკში შესასვლელი დასავლეთიდანაა, II სართულზე, მიწიდან 2,5 მ სიმაღლეზე. კარს ისრული თაღი აქვს, წირთხლებში-საურდულე ხვრელები. ამავე მხარესაა თაღოვანი სარკმელი. კედელში თახჩები და სათოფურებია. კარის პირდაპირ ბუხარია. სართული გუმბათოვანი კამარითაა გადახურული. სამხრეთით, კედლის სისქეში, მოწყობილია მე–3 სართულზე ასასვლელი კიბე. ამ სართულზე რამდენიმე თაღჩაა. ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სარკმელია. დასავლეთით ბუხრის კედელი ჩანს. III და IV სართულების გადახურვა ხის ყოფილა. IV სართულის მთელ პერიმეტრზე, სხვადასხვა დონეზე განლაგებულია ორმაგი სათოფურები.

ციხისძირის (დუშეთის) ციხე

ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
ციხისძირის ციხე შედგება მთის თხემზე მდებარე ციტადელისა და მის აღმოსავლეთ კალთაზე განფენილი ქვედა ეზოსაგან. ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. ციხის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარე დანგრეულია. შედარებით უკეთაა შემონახული ციხის დასავლეთი ნაწილი (ციტადელი, რომელსაც ეტყობა მრავალგზის გადაკეთების კვალი. ციხეში შესასვლელლი სამხრეთიდანაა. კარი სწორკუთხა ეზოს სამხრეთ კედელშია მოთავსებული. კარის წინ ბაქანია.

ციხისძირის (დუშეთის) წმ. ბარბარეს ეკლესია

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
ეკლესია დარბაზულია (49X4,2 მ, ტლანქად ნაგები სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. გარედან თაღოვანი, ხოლო შიგნით ბრტყლად გადახურული შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით, შებრტყელებული ნახევარწრის ფორმის აფსიდის ღერძზე ვიწრო სარკმელია, რომელსაც თარაზული გადახურვა და საფეხურებიანი ძირი აქვს. მსგავსი სარკმელია დასავლეთითაც. აფსიდის გვერდებში თითო პატარა სწორკუთხა ნიშია. ეკლესიის სამხრეთით და ჩრდილოეთით კედლების აღმოსავლეთ კიდეში თითო სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. ეკლესიის ცილინდრული კამარით გადახურული დარბაზი შესამჩნევად მოკლეა. მისი განივი ღერძი გრძივ ღერძს რამდენადმე სჭარბობს. ფასადები სადაა. კედლები დასრულებულია ფიქლის ორფერდა სახურავით.

ცხვარიჭამიის დიდი საყდარი

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
ცხვარიჭამიის დიდი საყდარი სამეკლესიიანი ბაზილიკაა (9,2X7,3), ნაგებია რიყის ქვით. კონსტრუქციულ ადგილებში გათლილი შირიმის ქვაა გამოყენებულია, ხოლო კედლის თაღებისათვის - აგური. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია.

ცხვარიჭამიის პატარა საყდარი

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
ცხვარიჭამიის პატარა საყდარი დარბაზულია (6,5X6,3 მ) ნაგებია რიყის ქვით. კონსტრუქციულ ნაწილებში (კონქის თაღი, შესასვლელის თაღი, აფსიდის კუთხეები) კარგად გათლილი შირიმის ქვაცაა გამოყენებული. ძლიერ დაზიანებულია: ჩანგრეულია კამარა, დანგრეულია ჩრდილოეთის კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი, მთლიანადაა დანგრეული კარიბჭე, ფასადებზე ამოცვენილია საპირე ქვები. ეკლესიას აღმოსავლეთით უსწოროდ მომრგვალებული აფსიდი აქვს. აფსიდის თაღი და კონქი დადაბლებულია. კონქის თაღის ქუსლებთან შირიმის თაროსებრი იმპოსტებია

ცხვარიჭამიის წმ. მარიამის ეკლესია

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
ცხვარიჭამიას წმ. მარიამის ეკლესია დარბაზულია (10X6 მ), ნაგებია რიყის ქვით. კუთხეებში და კარ-სარკმლების საპირეებად შირიმია გამოყენებული. ეკლესია გადაკეთებულია. სამხრეთ კედლის დასავლეთ სარკმლის ადგილას გაჭრილია შესასვლელი, ჩრდილოეთ სარკმლები ამოქოლილია, დარბაზი გადახურულია ხის ბრტყელი ჭერით. შესასვლელი დასავლეთიდ

წკერეს კვირაცხოვლის ეკლესია

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
ეკლესია დარბაზულია (4,9X4,1 მ), ჩაშენებულია გალავნის დასავლეთ კედელში ისე, რომ მისი დასავლეთ კედელი გალავნის ნაწილია. შენობა აგებულია რუხი ფერის ნატეხი ქვით. გარეთა კუთხეებში, კარ-სარკმელთა საპირეებისა და ლავგარდანისათვის მოწითალო თლილი ქვაა გამოყენებული. შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს, კარი სწორკუთხაა. სწორკუთხა საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია ეკლესიის ერთადერთი სარკმელი, მის ქვემოთ ტრაპეზის ქვა დგას. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია

წკერეს ნარაიძეების ციხე

ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
კოშკი გეგმით კვადრატულია (4,4X4,4 მ), ოთხსართულიანი. ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა, მეორე სართულის დონეზე, მიწიდან 2,6 მ სიმაღლეზე. კარი არქიტავრიანია, მასზე გარედან ხელის მტევნის სქემატური გამოსახულებაა; კარის წირთხლებში საურდულე ბუდეებია. კარის წინ მიდგმულია ქვის ბლოკებით ნაგები კიბე. პირველი სართული სამალავია, სამხრეთით ერთი სათოფური აქვს

წკერეს ყველაწმინდის ეკლესია

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
წკერეს ყველაწმინდის ეკლესია დარბაზულია (5X4 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. ჩამონგრეულია გადახურვისა და კედლების დიდი ნაწილი. სამხრეთით არქიტავრიანი სწორკუთხა კარია. ერთადერთი სწორკუთხა სარკმელი აღმოსავლეთითაა, სწორკუთხა საკურთხეველში, სარკმლის წინ, სწორკუთხა ტრაპეზის ქვა დგას. ინტერიერი შელესილია. ფასადები სადაა. აღმოსავლეთ კედელში ჩასმულია ჯვრის გამოსახულებიანი ქვა. ეკლესიას ორფერდა სახურავი აქვს.

ჭილაშვილების ციხე-დარბაზი

ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
დუშეთში დგას დღემდე შემორჩენილი ვახტანგ ბატონიშვილის მოხელის გლახა ჭილაძის (ანუ ჭილაშვილის) ციხე–დარბაზი, რომელსაც მილახვრიანთკარი ეწოდებოდა ჭილაშვილის თანამდებობის მიხედვით. სამშენებლო წარწერის მიხედვით ციხე–დარბაზი შენდებოდა 1800 წელს, ე.ი. ქართლ–კახეთის სამეფოს არსებობის ბოლო წელს: „ქ. ყოვლისა საქართველოსა მეფისა ირაკლი მეორისა ძისა ვახტანგ ალმასხანისა გულითადმან მონამან ჭილაძემან, ბაბანასშვილმან, მილახვართან, სამთა თემთა მოურავმან და რუსეთის გზის მცველმან გლახამ აღვაშენე ციხე და გალავანი ესე და მას შინა სახლი ღისა და სახლნიცა ჩემნი მოვამრგვალენ, რათა მას შინა იდიდებობეს ღთი და მის მიერ იცვებოდნენ შვილნი და სახლეულნი ჩემნი. სრულ იქნა მაისს ლ, წელსა ქესსა ჩყ.ქკსსა უპც“ (წარწერიანი ქვა ახლა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება).

ხევის სიონის ეკლესიის კომპლექსი

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი1 2 3 4 5     
სოფელი სიონი, სადაც ეს კომპლექსი მდებარეობს, ხევის უძველესი და უმნიშვნელოვანესი დასახლებაა. სტრატეგიული თვალსაზრისით, მას ადრინდელ შუა საუკუნეებში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. სწორედ ამ პერიოდში - IX-X საუკუნეებშია აშენებული ხევის სიონის ეკლესიის კომპლექსის ძირითადი ნაგებობები: ეკლესია, გალავანი და კოშკი. ეს ციხე-კოშკი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თავდაცვითი ნაგებობა იყო. იგი კეტავდა ჩრდილოეთისკენ - დარიალის ხეობისკენ მიმავალ გზას. მთიულეთისგან ადმინისტრაციულად ცალკე გამოყოფილ ხევს საკუთარი მმართველი ყავდა, რომელსაც ’’ძეგლისდების” მიხედვით, XIV საუკუნეში ”სიონის ერისთავი” ერქვა.

ჯვარიპატიოსანი

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი1 2 3 4 5     
ეკლესია წყლის ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც დუშეთის რაიონში ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობა დაიწყო. ჰესის პირველი აგრეგატი 1985 წელს ამუშავდა. სოფელი ჟინვალი მთლიანად წყალსაცავის ქვეშ მოექცა. ეკლესია უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. სახურავი ჩამონგრევაზეა, კედლები იშლება. ეკლესიას საფრთხეს გორაკზე მდგარი ხმელი ხეებიც უქმნის, რომელიც გადავარდნაზეა და შესაძლოა, ეკლესიას ზედ დაეცეს.

ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინი

ბუნების ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი1 2 3 4 5     
ტრავერტინები წარმოიქმნება მიწისქვეშა ცივი წყლების მიერ კირქვის ზედაპირზე ამოტანით. ისინი განლაგებულია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სამხედრო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე - ჯვრის უღელტეხილზე. ლავის ნაკადმა უღელტეხილის სიმაღლე მნიშვნელოვნად გაზარდა და დღესდღეობით ტრავერტინები ზღვის დონიდან 2295 მ სიმაღლეზე მდებარეობს. ამჟამად მას სახელმწიფო იცავს.

Комментариев нет:

Отправить комментарий