მორბენალი სტრიქონი

tuninika@gmail.com / Call us : +995 597 90 30 90 .

ტური სამცხე-ჯავახეთი





სამცხე -ჯავახეთი













აბულის ციხე

ციხე-კოშკი (სამცხე-ჯავახეთი - ახალქალაქის რაიონი1 2 3 4 5     
აბულის ციკლოპური ციხე — მშრალად ნაგები აბულის ციკლოპური ციხე, სოფელ აბულის სიახლოვეს მდებარეობს. მის შესასვლელში, იქ, სადაც ძველი საურმე და სამანქანო გზა ერთდება, ზედაპირზევეა ქვაყუთის ტიპის საფლავები. გრანდიოზული და რთული გეგმარებისაა აბულის ციხე, რომელიც მცირე აბულის მთის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 1670 მ–ის სიმაღლეზე. აქ მთელი ქედი მორენებითაა დაფარული.

აგარის მონასტერი

მონასტერი (სამცხე-ჯავახეთი - ახალციხის რაიონი1 2 3 4 5     
აგარის კომპლექსში მდებარეობს ერთ-ერთი უდიდესი ერთნავიანი ეკლესიათაგანი საქართველოში. მთავარი ეკლესია აგებულია X საუკუნეში ან XI საუკუნის დასაწყისში და შეკეთებულია არა უადრეს XIV საუკუნისა. აგარის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, სამცხე–ჯავახეთის მხარეში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთ–აღმოსავლეთით ურაველას ხეობაში მდებარე სოფელ ურაველას ზემოთ, მთის თხემზე, მდინარის მარჯვენა ნაპირას.

ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მუზეუმი (სამცხე-ჯავახეთი - ბორჯომის რაიონი1 2 3 4 5     
მუზეუმი განთავსებულია რუსეთის საიმპერატორო ოჯახის – რომანოვების კანცელარიის ყოფილ შენობაში. ფსევდოგოთური სტილის ნაგებობა გერმანელმა არქიტექტორმა ვ.შვეიერმა 1890 წელს ააგო. მუზეუმში თქვენ ნახავთ: ბრინჯაოს ხანის უნიკალურ  სამკაულსა და იარაღს, ნუმიზმატიკურ კოლექციას (ძვ.წ V–ახ.წ. XX სს.), რომანოვების პირად ნივთებს და სხვ. სამუშაო საათები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10:00-17:00 სთ. მისამართი: ბორჯომი, წმ. ნინოს ქ. N5.

ბორჯომის პარკი

პარკი (სამცხე-ჯავახეთი - ბორჯომის რაიონი1 2 3 4 5     
მარადმწვანე ხეობაში ჩაფლული მინერალური წყლების პარკი წელიწადის ყოველ დროს საოცრად მიმზიდველია. პარკს 30 ჰექტარზე მეტი ფართობი უკავია. აქ დამსვენებელს შეუძლია ეზიაროს ბუნების სილამაზეს, მოაწყოს ლაშქრობები, პიკნიკები, გაერთოს სხვადასხვა ატრაქციონებზე, ისიამოვნოს აუზით და გაატაროს დრო სურვილისამებრ.

ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესია (სამცხე-ჯავახეთი - ახალციხის რაიონი1 2 3 4 5     
ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია თავდაპირველად ეკლესია გუმბათიანი იყო. შემდეგ დროთა განმავლობაში, მისი გუმბათი და კამარები ჩამოიქცა, 1561–64 წლებში შენობა უგუმბათოდ აღადგინეს. ამის გამო იგი სამნავიან ბაზილიკად იქცა და ამ ძეგლს ამჟამად შეცვლილი სახე აქვს.

ვანის ქვაბები

ისტორიული ძეგლი (სამცხე-ჯავახეთი - ასპინძის რაიონი1 2 3 4 5     
გამოქვაბულების კომპლექსი, უდაბნო-მონასტერი, ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლი (VIII ს.) მდებარეობს ასპინძიდან 27 კმ-ში სოფ. თმოგვის სამხრეთ-დასავლეთით, ზღვის დონიდან 1386 მ. კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი 16 სართულს აერთიანებს.

ვარძიის კომპლექსი

ისტორიული ძეგლი (სამცხე-ჯავახეთი - ასპინძის რაიონი1 2 3 4 5     
ვარძია “... საკვირველებას წარმოადგენს. მიუვალობით ის ალექსანდრეს კედელს და ხეიბერის კოშკს ედრება…”-ასე წერდა ვარძიის შესახებ სპარსეთის სეფევიდების დინასტიის მემატიანე, XVI საუკუნის ისტორიკოსი ჰასან ბეგ რუმლუ თავისი ნაწარმოების "ახსან-ათ-თავარიხის” (“უმშვენიერესი ისტორიათაგანი”) ფურცლებზე. დადგენილია, რომ ხეობა მტკვრის ორივე მხარეს მჭიდროდ იყო დასახლებული უკვე ენეოლითის ხანაში, არქეოლოგიური სამუშაოების დროს ტერასებზე და ბორცვებზე მიკვლეულია პირველყოფილი თემური საზოგადოების ენეოლით – ბრინჯაოს და გვიან – ბრინჯაოს ეპოქათა ძეგლები, მათ შორის ყორღანული სამარხები. ამ ტიპის ძეგლების შესწავლამ გამოავლინა თრიალეთის კულტურის გავრცელების არეები. “ქართლის ცხოვრებაში” პირდაპირი ცნობებია, რომ მონასტრის შენება მეფე გიორგი III დროს დაწყებულა და შემდგომ თამარის მეფობის დროს დასრულდა.

ზარზმის მონასტერი

მონასტერი (სამცხე-ჯავახეთი - ადიგენის რაიონი1 2 3 4 5     
ზარზმის მონასტერი დაარსა, ადრინდელი ფეოდალური ხანის სასულიერო მოღვაწემ სერაპიონ ზარზმელმა, წარმოშობით კლარჯმა, რომლის ცხოვრებაც აღწერა მწერალმა და საეკლესიო მოღვაწემ ბასილ ზარზმელმა ცნობილ ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში ”ცხოვრებაჲ და მოქალაქეობაჲ ღმერთ - შემოსილისა და ნეტარისა მამისა ჩუენისაჲ სერაპიონისი”. ზარზმის მონასტერი მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი მწიგნობრები: გერმანე ზარზმელი, ბენედიქტე ზარზმელი და სხვა.

იკვის მონასტერი

მონასტერი (სამცხე-ჯავახეთი - ახალციხის რაიონი1 2 3 4 5     
XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმ. გიორგის ტაძარი მდინარე შაბწყალას (მდ. თეძამის შენაკდი) ხეობაში, კასპის მუნიციპალიტეტში. გეგმით წაგრძელებული ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ტაძარი ნაგებია სუფთად გათლილი კვადრებით. ინტერიერში შემორჩენილი მოხატულობის ფრაგმენტები XI საუკუნეს მიეკუთვნება.

კოშკი

ციხე-კოშკი (სამცხე-ჯავახეთი - ახალციხის რაიონი1 2 3 4 5     
დგას სატრაპეზოს სამხრეთ-დასავლეთით და მისგან 40-მდე მეტრითაა დაშორებული. იგი სატრაპეზოს მსგავსად ნატეხი ქვითაა ნაგები. შემორენილია სამი სართული. შესასვლელი მეორე სართულზეა. პირველ და მეორე სართულს თითო სარკმელი აქვს.

მწვანე მონასტერი

მონასტერი (სამცხე-ჯავახეთი - ბორჯომის რაიონი1 2 3 4 5     
ჩითახევის წმინდა გიორგის მამათა მონასტერი – აშენებულია IX ს. წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების, ქრისტეფორესა და თევდორეს მიერ. სამონასტრო კომპლექსში შედის ბაზილიკის ტიპის ეკლესია და მოგვიანო ორსართულიანი სამრეკლო. XVI საუკუნეში მტრის შემოსევების დროს მონასტერი დაურბევიათ, ბერები უწამებიათ და დაუხოცავთ. XX საუკუნეში რესტავრაცია ჩაუტარდა, 2002 წელს კი მამათა მონასტერი აღდგა.

რაბათის ციხე-სიმაგრე

ციხე-კოშკი (სამცხე-ჯავახეთი - ახალციხის რაიონი1 2 3 4 5     
მდებარეობს ქალაქ ახალციხეში, მდინარე ფოცხოვის მარცხენა ნაპირზე, დაარსებულია არაუგვიანეს IX ს-სა. რაბათის ციხე წარმოადგენდა სამცხის ათაბაგთა - ჯაყელების რეზიდენციას. XII – XIII საუკუნეში ციხე აღადგინეს და გააფართოვეს. სწორედ ამ დროიდან ჩნდება ტოპონიმი "ახალციხე".

რკონის სამონასტრო კომპლექსი

მონასტერი (სამცხე-ჯავახეთი - ახალციხის რაიონი1 2 3 4 5     
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაჩუბეთის მიდამოებში, ნასოფლარ რკონის ტერიტორიაზე, მდინარე თეძამის ხეობის ზედა ნაწილში. რკონის კომპლექსი საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა – VII საუკუნის II მეოთხედი; XIII-XIV ს.ს. და  XVII- XVIII ს.ს., რომლებიც სამონასტრო ცხოვრების პერიოდებს უნდა შეესაბამებოდეს. რკონის კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის ეკლესია, კარიბჭე, ეგვტერი, სამლოცველო, სატრაპეზო, კოშკი, სამრეკლო, ნათლისმცემლის ეკლესია კარიბჭით და ხიდი. ღვთისმშობლის ეკლესია დგას კომპლექსის აღმოსავლეთ მონაკვეთში. იგი სამონასტრო ცხოვრების პირველ ფენას მიეკუთვნება (VII ს). ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა.

საფარის სამონასტრო კომპლექსი

მონასტერი (სამცხე-ჯავახეთი - ახალციხის რაიონი1 2 3 4 5     
ტყეში ჩაფლული მონასტერი მშრალ ხეობას გადაჰყურებს. მისი თვალწარმტაცი ხელი სრულიად მოულოდნელად, მაშინ გადაიშლება ჩვენს თვალწინ, როცა უშუალოდ მიუახლოვდებით. ალბათ ამიტომაც უწოდეს მას საფარა. ვახუშტის ცნობით: „ახალციხის წყლისა მტკურის შესართავს ზეით... ხევზედ არს საფარის მონასტერი, შუენიერად დიდშენი, გუმბათიანი, ყოვლადწმიდისა. ესე იყო შემკული ყოვლითა საეკლესიოსა და წმიდათა ნაწილებითა, და დაეფლოდნენ ათაბაგნი“. ადრე აქ სამცხის ათაბაგთა, ჯაყელთა, ერთ-ერთი რეზიდენცია იყო, ამიტომ ამ ადგილებში ძველ ნაგებობათა მრავალფეროვნებაა. მართალია, მისი აგების შესახებ ისტორიული წყაროები თითქმის არაფერს გვაუწყებენ, მაგრამ ტაძრის კედლებსა და ფრესკებზე შემორჩენილი წარწერები მისი დათარიღებიისა და ქტიტორთა შესახებ ძალზე საინტერესო ცნობებს იძლევა

ტიმოთესუბნის მონასტერი

მონასტერი (სამცხე-ჯავახეთი - ბორჯომის რაიონი1 2 3 4 5     
ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე აგებული ტაძარი სოფელ ტიმოთესუბანში (ბორჯომის მუნიციპალიტეტი), ქართული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. აგებულ იქნა თორის ერისთავთ–ერისთავის შალვა ახალციხელის მიერ. აღსანიშნავია მონასტრის მხატვრობა, რითაც იგი თამარ მეფის ეპოქის ბრწყინვალე ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება.

ფოთოლეთის ეკლესია

ეკლესია (სამცხე-ჯავახეთი - ბორჯომის რაიონი1 2 3 4 5     
თავისი მდებარეობითა და ხუროთმოძღვრული იერით ფოთოლეთის ეკლესია მიჩნეულია გრიგოლ ხანძთელის მოწაფის _ ქრისტეფორეს მიერ IX საუკუნის 40-იან წლებში დაარსებულ კვირიკეწმიდის მონასტრად. როგორც „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან“ ვიგებთ, ქრისტეფორე გრიგოლ ხანძთელის უახლოესი მოწაფე იყო და მხარში ედგა თავის მოძღვარს მისი საქმიანობის პირველივე დღეებიდან. VIII საუკუნის მიწურულს იგი თევდორესა და საბასთან ერთად, თან ახლდა გრიგოლს კლარჯეთში მოგზაურობისას. შემდგომში ქრისტეფორე ქართლში, სამცხის მოსაზღვრე მხარეში, აარსებს კვირიკეწმიდის მონასტერს.

ყაზბეგის მწვერვალი

მყინვარწვერი (სამცხე-ჯავახეთი - სტეფანწმინდის რაიონი1 2 3 4 5     
მწვერვალი ყაზბეგი — მწვერვალი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ხოხის ქედზე. სიმაღლე 5047 მ, წარმოშობა ვულკანური, აღმართულია საქართველოს სამხედრო გზის გვერდით. მის ფერდობებზე სუბალპური მდელოებია, ზემოთ – მარადიული თოვლი. აქედან ეშვება მყინვარები: სუათისი, მნა, ორწვერი, დევდორაკი და სხვა, რომელთა საერთო ფართობია 135 კვ. კმ. ზილგახოხის მყინვარიდან სათავეს იღებს მდინარე თერგი. მთას აქვს ორმაგი კონუსის ფორმა, რომლის ძირი 1770 მ სიმაღლეზეა.

წუღრუღაშენის ტაძარი

ეკლესია (სამცხე-ჯავახეთი - ბოლნისის რაიმი1 2 3 4 5     
მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში. ტაძარი თარიღდება XIII საუკუნით. ტაძრის მაღალღეროვან გუმბათის ყელს საქართველოში მსგავსი არ მოეძებნება. გამორჩეულია ფასადების დეკორით. ძეგლი უხვადაა შემკული მდიდრული ჩუქურთმით. დღეს აქ მამათა მოქმედი მონასტერია და ბოლნისის ეპარქიას ექვემდებარება.

ჭულეს (ჭულევის) მამათა მონასტერი

მონასტერი (სამცხე-ჯავახეთი - ადიგენის რაიონი1 2 3 4 5     
სახელწოდება „ჭულევი“ მომდინარეობს სიტყვიდან „ჭური“, რომელიც ძველ ქართულში ჩავარდნილ, ჩაფარებულ ადგილს ნიშნავდა. მონასტრის ადგილმდებარეობა სავსებით შეესაბამება ამ სახელწოდებას. მისი სახელი სამი ვარიაციული ფორმით იხმარება: „ჭულე“, „ჭულევი“ და „ჭულები“.

ხერთვისის ციხე

ციხე-კოშკი (სამცხე-ჯავახეთი - ასპინძის რაიონი1 2 3 4 5     
შუა საუკუნეების ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთში, სოფელ ხერთვისში, მდ. ფარავნისა და მტკვრის შესართავთან, მაღალ კლდოვან მთაზე (ასპინძის მუნიციპალიტეტი). ხერთვისი მოქმედი სიმაგრე იყო ფეოდალური ხანის მთელ მანძილზე. 2007 წლიდან ხერთვისი ვარძიის მონასტერთან ერთად შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

ხერხემის ციხე

ციხე-კოშკი (სამცხე-ჯავახეთი - ადიგენის რაიონი1 2 3 4 5     
ხერხემის ციხის და სოფლის მფლობელი უნდა ყოფილიყო აზნაური ხერხემელი, რომლის შთამომავლობა ხერხემელისძეთა თავადურ საგვარეულოდ ჩამოყალიბდა სამცხეში. აღნიშნული საგვარეულო იხსენიება `ქართლის ცხოვრებაში~: დაახლოებით 1306 წელს თურქები ტაოს შემოესივნენ. ჟამთააღმწერლის სიტყვით, `ვაშლოვანით წარსულნი თურქნი შთავიდეს მურღულს და ნიაგალისხევს უვალთა ადგილთა, რომელნი მოისრნეს ხერხემელისძეთა აზნაურთაგან~. როგორც ჩანს, ხერხემლისძეთა მეთაურობით, ქართველებს აქ დიდი შემოსევის ერთ-ერთი ომი მოუგიათ.

ჯაყისმანის მამათა მონასტერი

მონასტერი (სამცხე-ჯავახეთი - ახალციხის რაიონი1 2 3 4 5     
საქართველო–თურქეთის ნეიტრალურ ზონაში

Комментариев нет:

Отправить комментарий