რაჭა - ლეჩხუმი
ბარაკონი
მონასტერი (რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - ამბროლაურის რაიონი)
ბარაკონი — ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ძეგლი რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ წესთან. ბარაკონი მდინარეების, ლუხუნისა და რიონის შესართავთან მდებარეობს, რის გამოც მას სვეტიცხოველს ადარებენ
მრავალძალი
მონასტერი (რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - ონის რაიონი)
მრავალძალი — XI საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი რაჭაში. წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია მდებარეობს ონის მუნიციპალიტეტის სოფელ მრავალძალის მიდამოებში. ეკლესია გამოირჩევა განუმეორებელი ბარელიეფებით. მასში რამდენიმე ისტორიული მნიშვნელობის საგანი იყო დაცული (მათ შორის ჯალალ-ედ-დინის მუზარადი და შაჰ აბას I-ის ხმალი). 1894 წელს დარბაზული ეკლესია გუმბათოვან ნაგებობად გადააკეთეს და დასავლეთის მხრიდან სამრეკლო მიუშენეს. 1991 წლის 29 აპრილს რაჭაში მომხდარმა მიწისძვრამ მნიშვნელოვნად დააზიანა, როგორც ეკლესიის ძველი, ასევე ახალი ნაწილები. 2009 წელს დასრულდა ტაძრის სარესტავრაციო სამუშაობი და ეკლესიამ თავდაპირველი სახე დაიბრუნა.
ნიკორწმინდის ტაძარი
ეკლესია (რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - ამბროლაურის რაიონი)
დასავლეთის შესასვლელის წარწერის მიხედვით, ტაძარი აშენებულია 1010 - 1014 წლებში. Mმისი მშენებლობა მეფე ბაგრატ III კურაპალატის მეფობის ხანაში დაუმთავრებიათ და წმინდა ნიკოლოზის სახელზე უკურთხებიათ. აქედან უნდა იყოს წარმოშობილი ტაძრის სახელწოდებაც. XVI საუკუნემდე ნიკორწმინდა მონასტერს წარმოადგენდა. 1534 წელს იმერეთის მეფე ბაგრატ III განაახლა ეკლესია და იქ საეპისკოპო კათედრა დაარსა, აქედან მოყოლებული ნიკორწმინდა რაჭის საეპისკოპოსო ტაძრად მოიხსენიება. XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ტაძრის ეზოში სამსართულიანი სამრეკლო აღმართეს.
ცხრაჯვარი
ეკლესია (რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - ამბროლაურის რაიონი)
არსებობს ლეგენდა რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი ოჯახიდან ომში 9 ვაჟი წავიდა. ვაჟების მამა ყოველდღიურად ლოცულობდა, რომ ვაჟები უვნებლად დაბრუნებულიყვნენ შინ. მამამ გადაწყვიტა შესაწირი გააკეთებინა და ტყიბულის მთებზე ჯვარი აღემართა. მან საკუთარი მხრებით აიტანა მთაზე 9 ჯვარი და სალოცავი გააკეთა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველა ვაჟი შინ უვნებელი დაბრუნდა. მას შემდეგ ამ სალოცავს მნახველი არ მოჰკლებია…
ხოტევის მთავარანგელოზის ეკლესია
ეკლესია (რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - ამბროლაურის რაიონი)
ხოტევის მთავარანგელოზის ეკლესია — XVII საუკუნეის ეკლესია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოტევში. ეკლესია მოქმედია და მიეკუთვნება ნიკორწმინდის ეპარქიას. ეკლესია მდებარეობს სოფლის სასაფლაოზე და პირდაპირ გაჰყურებს ხოტევის ციხეს.
ხოტევის ციხე
ციხე-კოშკი (რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - ამბროლაურის რაიონი)
ხოტევის ციხე – ციხესიმაგრე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოტევში, სავარაუდოდ აგებული უნდა იყოს XVII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში. ციხე ამჟამად ნაწილობრივ დანგრეულია. შემორჩენილ ნაწილს აქვს სათოფურები.
Комментариев нет:
Отправить комментарий