მორბენალი სტრიქონი

tuninika@gmail.com / Call us : +995 597 90 30 90 .

ტური შიდა ქართლი


შიდა ქართლი














აბანოს ციხე-კოშკი

ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - ქარელის რაიონი1 2 3 4 5     
აბანოს ციხე-კოშკი მდებარეობს საქართველოში, შიდა-ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, მისგან 27 კმ–ის დაშორებით სოფელ აბანოს ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე დასავლეთ ფრონეს მარცხენა ნაპირზე, ციხიანას განმხოლოებულ ბორცვზე.

აბანოს წმ. გიორგის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - ქარელის რაიონი1 2 3 4 5     
წმ. გიორგის ეკლესიიდან გადარჩენილია აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადების ცალკეული მონაკვეთები. ნაგებია თლილი ქვის მოზრდილი კვადრებით. აღდგენილი ნაწილები აგურისაა. ნაგებობა ფერდობზე დგას და მისი ჩრდილოეთ ფასადი თითქმის მთლიანად მიწაშია ჩაფლული; სამხრეთ - აღმოსავლეთი კუთხე დგას ამოშენებულ საყრდენზე (სიმაღლე დაახლოებით1,5 მ). ცოკოლი ერთსაფეხურიანი და კუთხოვანია.

აბანოს წმ. მარინეს ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - ქარელის რაიონი1 2 3 4 5     
აბანოს წმ. მარინეს ეკლესია დარბაზულია (10X6 მ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით, კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია აგური. გრძივი კედლები დაზიანებულია, სამხრეთის კედელს 2,5მ-ზე მიწა აქვს მიყრილი. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს, სამხრეთით (ამოქოლილია) და დასავლეთით ნახევარწრიულ აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელია. საკურთხევლის წინ იდგა მოხატული კ ა ნ კ ე ლ ი (ძალზე დაზიანებულია). თითო თაღოვანი სარკმელი გრძივ და დასავლეთ კედელშია. გრძივი კედლების შუა მონაკვეთში და დასავლეთის კედელთან თითო წყვილი პილასტრია, რომლებზეც გადაყვანილია აგურით ნაწყობი საბჯენი თაღები.

აბისის ციხე-დარბაზი

ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - ქარელის რაიონი1 2 3 4 5     
აბისის ციხე – ისტორიული ციხესიმაგრე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისის გარეუბანში, მდინარე დასავლეთის ფრონის მარჯვენა და ტკოცურასხევის მარცხენა ნაპირზე. ციხე-დარბაზი აგებულია XVIII საუკუნის 50-60-იან წლებში. აბისის ციხე-დარბაზი აგებულია XIII საუკუნის 50-60- იან წლებში ნასოფლარი გვიანდელ ფეოდალურ ხანით თარიღდება. ციხე-დარბაზის ეკლესია, მისი სამხრეთ კარის თავზე არსებული მხედრული წარწერის თანახმად, აგებულია 1754 წელს აზნაურ ზაალ მახვილაძის დაკვეთით. ზაალ მახვილაძეს განუზრახავს მოთარეშე მტრების მიერ დარბეული ამ მიდამოების აღდგენა.

აბისის წმ. მარინეს ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - ქარელის რაიონი1 2 3 4 5     
წმ. მარინეს ეკლესია დარბაზულია (3,05X5,13 მ), ნაგებია ქვიშაქვის უსწორო კვადრებით, წყობა ირეგულარულია. შესასვლელი სამხრეთით და ჩრდილოეთითაა (აფსიდის მხართან). ჩრდილოეთ შესასვლელი ამოქოლილია და გადაკეთებულია ნიშად. სამხრეთის კარი შიგნიდან თაღოვანია. გარედან ორივე შესასვლელი არქიტრავითაა გადახურული. ნახევარწრიულ აფსიდში ჩრდილოეთით სწორკუთხა ნიშია, ხოლო სამხრეთით გაჭრილია კარი, რომელიც კედლის სისქეში მოწყობილ სადიაკვნეში გადის.

ავკვეთის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ავკვეთის ეკლესია დარბაზულია (16,8 X 13,7 მ), ნაგები თლილი ქვით. საპირე ქვა ვარდისფერი და მწვანეა. ნაგებობის შიდა კედლები ამოყვანილია წვრილი ქვით. შენობა დაზიანებულია (აქ დასაზუსტებელია): შემორჩენილია მხოლოდ ეკლესიის და დასავლეთ სათავსების კედლების ქვედა ნაწილი; დანგრეულია ეკლესიაზე ბევრად დაბალი და ვიწრო ეგვტერებიც, რომელიც ეკლესიის სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ეკვრის. ჩანს მხოლოდ მათი გეგმის კონტურები.

ამილახვართა ციხე–დარბაზები

ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - კასპის რაიონი1 2 3 4 5     
ნაგებობები თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით. ამილახორთა (იგივე ამილახვართა) ციხე-დარბაზებისა და მათთან დაკავშირებულ ისტორიულ მოვლენებს არაერთხელ იხსენიებენ XVIII საუკუნის ისტორიკოსები (სეხნია ჩხეიძე, ვახუშტი ბაგრატიონი, პაპუნა ორბელიანი და სხვ.). XVIII საუკუნეში ხელისუფლების გაძლიერებისა და ტერიტორიების შემატებასთან დაკავშირებით, ქართლის მსხვილ ფეოდალთა ამილახვართა რეზიდენციამ სხვილოდან ბარში, ქვემო ჭალაში გადმოინაცვლა. ამავე საუკუნეში აქ სასახლე და ციხე-დარბაზი მდგარა

ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას სახლ–მუზეუმი

სახლმუზეუმი (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ანასტასია ერისთავ–ხოშტარიას სახლ–მუზეუმი, გორის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმის ფილიალია, ამჟამად აქ მოთავსებულია საშუალო სკოლა. სკოლის ერთი ოთახი დათმობილი აქვს მუზეუმს, სადაც გამოფენილია ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ა. ერისთავ – ხოშტარიას ( 1869-1951წწ. ) ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა.

ანტიოქია (მცხეთის წმინდა სტეფანე პირველმოწამის ეკლესია)

ეკლესია (შიდა ქართლი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
მტკვრისა და არაგვის შესართავთან, ქართველთა ნათლობის წმიდათა-წმიდა ალაგას აგებული წმიდა სტეფანე პირველმოწამის ეკლესია, ერთ-ერთი უძველესია მცხეთაში. ადგილის სახელწოდების მიხედვით, სტეფანწმინდის ტაძარი ანტიოქიის სახელითაცაა ცნობილი. როგორც „ქართლის ცხოვრება“ მოგვითხრობს, იგი IV-V სს-ში, წმიდა მირიან მეფის შვილთაშვილსა და წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის პაპას, არჩილ მეფეს აუგია სპარსელების განდევნის შემდეგ ღვთისადმი მადლიერების ნიშნად: „მაშინ არჩილ მეფემან აღაშენა ეკლესია სტეფანწმიდისა მცხეთას, კართა-ზედა არაგვსათა“.

ანტონ ფურცელაძის სახლი

სახლმუზეუმი (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ანტონ ფურცელაძის სახლი (22,6X12,2 მ) ორსართულიანია, ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით. შენობა სახეშეცვლილია: მთლიანად მონგრეულია ჩრდილოეთის აივანი, რომელიც მთელ სიგრძეზე გასდევდა სახლს. I სართულზე აივნის ნაცვლად გრძელი სათავსებია მიშენებული. სახლში შესასვლელი სამხრეთიდანაა, ცალ მხარეს გახსნილი აივნიდან. I სართულზე ჰოლი და სხვადასხვა ზომის 4 ოთახია. ერთი ოთახის კარი აივანზე გამოდის. ოთახებში ბუხრებია. ჰოლიდან ხის კიბე II სართულზე ადის, ხოლო ამ სართულის ჰოლიდან - სხვენში. II სართული I სართულის გეგმას იმეორებს. სარდაფის უმეტესი ნაწილი მარანს უჭირავს. აღმოსავლეთით კიდევ ერთი დამოუკიდებელი სათავსია. მარანში ზედა სართულის კაპიტალური კედლის საყრდენი აგურის ბურჯები და მასიური თაღებია. სვეტებსა და გარე კედელს შორის აგურის ორი საწნახელია. იატაკში ჩადგმულია სხვადასხვა ზომის 36 ქვევრი. მთავარი ფასადის მხარეს მარანში ჩასასვლელი ქვის კიბეა.

არაშენდას მთავარანგელოზის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
არაშენდას მთავარანგელოზის ეკლესია დარბაზულია (9,2X5,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. შენობის კუთხეები, პილასტრები, კარ-სარკმლის საპირეები, ლავგარდანი და თაღები თლილი ქვისაა. გარედან სწორკუთხა, შიგნიდან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიულ აფსიდში ღერძზე ვიწრო სარკმელია, მის მარცხენა მხარეს - თაღოვანი ნიშია. აფსიდის სარკმლის ქვეშ სატრაპეზო ქვა დგას, საკურთხევლის წინ - ქვის კანკელი, რომელსაც თაღოვანი შესასვლელი აქვს.

არაშენდას ფერისცვალების ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
არაშენდას ფერისცვალების ეკლესია დარბაზულია (7,1X5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. სარკმლები მთლიან თლილ ქვაშია გამოკვეთილი. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. უსწორო ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ვიწრო თაღოვანი სარკმელია, სარკმლის ორივე მხარეს - სწორკუთხოვანი ნიშები. ჩრდილოეთ ნიშის ქვემოთ ქვით ნაგები ტუმბაა. სარკმლები დასავლეთ კედლის და სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშიცაა. აგურის ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი გრძივი კედლების კრონშტეინებს ეყრდნობა. ეკლესია შიგნიდან შელესილია. აღმოსავლეთ ფასადის კეხში ჩადგმულია ქვა ჯვრის რელიეფით. ეკლესიას შემოვლებული აქვს აგურის ორი რიგისაგან შედგენილი ლავგარდანი.

არმაზის ციხე

ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
არქიტექტურული ძეგლი მცხეთაში - დგას არმაზისხევის სათავესთან, ორ ხევს შორის აღმართულ ძნელად მისადგომ მაღალ კლდოვან მთაზე. თარიღდება XIII-XV სს. ციხე შედგება გალავნისა და კოშკისაგან, ნაგებია ნატეხი ქვით, ძლიერ დაზიანებულია. ციხეს შესასვლელი სამხრეთ - აღმოსავლეთით ჰქონია (შემორჩენილია კვალი). გალავანი გეგმით ტრაპეციის მაგვარია (26X27,5 მ), კოშკი გალავნის სამხრეთ ნაწილში დგას. იგი წიბოებმომრგვალებულ სამკუთხა პრიზმას წარმოადგენს (გვერდების სიგრ. 13,5 მ).

ასურეთის ევანგელისტური ტაძარი

არაქრისტ. სალოცავი (შიდა ქართლი - თეთრი წყაროს რაიონი1 2 3 4 5     
1871 წლიდან სოფელ ასურეთს უკვე ამშვენებდა გოთური სტილით  ნაგები ეკლესია, სადაც ყოველკვირეულ წირვა ლოცვას ეკლესიის ინმდროინედლი პასტორი  შრენკი აღავლენდა. უძველესი ტაძარი სამ ნაწილად იყოფა, სადაც ევანგელისტური, ორთოდოქსული და კათოლიკური სალოცავი კუთხეებია. დღეს უმოქმედო ლუტერანულ ეკლესიაში მართლმადიდებლური ხატებია დაბრძანებული.  გერმანელების საგვრეულო სასაფლაო ობელისკი იასამნების ხეივანშია განთვსებული, რომლის განახალებაც 2001 წელს განხორციელდა.

ასურეთის ღვინის მარანი

სხვადასხვა (შიდა ქართლი - თეთრიწყაროს რაიონი1 2 3 4 5     
გერმანული  არქიტექტურის  ღვინის მარანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. ასურეთში აშენდა 1931 წელს  გერმანელი მოსახლეობის მიერ, სადაც ქართული ვაზის ღვინო შალა მხოლოდ გერმანული ტექნოლოგიებით მზადდებოდა. ასურეთული შალა ძველი ქართული ვაზის ჯიშია , რომელიც გერმანელმა გლეხმა შალმამ იპოვა ტყეში და სოფელში ჩამოიტანა. მარანი სამსართულიანია, აქედან პირველი სართული სარდაფის ტიპისაა, რომლის კედლებში ჩაშენებულია ღვინის შესანახი 27 რკინა-ბეტონის ბუტები.

ატენის სიონი

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ატენის სიონის ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხვა დროის ქართული ასომთავრული წარწერები და მინაწერები, რომლებშიც მოხსენიებული არიან ისტორიული და სხვა პირები, მოცემულია თარიღები და ცნობები. ძველი ქართული პოეზიის ნიმუშებში წარწერები საყურადღებოა ენისა და დამწერლობის თვალსაზრისითაც.

ახალდაბის ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ახალდაბის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზული ნაგებობაა (9,7 X 7,2 მ), ნაგები ნატეხი ქვით. შენობის კუთხეები ნაწყობია ტუფის ქვით, კამარა, საბჯენი თაღი და კონქი - აგურით. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი დასავლეთ კედელშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. საკურთხევლის ორივე მხარეს მდებარე მაღალი თაღოვანი შესასვლელები მას აკავშირებენ კედელში მოქცეულ მცირე ზომის სათავსებთან - სამკვეთლოსა და სადიაკვნესთან.

ახალდაბის წმ. გიორგის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - 1 2 3 4 5     
ეკლესიის ბაქანი აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის მხრიდან რელიეფის შესაბამისად საყრდენი კედლებითაა შემოსაზღვრული. აღმოსავლეთის ფასადის ფრონტონზე გამოსახულია აგურის რელიეფური ჯვარი. სარკმლის ზემოთ, ქვიშაქვის პატარა ქვაზე, შემორჩენილია ძლიერ დაზიანებული მხედრული წარწერა. დასავლეთით ეკლესიას ჰქონია კ ა რ ი ბ ჭ ე, რომლისგანაც აგურით ნაწყობი ორი სვეტიღაა შემორჩენილი.

ახალუბნის ახალი ჯვრის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ეკლესია დარბაზულია (7,15X4,75 მ) ნაგებია აგურით, გამოყენებულია აგრეთვე ნატეხი და რიყის ქვები, ფიქალი. Eეკლესია დაზიანებულია, აღმოსავლეთის ფასადზე ჩამონგრეულია საკურთხევლის ფანჯრის წიბოები, დაზიანებულია ნაგებობის კუთხეები, ზოგ ადგილას ამოცვენილია აგურები.

ახატანის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
იოანე ნათლისმცემლის ეკლესია გეგმით ოდნავ მოგრძო სწორკუთხედია და აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აფსიდითაა დასრულებული (10.7X6 მ). ნაგებია დაუმუშავებელი ქვიშაქვითა და ქართული კვადრატული აგურით. კედლები ძირითადად ქვიშაქვისაა. კონქი, კამარა, თაღები და ლავგარდანი აგურითაა ნაწყობი. შესასვლელები სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდანაა – ნავის შუაში. ორივე კარი დასრულებულია ნახევარწრიული ტიმპანით.ჩრდილოეთ შესასვლელის წინ ორფერდა სახურავიანი, შიგნიდან ნახევრადწრიული კამარით გადახურული პატარა კარიბჭეა. აღმოსავლეთ აფსიდის ღერძზე ფართო და მაღალი თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს თითო მცირე სწორკუთხოვანი ნიშია. ა

ახრისის სამების ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ეკლესია დარბაზულია (9,8X5,7 მ) ნაგებია რიყის ქვით. კუთხეები, კარისა და სარკმლის საპირეები ნაწყობია მოწითალო ქვის კვადრებით. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში, მარცხნივ, ნიშია, ცენტრში დგას 1 მ. სიმაღლის მთლიანი ქვის სატრაპეზო. აფსიდში, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო პილასტრია, რომელსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი. აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის თავზე აგურით გამოყვანილია რელიეფური ჯვარი. ეკლესიის სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით. მის აღმოსავლეთ ნაწილში აგურის ოთხსვეტიანი სამრეკლო დგას.

ბებრის ციხე

ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
ციხე აგებულია ადრინდელ ფეოდალურ ხანაში. ბებრისციხე ქართულ საისტორიო წყაროებში პირველად მოხსენიებულია ლაშა გიორგის დროინდელ მემატიანესთან: “დემეტრე მეფე ბებრის ციხეს მიიცვალა და გელათს წაიყვანეს მისგანვე კურთხეულსა ახალსა მონასტერსა”. ეს მოხდა 1156 წელს. ვახუშტი ბაგრატიონი მას ბელტის ციხედ მოიხსენიებს.

ბერბუკის კოშკი

ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ბერბუკის კოშკი დაზიანებულია: დანგრეულია პირველი სართულის სამხრეთ კედელი, მეორე სართულის კედლების ზედა და მესამე სართულის კედლების უმეტესი ნაწილი.

ბერბუკის მთავარანგელოზი

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
კლესია აგებულია 1830 წელს. Mმისი აღმშენებლები გიგაურები ყოფილან, რასაც აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის თავზე, მარმარილოს პატარა დაფაზე არსებული მხედრული, სამშენებლო წარწერა (დაზიანებულია) გვამცნობს.

ბნელეთის ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ნელეთის ღვთისმშობლის ეკლესის ნაგებობა სამეკლესიიანი ბაზილიკაა (11,5X10,2 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, პერანგი შირიმის ქვისაა. ეკლესია ახლა თითქმის მთლიანად მიწაშია ჩამჯდარი. თავდაპირველად აქ ერთი ეკლესია მდგარა. შემდეგ მისთვის ჩრდილოეთით და სამხრეთით მთელ სიგრძეზე თითო უფრო დაბალი, აფსიდიანი ეკლესია (ეგვტერი) მიუშენებიათ. შესასვლელი სამხრეთ კედელშია, აქედან შეიძლება ეკლესიის სამივე ნაწილში მოხვედრა. შუა დარბაზი მოზრდილია. აქ სარკმლები აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთითაა. გადახურვა კამაროვანია. დარბაზში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები

ბორას (ბოძის) საყდარი

ეკლესია (შიდა ქართლი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
ლეგენდის მიხედვით ეკლესის მშენებლები საჭმელ-სასმელს ღრმა ორმოში ინახავდნენ. ორმოში შხამიანი გველი ჩაცურებულა, რაც დაუნახავს ცაში მონავარდე ბორას, შურდულივით დაშვებულა, ორმოში ჩაფრენილა და იქვე მომკვდარა. მშენებლებს ეკლესიისათვის ბორას საყდარი უწოდებიათ. სპეციალური ლიტერატურაში ძეგლს ბოძის საყდრის სახელითაცაა ცნობილი.

ბრეთი

ეკლესია (შიდა ქართლი - ქარელის რაიონი1 2 3 4 5     
როგორც ცნობილია, VI საუკნის შუა წლებში საქართველოში ჩამოვიდნენ „ასურელი მამები“ – იოანე ზედაზნელი და მისი მოწაფეები. იოანემ ისინი დამოძღვრა და წარავლინა „რომელნიმე მათგანი კახეტად, და რომელნიმე კუხეთად კერძო, და რომელნიმე ზენა კერძო სოფლით და ერთი ვინმე გარეშეთად, და სხუანი გარემო ქალაქსა ამას ჩუენსა სამეუფოსა ხოლო იგინი წარვიდეს და დაემკვიდრეს რომელნიმე ჭალაკთა და რომლენიმე მთათა, ქუაბთა და ხურელთა ქვეყანისათა.“

ბულეთის სამონასტრო კომპლექსი

ისტორიული ძეგლი (შიდა ქართლი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
წმ. გიორგის სახელობის ეკლესია სპეციალურ ლიტერატურაში თარიღდება XI საუკუნით. 1977-81 წლებში ჩატარდა არქეოლოგიოური გათხრები და ბორცვის თხემზე და მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდზე აღმოჩენილ იქნა 2 სათავსი, თორმეტი ქვაყუთი და ორი ორმოსამარხი. ისინი თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის პირველი ნახევრით, ადრინდელი, განვითარებული და გვიან ფეოდალური ხანით.

გაიჩაანთუბნის წმ. გიორგის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
გაიჩაანთუბნის წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზულია (ზომები მინაშენებიანად - 21 X 15 მ), ნაგებია ქვიშაქვის კარგად გათლილი მოგრძო კვადრებით. გადმოცემით, ეკლესია აუშენებიათ ბერძენ ოსტატებს. ეკლესია დაზიანებულია: ჩანგრეულია კამარა და კონქი, მორღვეულია სამხრეთ და დასავლეთ კედლების ზემო ნაწილები, დაშლილია ხის კანკელი (ფრაგმენტები აწყვია საკურთხევლის წინ); შემორჩენილია მინაშენების ნანგრევები. ეკლესიას ოთხი შესასვლელი აქვს - სამხრეთით, დასავლეთით და ორი ჩრდილოეთ კედლის განაპირა ნაწილებში (ორივე ამოშენებულია). სამხრეთის და დასავლეთის შესასვლელები შიგნიდან თაღოვანია, გარედან სწორკუთხოვანი.

გალისხევის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
გალისხევის ეკლესია დარბაზულია (7,5X5,15 მ), ნაგებია ფიქალი ქვით. არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. დარბაზის სწორკუთხა აფსიდი კუთხეებში მომრგვალებულია. შენობას კამაროვანი გადახურვა აქვს. ეკლესიის გარშემო შემორჩენილია გალავნის ნაგებობები.

გარდატენის წმ. ნინოს ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
გარდატენის წმ. ნინოს ეკლესია თარიღდება გვიანდელ ფეოდალურ ხანით. ეკლესია დარბაზულია (7,65X5,6მ), ნაგებია ქვიშაქვის კვადრებით. ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია: ნაწილობრივ ჩანგრეულია კამარა და ქონქი, ჩამოცვენილია კედლების საპირე წყობა, ინტერიერში აქა - იქ შემორჩენილია შელესილობის ფრაგმენტები. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთის კედლის დასავლეთ ნაწილში და ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში. ორივე შესასვლელი სწორკუთხაა, გარედან გადახურულია არქიტრავით

გარდატენის მწვანე საყდარი

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
გარდატენის მწვანე საყდარი ფერიცვალების სახელობისაა. იგი დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით, მოპირკეთებულია ნატეხი მომწვანო ფერის ტუფის ქვით. შენობა ძლიერ დაზიანებულია: მთლიანად დანგრეულია გადახურვა და დასავლეთის კედელი, ნაწილობრივ სამხრეთისა. ნახევარწრიული აფსიდის ორივე მხარეს მცირე ზომის სათავსებია. დარბაზის გრძივი კედლების ორ წყვილ პილასტრაზე გადადიოდა სამ - სამი დეკორატიული თაღი.

გარდატენის ჯებირის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
გარდატენის ჯებირის ეკლესია თარიღდება გვიანდელ ფეოდალურ ხანით. ეკლესია დარბაზულია (7,5X5,6), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით. წყობა ირეგულარულია. ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია: ჩანგრეულია კამარა, ქონქი და აღმოსავლეთის კედლის დიდი ნაწილი, სანახევროდ ჩანგრეულია ჩრდილოეთის კედელიც

გიორგი სააკაძის ციხე-კოშკი

ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - კასპის რაიონი1 2 3 4 5     
გიორგი სააკაძის ნასახლარი თარიღდება XV-XVIII საუკუნეებით. ნასახლარის ტერიტორიაზე შემორჩენილია: გალავანი, კოშკი, სასახლე, საცხოვრებელი სახლი, აბანო, საჯინიბო, სამების და ღვთისმშობლის ეკლესიები. მთავარი ნაგებობაა ექვსსართულიანი კოშკი (5,5 X 5,5 მ),

გიორგი სააკაძის ძეგლი

მემორიალური ძეგლი (შიდა ქართლი - კასპის რაიონი1 2 3 4 5     
კასპში დგას გიორგი სააკაძის ძეგლი (დაიდგა 1971 წ), მოქანდაკე მ.ბერძენიშვილი, არქიტ. გ.ჯაფარიძე. გიორგი სიაუშის ძე სააკაძე, დიდი მოურავი (1580–1629)  – საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, მხედართმთავარი და სამხედრო სტრატეგი.

გომარეთის წმ. გიორგის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
გომარეთის წმ. გიორგის ეკლესიიდან შემორჩენილია სამხრეთ - აღმოსავლეთისა და ჩრდილო - დასავლეთის კუთხეები. ეკლესია დარბაზულია (10,85X5,25 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა, სარკმელი - აღმოსავლეთით, საკურთხეველში. შენობის კამაროვანი გადახურვა აგურისაა. ეკლესიის გარშემო გალავნისა და შენობების ნანგრევებია.

გორის ამილახვრების სახლი

სახლმუზეუმი (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ამილახვრების სახლი სახეშეცვლილია: აივანი შემინულია, დაქუცმაცებულია ტიხრებით; აღარ არსებობს სადარბაზოს შესასვლელზე მიდგმული ლითონის პორტიკი, აგრეთვე ფასადის მარცხენა მხარეს ადრე არსებული ფართო შეისრული თაღი, რომელშიც ლითონის ორნამენტირებული ალაყაფის კარი ეკიდა.

გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

მუზეუმი (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
დაარსდა 1935 წელს. დაცულია 48 ათასზე მეტი ექსპონანტი: მიწათმოქმედების, მესაქონლეობის, ლითონწარმოების, კედლის მხატვრობის, მცირე ფორმის ქანდაკების, ჰერალდიკისა და სახალხო ზეიმების ამსახველი მასალა, ვერცხლის კოლხური დიდრაქმა, დრაქმები, თამარისა და დავით ნარინის მონეტები, გორის განძი (XV ს),  ანტიკური ქვეყნების მონეტები, ეპიგრაფიკული ძეგლები ქართულ და არაბულ ენებზე.

გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
1920 წელს მიწისძვრამ შენობა დააზიანა. ინტერიერი მოხატეს XIX საუკუნის II ნახევარში. საბჭოთა პერიოდში ეკლესიაში მოთავსებული იყო გორის სამუსიკო სკოლა.1950 წელს ინტერიერის კედლები შეათეთრეს, რამაც დაფარა მხატვრობა. 1990-იან წლებში ნაგებობა გადაეცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. 2003 წელს, ტაძარში ჩატარდა სამუშაოები, ჩამოიფხიკა ფრესკები, მოინგრა ინტერიერის რამდენიმე დეტალი, რის შედეგადაც, განადგურდა გორის ეკლესიის ღვთისმშობლის ცნობილი კათოლიკური ფრესკაც.

გორის ციხე

ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ისტორიული ციხესიმაგრე ქართლში, ქ. გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე. ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები მოწმობს, რომ აქ ძვ. წ. I ათასწლეულის უკანასკნელ საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე, მის გარშემო კი მოსახლეობა ყოფილა. წყაროებში „გორის ციხედ“ XIII საუკუნიდან იხსენიება. გორის ციხე მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა.

გორის ციხე

ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
მე-XVII საუკუნეში როსტომ მეფემ გორში მცხოვრებ ერთ-ერთ მისიონერს ქრისტეფორე კასტელს დაახატვინა გორის ციხის ნახატი. კასტელის ნახატი პირველია ჩვენამდე მოღწეულ საქართველოს ციხეთა ამსახველ ნახატებს შორის. ამ ნახატიდან ირკვევა, რომ დღეს არსებული ციხის მეტი ნაწილი სწორედ როსტომის დროს არის აგებული. კასტელის ნახატის მიხედვით გორის ციხეზე ოთხი დროშა ფრიალებს. ციხის ფერდობზე დახატულია ბანაკი, შუბებით შეიარაღებული ცხენოსნები და სხვა. იქვე ნაჩვენებია ერთ და ორსართულიანი სახლებიც.

გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ქალაქ გორის პირისპირ, თრიალეთის მთებსა და მტკვრის სანაპიროზე, ამოზიდულია გორიჯვრის მთა, რომელზეც მდებარეობს ძველისძველი ტაძარი გორიჯვარი. IV საუკუნის დასაწყისში მთის წვერზე აღიმართა ჯვარი, მას შემდეგ იწოდება იგი გორიჯვრად. ტაძარი წმინდა გიორგის სახელს ატარებს. როგორც გასული საუკუნის ისტორიული მასალებიდან ირკვევა, გორიჯვარზე ორი ეკლესია მდგარა, რომელთაგან ერთი VIII-IX ს.-ის ნაგებობა იყო. ეს დადასტურდა 1988 წ. ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად. გორიჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე, ისტორიკოს ვახუშტის გადმოცემით, დაკრძალულია წმინდა გიორგის თავი. მეორე ეკლესია გვიანი ხანის ნაგებობას წარმოადგენდა. 1920 წლის მიწისძვრამ სულ დაანგრია გორიჯვარიც და მისი შემოგარენიც. 1978-1988 წლებში აღდგა გორიჯვრის ტაძარი. ტაძრის მოხატულობა შეასრულა მხატვარმა ნოდარ აბრამიშვილმა. ეკლესია აკურთხა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. გორიჯვრის მიდამოებში არის სამკურნალო წყალი, რომელიც ძველი დროიდან არის ცნობილი.

გუდალეთის ტაძრის კომპლექსი

ეკლესია (შიდა ქართლი - კასპის რაიონი1 2 3 4 5     
გუდალეთში ტაძრის აგების შესახებ ქართულ მატიანეებს არავითარი ცნობა არ შემოუნახავთ. მხოლოდ ორიოდ ისტორიულ დოკუმენტშია აღნიშნული, რომ XIV საუკუნეში სოფელი სვეტიცხოვლის კუთვნილება ყოფილა; XVIII საუკუნეში ეს ადგილები სახასო იყო. ცნობილია რომ გიორგი სააკაძის შთამომავალნი – თარხნიშვილები – კავთისხევის მოურავები იყვნენ და გუდალეთიც მათ საბატონოში შედიოდა.

დანახვისის წმიდა გიორგის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
დანახვისის წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. შიგნიდან თაღოვან, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. ნალისებრი აფსიდის ღერძზე შიგნიდან თაღოვანი და გარედან ოთხკუთხა სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია.ერთი ოთხკუთხა სარკმელი სამხრეთ კედლის ზედა ნაწილშიცაა. ეკლესიას სამხრეთით მთელ სიგრძეზე ეკვრის მინაშენი, რომლის დასავლეთ ნაწილში შემორჩენილია კამაროვანი გადახურვის კვალი. მინაშენის შესასვლელი (შემორჩენილია მხოლოდ ქვედა ნაწილები) სამხრეთითაა, ეკლესიის შესასვლელის პირდაპირ. ეკლესიას სამხრეთით და აღმოსავლეთით მცირე ზომის ხელოვნური ბაქანი აქვს. დასავლეთ ფასადზე, კედლის გასამაგრებლად, მიშენებულია ოვალური კონტფორსი. ამჟამად ეკლესია გადახურულია კრამიტით და მისი კედლები უხეშად შელესილია.

დედოფლის მინდორის კომპლექსი

ისტორიული ძეგლი (შიდა ქართლი - ქარელის რაიონი1 2 3 4 5     
ა) სახელოსნოები და მონა-ხელოსანთა სამოსახლო ბ) გვიანდელი ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანის ნასოფლარი და სამაროვანი გ) ყორღანული სამაროვანი.

დვანის წმ. გიორგის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - ქარელის რაიონი1 2 3 4 5     
სოფელ დვანის ტერიტორია უძველესი ხანიდან ყოფილა დასახლებული. იგი ცნობილია ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური აღმოჩენებით. ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების არქეოლოგიური მასალით (ნეკროპოლი) აქ სკვითებისა და კიმერიელთა შემოჭრის ფაქტი დასტურდება. მოსახლეობა წინათ მაღლობზე ყოფილა, მაგრამ უწყლობის გამოდმოსახლებულან დაბლობზე. ფეოდალური საქართველოს ერთიანობის ხანაში დვანი ქართლის საერისთავთერისთავოში შედიოდა, საქართველოს პოლიტიკური დაშლის შემდეგ, XVI საუკუნიდან – ქსნის საერისთავოში.

დიდი წერეთის კოშკი

ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
koSki ცილინდრულია, (შიდა დიამეტრი 3,5 მ. კედლის სისქე 1,4 მ), ზევით ოდნავ ვიწროვდება, ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია ოთხი სართული და მეხუთე სართულის (თუ ბანის) კედლების მცირე ფრაგმენტები. ჩანგრეულია სართულშუა ხის გადახურვები. შესასვლელი სამხრეთით, მეორე სართულზეა, მიწიდან ოთხიოდე მეტრზე. კარი სწორკუთხაა. ამ სართულს აქვს ერთი სარკმელი და ხის აივანი. კოშკის პირველი სართული ნანგრევებით არის სავსე. მესამე სართულზე, სამხრეთით და ჩრდილო – აღმოსავლეთით თითო პატარა სარკმელია. მეოთხე სართულს ერთმანეთისაგან თანაბრად დაშორებული ოთხი სარკმელი აქვს (ერთი სანახევროდ დანგრეულია).

დიდი წერეთის კოშკი

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
klesia დარბაზულია. (12,5X7,5 მ), გარე კედლები ნაგებია თლილი ქვით, შიგა – ნატეხი ქვით, კონსტრუქციული ნაწილები - თლილი შირიმით. ნაგებობა დაზიანებულია: ჩანგრეულია სახურავი. გარედან არქიტრავით გადახურული, შიგნიდან ტიმპანიანი შესასვლელი სამხრეთითაა. აფსიდში ერთი სარკმელია, სამხრეთის კედელში – ორი. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო პატარა ნიშია; ცენტრში დგას სწორკუთხა ვიწრო სატრაპეზო ქვა. კედლები moxatuli ყოფილა. (ჩანს საღებავის კვალი).

დიდი ატენის კვირაცხოვლის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
დიდი ატენის კვირაცხოვლის ეკლესია თარიღდება განვითარებული და გვიანდელი ფეოდალური ხანით. 1980 წელს სპეციალურმა სამეცნიერო სარესტავრაციო გაერთიანებამ (ხელმძღვანელი დ. ჭიკაიძე, გ. ჭეიშვილი) შეაკეთა შენობა.

დიდი ატენის ნათლისმცემლის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ნათლისმცემლის ეკლესია თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანის გარდამავალი პერიოდით. ეკლესია დარბაზულია (7,3X4 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია დასავლეთიდან მოგვიანებით მიშენებული მცირე სამლოცველო (შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილო და დასავლეთ კედლები) და ინტერიერში კედლის მოხატულობა. მცირე კედელიღაა გადარჩენილი ჩრდილოეთიდან მინაშენისაგან. ეკლესიის თაღოვანი შესასვლელები სამხრეთით (ნახევრად ამოქოლილია) და დასავლეთითაა. ნახევრადწრიულ აფსიდში მოგვიანებით გაჭრილი ვიწრო თაღოვანი შესასვლელი (ამოქოლილია) ეკლესიას ჩრდილოეთ მინაშენთან აკავშირებდა.

დიდი ატენის ღვთისმშობლის მცირეგუმბათოვანი ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
დიდი ატენის მცირეგუმბათოვანი ეკლესიის დასავლეთ ფასადის კარის ტიმპანზე ამოკვეთილია რელიეფური კომპოზიცია და ასომთავრული წარწერა: “ქრისტე ადიდე ორსავე ცხოვრებასა აქა ხორციელებრ და წინაშე შენსა სულიელებრ რატ ერისთავი ძე იგი ლიპარიტ ერისთავისაი რომელმან აღაშენა ესე სახლი ღმრთისაი და ბჭეი ცათაი წმიდაი ეკლესიაი, სალოცველად სულისა მათისა”. საფიქრებელია, რომ რატი ერისთავმა X საუკუნეში განაახლა “სახლი ღმრთისაი” და თავისი თავი აღმშენებლად გამოაცხადა. Aამავე საუკუნეში გუმბათის ყელი მოუპირკეთებიათ მომწვანო ტუფით და ზედ წარწერაც ამოუკვეთიათ.

დიდი გარდატენის ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
დიდი გარდატენის ღვთისმშობლის ეკლესია თარიღდება განვითარებულ ფეოდალურ ხანით. ეკლესია დარბაზულია (8,2X4,7მ) ნაგებია თლილი ქვიშაქვის კვადრებით. შემორჩენილი აქვს ქვის ფორფინების ფრაგმენტები. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. აფსიდის თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს თახჩებია, ჩრდილოეთ კედელში ერთი ფართო ოთხკუთხა ნიშია. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რასაც შეკეთების კვალი ეტყობა. საკურთხევლის წინ დგას XIX საუკუნის კანკელი, რაზეც შემორჩენილია ზეთის საღებავებით შესრულებული მოხატულობის ფრაგმენტები (წარწერებიანი).

დიდი მეჯვრისხევის კვირაცხოვლის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ეკლესია დარბაზულია (5X3,2 მ), ნაგებია რიყის ქვით, კონსტრუქციული ნაწილები შირიმისაა. ძლიერ დაზიანებულია. შესასვლელი სამხრეთის კედელშია (მისი ზედა ნაწილი ჩამონგრეულია). ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშებია. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია პილასტრებზე დაყრდნობილი სატრიუმფო თაღით. საბჯენი თაღი კრონშტეინებს ეყრდნობა. ჩრდილოეთ კედლის ცენტრში სწორკუთხა ნიშია. დასავლეთ ფასადის ფრონტონში მთლიანი შირიმის ქვისგან გამოკვეთილი ჯვარია.

დიდი მეჯვრისხევის ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
eklesia (8,2X8 მ) ჯვარ – გუმბათოვანი ნაგებობაა. ნაგებია რიყის ქვით. ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია მხოლოდ საკურთხევლის სარკმელი, ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლების აღმოსავლეთ ნაწილი, აფსიდის კონქს აკლია ზედა ნაწილი, მთლიანადაა დანგრეული ეკლესიის დასავლეთ მხარე. აღმოსავლეთ მკლავში ნახევარწრიული აფსიდია, მის წინ - მოკლე ბემა. აფსიდის კონქის ქუსლი ნაწყობია თლილი ქვის ერთი რიგით. დანარჩენი მკლავები სწორკუთხა უნდა ყოფილიყო.

დიდი მეჯვრისხევის წმ. გიორგის ნიში

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
დიდი მეჯვრისხევის წმ. გიორგის ნიში მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 20 კმ–ში, მდინარე მეჯუდას მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფელ დიდი მეჯვრისხევის სამხრეთ – აღმოსავლეთით, მთის ფერდობზე, ადგილ ლომისაში.

დრის (ჯავახაანთ) ციხე

ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - კასპის რაიონი1 2 3 4 5     
დრისის ჯავახაანთ ციხე – კომპლექსი შედგება ციხე-გალავნის, ეკლესიის, კოშკის და სასახლისაგან. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.

დრისის ჯავახაანთ ციხე (თამარის ციხე)

ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - კასპის რაიონი1 2 3 4 5     
დრისის ჯავახაანთ ციხის კომპლექსს შემოვლებული ჰქონდა რთული მოხაზულობის გალავანი. მშენებლებს კლდოვანი კონცხის ყველა ადგილი გამოუყენებიათ. გალავანი და მის ტერიტორიაზე მდგარი სხვა ნაგებობები, ეკლესიის გარდა, ნაგები იყო ქვიშაქვითა და რიყის ქვით.

ელენთის წმ. გიორგის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
სკრის ელენთის წმ. გიორგის ეკლესია დარბაზულია (6,6X5,25 მ), ნაგებია მცირე ზომის ქვებით. შენობის კამარა, კონქი და კედლების ზედა ნაწილი ჩამონგრეულია, არ არის შემორჩენილი სამხრეთ-აღმოსავლეთის კედლის კუთხე. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთით აქვს, სარკმლები - აღმოსავლეთით და დასავლეთით

ერთაწმინდას ტაძარი

ეკლესია (შიდა ქართლი - კასპის რაიონი1 2 3 4 5     
წმინდა ევსტათის  (ესტატეს) სახელობის XIII საუკუნის პირველი ნახევრის ეს ჯვარგუმბათოვანი ტაძარი დგას კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ერთაწმინდის ცენტრში. ტაძარს ოთხივე მხარეს დიდი მოჩუქურთმებული ჯვარი ამშვენებს. იგი სტილისტიკით იმეორებს XII-XIII საუკუნეების ძეგლებს იკორთას, ფიტარეთს, ბეთანიას, ქვათახევს, წუღრუღაშენს და სხვებს.

ერთაწმინდის (წმ. ესტატეს) ტაძარი

მონასტერი (შიდა ქართლი - კასპის რაიონი1 2 3 4 5     
ტაძრის სახელწოდება ’’ერთაწმინდა’’ დაკავშირებულია ქრისტიანული ეკლესიის მრავალმოწამე წმ. ესტატესთან, რომლის სახელზეცაა იგი ნაკურთხი. ’’ესტატე წმინდა’’ დროთა განმავლობაში ხალხის გამოთქმაში ქცეულა ’’ერთაწმინდად’’ და სოფელსაც, როგორც პლ. იოსელიანი ფიქრობს, იგივე სახელწოდება უძველესი დროიდანვე მიუღია. ამის დამამტკიცებელი უნდა იყოს უთუოდ აღნიშნული ძველი სახელწოდების მიახლოებული რედაქცია ’’ესტაწმინდა’’ - რომელიც გვხვდება ერთაწმინდასთან დაკავშირებულ ძველ ისტორიულ საბუთებში.

ერისთავების საცხოვრებელი სახლი

მუზეუმი (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ერისთავების საცხოვრებელი სახლი რამდენჯერმეა გადაკეთებული: სამხრეთიდან ორ სართულად მიშენებულია ოთახები და დარბაზი (სააქტო), მეორე სართულზე ოთახები გატიხრულია, რამდენიმე სარკმელი გადაკეთებულია კარად. გარედან მთავარი ფასადის მხარეს მიდგმულია ხის კიბე.

ვაყას დედაღვთისას კომპლექსი

ისტორიული ძეგლი (შიდა ქართლი - ხაშურის რაიონი1 2 3 4 5     
არსებული ისტორიული ლიტერატურა კომპლექსის ეკლესიებს მიაკუთვნებს XVI-XVII საუკუნეებს, ხოლო სხვა ნეგებობებს - უფრო გვიანდელ პერიოდს. სოფელი ვაყა XVIII საუკუნეში ბეგთარბეგოვების მფლობელობაში გადავიდა და დედაღვთისას ეკლესია სომხურად გადაკეთდა.

ვედრების ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - ქარელის რაიონი1 2 3 4 5     
ვედრების ღვთისმშობლის ეკლესია. ეკლესიაზე გაირჩევა ორი სამშენებლო ფენა. თავდაპირველი ნაგებობა სტილისტური ნიშნებით თარიღდება IX-X საუკუნეებით.

ვერეს ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ვერეს ღვთისმშობლის ეკლესია თარიღდება VI საუკუნით, გადაკეთებულია XI საუკუნეში. შენობა სამნავიანი ბაზილიკაა (10,7 X 7,5მ) შიგნიდან და გარედან მოპირკეთებულია წითელი და რუხი ფერის ქვით, გამოყენებულია შირიმის ქვაც. ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამაროვანი გადახურვა და კედლების ზედა ნაწილები. მთლიანად მიწაშია ჩაფლული სამხრეთის ეგვტერი და დასავლეთის კარიბჭე. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს - ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით. აფსიდში და დასვლეთ კედელში თითო სარკმელია, გრძივ კედლებში - ორ-ორი.

ვერეს ციხე

ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ერეს ციხე თარიღდება IX-X საუკუნით. ციხე და მისი შემოგარენი თბილისის საამიროში შედიოდა. იგი, ატენის ციხესთან ერთად, მონაწილეობდა ქართლის შემოერთებისათვის წარმოებულ ბრძოლაში. X საუკუნის მიწურულიდან ციხე კლდეკარის ერისთავთ–ერისთავების - ბაღვაშთა გამგებლობაში გადავიდა. XI საუკუნიდან XVI საუკუნის შუახანებამდე ვერეს ციხის მიდამოები საქართველოს სამეფო სახლის განკარგულებაში იყო. 1554 წელს ზაფხულში შაჰ თამაზმა აიღო ვერეს ციხე და გზა გაიხსნა ატენის ციხისკენ, სადაც ქართლის მეფის ლუარსაბ I-ის დედა და ქართლის თავადაზნაურთა ოჯახები იდგნენ.

ზედაზნის კომპლექსი

ისტორიული ძეგლი (შიდა ქართლი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
ზედაზენი უწყლო ადგილი იყო. ილია დიაკონი, ყოველდღე შორიდან ეზიდებოდა წყალს. ამის შემხვედვარე წმინდა იოანემ (ერთ-ერთი ასურელ მამათაგანი) უფალს წყაროს აღმოცენება სთხოვა და მართლაც, ისმინა უფალმა მისი ვედრება და მთის მწვერვალზე მკურნალი წყარო აღმოცენდა. ამ წყაროს დათვი შეეჩვია. წმინდა იოანეს ლოცვით მხეცი მოთვინიერდა და ამის შემდეგ, ზედაზნის ტყის ბინადარი მტაცებლები ადამიანებს არაფერს არ უშავებდნენ.

თამარის ხიდი რკონში

ხიდი (შიდა ქართლი - კასპის რაიონი1 2 3 4 5     
ხიდი სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდ. თეძამზეა გადებული. ხიდის სიგრძე 12.5 მ, სიგანე 2.2 მ.

თომა ციციშვილის სასახლე

სახლმუზეუმი (შიდა ქართლი - ხაშურის რაიონი1 2 3 4 5     
არსებული ინფორმაციის თანახმად, XIX საუკუნეში ციციშვილებს - ქართლის მებატონეებს შექმნილი ჰქონიათ საერთო კომიტეტი, სადაც მთელი მათი ქონება შედიოდა. უცნობი მიზეზით ამ კომიტეტს გამოჰყოფია თომა ციციშვილი, 1874 წელს დიდებული სასახლე აუშენებია სოფლის შუაგულში, რომელიც საოცარი ოსტატობით ყოფილა მოხატული. ციციშვილების სოფლიდან წასვლის შემდეგ, 1920 წლიდან მოყოლებული მათი საბატონო სახლი, რომელიც ორივე სართულზე ოც ოთახს ითვლიდა, გადავიდა სასოფლო საბჭოს განკარგულებაში. იქ დიდხანს მოთავსებული იყო სასოფლო საბჭო, კოლმეურნეობის კანტორა, ამბულატორია, ბაგა-ბაღი, ბიბლიოთეკა თუ სასოფლო კლუბი. 1930 წელს შენობის ნაწილი დაიწვა. აღდგენის შემდეგ 1974 წლამდე შენობაში სკოლა იყო.

ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი

სახლმუზეუმი (შიდა ქართლი - კასპის რაიონი1 2 3 4 5     
ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილმა (1896-1940 წ.წ) აქ გაატარა თავისი ბავშვობა. ყრმა ივანე ხშირად ჩადიოდა სოფელში ზაფხულობით. პირველი სამეცნიერო-კვლევის სამუშაოებიც აქ დაიწყო. შემდეგშიც უკვე ცნობილი მეცნიერი, ხოვლეს ხშირი სტუმარი იყო. აქ ეწეოდა მეცნიერულ მუშაობას. სოფელში მასთან ხშირად ჩადიოდნენ სტუმრად გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები. მუზეუმი არსებობს წლიდან, მაგრამ ოფიციალურად გაიხსნა 1976 წელს მეცნიერის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში. მუზეუმში დაცულია ივანე ჯავახიშვილის მემორიალური ნივთები, მდიდარი საბიბლიოთეკო ფონდი, ხოვლე-გორას არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ფოტო და დოკუმენტური მასალები. ექსპონატების რაოდენობა არის 485.

იკვის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - კასპის რაიონი1 2 3 4 5     
თვით სოფელი იკვი აღარ არსებობს, მოსახლეობა გადასახლდა სამგორში. სამხრეთ-დასავლეთის თაღის ქვეშ, ნიშის მარცხნივ ფილაზე აყვავებული ჯვრის რელიეფური გამოსახულება და ასომთავრული წარწერაა, რომელშიც ნახსენებია ქტიტორი მამამთავარი არსენი. წარწერის პალეოგრაფიული და ნაგებობის სტილისტური ანალიზით ეკლესია თარიღდება XI საუკუნის I ნახევრით. 1939-1940 წლებში ეკლესიაზე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა საქართველოს სსრ სახკომსაბჭოსტან არსებულმა ხელოვნების საქმეთა სამმართველომ (რესტავრაციის ავტორები: ნ. ჩუბინაშვილი, ვ. წილოსანი). აღადგინეს ფასადები და გუმბათის ყელი, ნაგებობას სამხრეთით შეუქმნეს სუბსტრუქცია, ჩრდილოეთით მთის ფერდობი კედლით გაამაგრეს.

იკორთას ტაძარი

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ვახუშტი ბაგრატიონის თქმით: `ორბოძლის მთის სარკმლით არს, მთის კალთასა შინა, იკორთას, მონასტერი დიდი, გუმბათიანი, კეთილად ნაშენი, კარგს ადგილს; ზის არქიმანდრიტი~. XIX საუკუნის დასაწყისში, რუსეთთან შეერთების შემდეგ, ბევრი მონასტერი გაუქმდა. 1811 წელს იკორთის სამონასტროც სოფლის რიგით ეკლესიად იქცა. XII საუკუნეში ნაგები მონასტრებისთვის განკუთვნილი ეკლესიის ირგვლივ აუცილებლად უნდა ყოფილიყო სატრაპეზო, წინამძღვრის საცხოვრებელი, ბერების სენაკები, დამხმარე შენობები, გალავანი და მრავალი სხვა, სამწუხაროდ ამ ნაგებობების კვალიც კი არსად ჩანს.

იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმი

მუზეუმი (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
საბჭოთა ლიდერის, იოსებ სტალინის სახელობის მუზეუმი გორში დაარსდა 1937 წელს. ინახება 60000-მდე ექსპონატი. მუზეუმის კომპლექსში შედის მემორიალური სახლი, სადაც სტალინი დაიბადა, საექსპოზიციო შენობა და სტალინის პირადი დაჯავშნილი ვაგონი, რომლითაც მან იმგზავრა ისტორიულ კონფერენციებზე თეირანში, იალტასა და პოტსდამში. მუზეუმში ასევე დაცულია სტალინის პირადი ნივთები.

იტრიის კოშკი

ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - ხაშურის რაიონი1 2 3 4 5     
საჯვარე კოშკი ოთხკუთხაა (4,45X4,3 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. კუთხეების წყობაში გამოყენებულია თლილი ქვიშაქვა. დაზიანებულია: ჩამონგრეულია სახურავი, სართულებს შორის გადახურვა, კედლები, შემორჩენილია ოთხი სართული.კარი ჰქონდა აღმოსავლეთით, მეორე სართულზე. სართულებს შორის ძელური გადახურვა იყო(შემოცენილია საძელე ბუდეები). პირველი სართულის ჩრდილო კედელში მოზრდილი ბუხარია, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში თახჩები. მეორე სართულის ბუხარი პირველი სართულის ბუხრის ღერძზეა. კედლებში ორ-ორი სათოფურია. სათოფურები მესამე სართულის კედლებშიცაა. სამხრეთ კედელზე მიშენებულია მესამე სართულზე ასასვლელი ქვის კიბე..

იტრიის სამონასტრო კომპლექსი

მონასტერი (შიდა ქართლი - ხაშურის რაიონი1 2 3 4 5     
იტრიის სამონასტრო კომპლექსის შესახებ გეოგრაფი და ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი წერს: „სურამს ზეით, სამხრიდან მოერთვის ამ წყალს ურთხვის ხევი მას ზეით არის ისტორიული მონასტერი ყოვლადწმინდისა, უგუმბათო, დიდშენი, აწ ხუცის ამარად“. იტრიის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი აგებულია XVI საუკუნის ბოლოს კათალიკოზ დოროთეოზის დაკვეთით. შენებლობის პროცესში "ურუმთ დაუწვავთ", მაგრამ კათალიკოს მონასტრის მშენებლობა მაინც დაუმთავრებია და მრავალი საეკლესიო ნივთიც შეუწირავს

კაბენის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - 1 2 3 4 5     
კაბენის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სამონასტრო კომპლექსში. სოფ. კიკეთის მახლობლად, მდინარე ასურეთისწყლის ხეობაში (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი). კომპლექსში შედიოდა: ღვთისმშობლის მიძინების დიდი გუმბათიანი ტაძარი, სვიმონ მესვეტისა და მიქელ მთავარანგელოზის მცირე დარბაზული ეკლესიები. შემორჩენილი ნახატებისა და ფოტოსურათების მიხედვით კაბენის ტაძარი XIII საუკუნის I ნახევრის ქართულ ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლი ყოფილა. იგი მცირე ცვლილებებით იმეორებდა ბეთანიის გუმბათოვანი ტაძრის გეგმას (შიგა სივრცის საკითხიც იმგვარად იყო გადაწყვეტილი), მაგრამ, იმავე დროს, არსებითად განსხვავდებოდა მისგან ფასადების მორთულობის სისტემით, რომელიც სამთავის-იკორთის ტაძართა დეკორატიულ სისტემას იმეორებდა.

კაბერის წმინდა გიორგი

ეკლესია (შიდა ქართლი - კასპის რაიონი1 2 3 4 5     
გოსტიბეს კაბერის წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზულია (12,7X 11,9 მ), ნაგებია არათანაბარი ზომის უხეში რუხი ფერის ქვით; ინტერიერის კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია კარგად დამუშავებული კვადრები, ხოლო კედლები ამოყვანილია წვრილი ქვით და შელესილია. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ოდნავ შემაღლებული ნალისებრი აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, გვერდებზე - სწორკუთხა ნიშები. კამარა ეყრდნობოდა ქვემოთკენ მომრგვალებულ კონსოლებზე შეკიდულ საბჯენ თაღებს. სატრიუმფო და დასავლეთ კედლის თაღები ოდნავ შეისრული ფორმისაა. სამხრეთ კედელში გაჭრილია ორი სარკმელი. დარბაზის ჩრდილოეთ კედლის ნაწილში სარკოფაგია. ეკლესიის კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები.

კარბის წმ. სამების ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
კარბსა და მის შემოგარენში შემორჩენილი არქიტექტურული ძეგლები ძირითადად XVI-XVIII საუკუნეებს განეკუთვნება, მათ შორის არის წმინდა სამების ეკლესიაც. სამწუხაროდ ამ ძეგლებზე მწირი ინფორმაცია არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ თავად კარბი წერილობით წყაროებში XI საუკუნიდან ჩანს. კარბის წმ. სამების ეკლესიის აგების სავარაუდო პერიოდად გვიანი შუა საუკუნები, კერძოდ კი, XVI-XVII საუკუნეები სახელდება, თუმცა შემდგომმა კვლევამ აჩვენა, რომ კარბის ეკლესია უფრო ადრეულ საუკუნეებს განეკუთვნება.

კატაულას წმ. გიორგის ტაძარი

ეკლესია (შიდა ქართლი - კასპის რაიონი1 2 3 4 5     
საქართველოს საპატრიარქოს თანხმობითა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ნებართვით ძეგლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები აწარმოა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგის ინსტიტუტის კლასიკური და შუასაუკუნეების სექტორის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა რეზო ხვისტანმა. გათხრებმა გამოავლინა სამშენებლო (ბრტყელი, გვერდებაკეცილი, წითლად მოხატული და მოუხატავი კრამიტი) და სამზარეულო (მოუჭიქავი და მოჭიქული ჭურჭელი) კერამიკის, აგრეთვე მინის ჭურჭლის მრავალრიცხოვანი ფრაგმენტები, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ ეკლესია აშენების დროიდან უწყვეტად ფუნქციონირებდა გვიან შუასაუკუნეებამდე (XVII-XVIII სს.).

კიკილაანთ ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
კიკილაანთ ეკლესია დარბაზულია (6,5 X 4,2 მ), ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ, ოდნავ ნალისებრ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი მცირე ნიშია. ერთი სარკმელი დასავლეთ კედელშია. გადახურვა არ არის შემორჩენილი.

კლიკის ჯვრის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
კლიკის ჯვრის ეკლესია არის სამეკლესიიანი ბაზილიკა (10,5X10 მ), ნაგები ნატეხი ქვით, კონსტრუქციის ნაწილები (ტრომპები, პილასტრები, კონქი, თაღები, კარისა და სარკმლის წირთხლები და შუა ეკლესიის გარე კუთხეები) - შირიმის ქვის კარგად დამუშავებული კვადრებით. ნაგებობა დაზიანებულია: არ არის შემორჩენილი შუა ეკლესიის გადახურვა და კედლების ზედა ნაწილი, საბჯენი თაღები, ჩრდილოეთისა და სამხრეთ ეკლესიის კედლები შემორჩენილია 1-2 მეტრის სიმაღლეზე. ნაგებობა შედგება შუა ეკლესიისა და მის სამხრეთით და ჩრდილოეთით, მთელ სიგრძეზე მოგვიანებით მიშენებული ორი უფრო დაბალი ეკლესიისაგან.

კულბითის ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ეკლესიას არა აქვს დამათარიღებელი წარწერა. მის იატაკში ორი საფლავია- ლუარსაბ და დიმიტრი ჩერქეზიშვილებისა. ისინი, როგორც ეტყობა ძმები იყვნენ ორივე იორამის ძედ მოიხსენიება, მათი დედა კი ამილარბარ-სახლთუხუცესის ასულად. თოთხმეტი წლის ლუარსაბის საფლავის ქორონიკონი (უპბ) 1794 წელს იძლევა, დიმიტრისა - 1818 წელს. ამ ცნობების მიხედვით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ეკლესია აშენდა 1794 წლამდე. სხვა წერილობითი მასალა არ მოგვეპოვება.

ლავრისხევის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - კასპის რაიონი1 2 3 4 5     
ლავრისხევის ეკლესია თარიღდება X საუკუნის პირველი ნახევრით. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი თავისუფალი ჯვრის ტიპის ნაგებობაა (9,5X9 მ). ნაგებია საშუალო ზომის მოყავისფრო-მოყვითალო ნატეხი ქვიშაქვით. გამოყენებულია ბაზალტი და ტუფიც. XIX საუკუნეში ეკლესია შიგნიდან და გარედან შელესეს და მოხატეს, დააგეს ხის იატაკი, დადგეს კანკელი და გადახურეს თუნუქით. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს – ჩრდილოეთი მკლავის ჩრდილოეთ კედელში და დასავლეთ მკლავის სამხრეთ კედელში (XIX საუკუნეშია გაჭრილი).

ლარგვისის კომპლექსი

მონასტერი (შიდა ქართლი - ახალგორის რაიონი1 2 3 4 5     
ლარგვისის მონასტერი XIV-XV საუკუნეებში მნიშვნელოვან კულტურულ და საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. ლარგვისის მონასტერში ხდებოდა ხელნაწერების გადაწერა, თარგმნა, წიგნების მოხატვა. მონასტერში არსებობდა მდიდარი ბიბლიოთეკა, აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი კალიგრაფები და გადამწერები, მამაშვილი ავგაროზ და გრიგოლ ბანადაისძეები. XV საუკუნის დასაწყისში გრიგოლ ბანდაისძემ დაწერა ,,ძეგლი ერისთვთა”- ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანე. ლარგვისის მონასტერი იყო ერთგვარი სახიზარიც, მატიანე გვატყობინებს, რომ 1723 წელს სვეტიცხოვლის სამკაული ლარგვის იყო გახიზნული.

მამკოდის კომპლექსი

მონასტერი (შიდა ქართლი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
ეკლესიები აგებულია IX საუკუნეში. მონასტრის წინამძღვრის, მამა გრიგოლის ცნობით, 1924 წელს ღვთისმშობლის ტაძარი კომუნისტებს აუფეთქებიათ და მას შეუწყვეტია ფუნქციონირება. დედაღვთისას ეკლესიის რესტავრაცია დასრულდა 2006 წელს და მას შემდეგ აღსდგა მსახურება. უნდა აღინიშნოს, რომ წმ. გიორგის ეკლესიის რესტავრაცია ამჟამადაც მიმდინარეობს. თავიდან აქ მამათა მონასტერი მოქმედებდა, ხოლო შემდგომ დედათა მონასტერი.

მაღალაანთ ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - კასპის რაიონი1 2 3 4 5     
კომპლექსის სახელწოდება დაკავშირებულია XV-ს დაწინაურებული ფეოდალების მაღალაძეების (მაღალაშვილების) გვართან. ამ გვარს თავის დროზე ბევრი თვალსაჩინო წარმომადგენელი ჰყავდა. ისინი დაახლოებული იყვნენ სამეფო კართან და სამღვდელო წინამძღვრებთან, აქტიურად მონაწილეობდნენ ქართლის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. განსაკუთრებულ სიძლიერეს მაღალაძეებმა XVII საუკუნის II ნახევარში მიაღწიეს.

მეტეხის ტაძარი

ეკლესია (შიდა ქართლი - კასპის რაიონი1 2 3 4 5     
მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი თარიღდება XIII საუკუნით. ნაგებობები რამდენჯერმეა შეკეთებული. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში აღდგენილია მეტეხის ტაძრის გუმბათი, კამარები, კედლების ზედა მონაკვეთები, ორნამენტიანი სამკაულები. უკანასკნელად სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა სპეც. სამეცნიერო-სარესტავრაციო საწ. სახელოსნომ 1968 წელს. ტაძარი გადახურეს კრამიტით, გაწმინდეს და კეთილმოაწყვეს ტერიტორია.

მირმანოზ ერისთავის ციხე–სასახლე

ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
მირმანოზ ერისთავის ციხე–სასახლე

მუხრანის კომპლექსი

ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
მდინარე ქსნის მარცხენა მხარეს, ვაკეზე დგას ციხე-გალავნის ნანგრევები. აქ იყო მუხრანბატონთა უკანასკნელი პერიოდის რეზიდენცია. ციხეს ორი წარწერა აქვს. ციტადელის ჭიშკრის თავზე არსებული წარწერის თანახმად, ციხე-გალავანი XVIII საუკუნის 30-იან წლებში აუგია მამუკა მუხრანბატონს ლევან მუხრანბატონის დახმარებით. 1756 წელს ძლიერ დაზიანებული ციხე განუახლებია მეფის სახლთუხუცესს – კონსტანტინე მუხრანბატონს. წარწერის მიხედვით კონსტანტინე მუხრანბატონი გვატყობინებს, რომ ეს ადგილი აოხრებული ყოფილა მტრებისაგან, ხოლო მცხოვრებნი - `მიმოდაბნეულნი~. მან აქ `მოზღუდა~ გალავანი, ხალხი შეკრიბა და დაამკვიდრა. მტრის სემოსევის შემთხვევაში არა მარტო სოფელი მუხრანი, არამედ ახლომახლო სოფლებიც თავიანთი მოძრავი ქონებით, გალავანს აფარებდა თავს.

მცხეთის ჯვრის ტაძარი

ეკლესია (შიდა ქართლი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. ქრისტიანობის მიღების პირველი წლებიდანვე, ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის მაღალი ჯვარი აღმართა, რომელსაც გარდა ქართველებისა, თაყვანს სცემდნენ კავკასიის სხვა ქრიატიანი ერებიც. VI საუკუნის II ნახევარში ამ ჯვრის არსებობას ადასტურებს "ევსტათი მცხეთელის ცხოვრებას". VII საუკუნის II ნახევარში (545-სა და 586 შორის) ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის გვერდით პატარა ეკლესია ააშენა (დგას საგანგებო სუბსტრუქციაზე, რომელშიც სამარხია)

მძოვრეთის ციხე

ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - ქარელის რაიონი1 2 3 4 5     
ძამის ციხე, ორთუბნის ციხე, შუა საუკუნეების ციხესიმაგრე. ამ ადგილას მდებარეობდა ისტორიული ქალაქი მძოვრეთი. ძამის ციხე ძამისხევის ადმინისტრაციული და პოლიტიკური ცენტრი იყო. კონტროლს უწევდა თრიალეთ-ზემო ქართლის ერთ-ერთ ძირითად გზას

ნადარბაზევის წმ. გიორგის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
წმ. გიორგის ეკლესია თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (11,75X6 მ) ნაგებია ძირითადად მოყვითალო ქვიშაქვის სხვადასხვა ზომის მოზრდილი პირმოსწორებული ქვებით. ნაგებობის სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში სწორკუთხა შესასვლელია. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ შვერილ აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელი (ამოქოლილია) და ერთი სწორკუთხა ნიშია. სარკმლის ქვეშ სატრაპეზო ქვა დგას, საკურთხევლის წინ - ხის კანკელი. თითო სწორკუთხა სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშიცაა.

ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმი

სახლმუზეუმი (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმი ერთსართულიანია, ოროთახიანი. ერთ ოთახში გამოფენილია მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა, მემორიალური ნივთები, მეორეში სოფლის ბიბლიოთეკაა.

ნიქოზის ღვთაების ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ნიქოზი დაარსა ვახტანგ გორგასალმა (V საუკუნე) წარმართული სალოცავის ადგილზე, სადაც დაკრძალული იყო სპარსელებისაგან წამებული რაჟდენი. აქვე, მემატიანე ჯუანშერის ცნობით, მანვე ააგო ეკლესია, რომელიც დღემდე არ შემონახულა. ეკლესია რამდენჯერმე ისეა გადაკეთებული, რომ სამშენებლო ფენების დადგენა გაძნელებულია. ეკლესიაზე სარემონტო სამუშაო 1888-1896 წლებშიც ჩატარდა. ეს საქმე სხვებთან ერთად გიორგი საძაგლიშვილმა (მომავალში კათალიკოს-პატრიარქი კირიონი) ითავა. ამ დროს დაუშლიათ ეკლესიის დასავლეთ კარის წინ არსებული პორტიკი და განუახლებიათ ეკლესიის სარკმელთა საპირეები. პირველი ნიქოზელი ეპისკოპოსი ზაქარია უნდა ყოფილიყო, რომლის მოსახსენებელი ასომთავრული წარწერა ეკლესიის აღმოსავლეთ კედელში, სარკმლის თავზეა მოთავსებული.

ნიჩბისის ციხე-დარბაზი

ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
1615 წელს, მეფე ლუარსაბმა სოფელი ნიჩბისი ქაიხოსრო და მერაბ ციციშვილებს უბოძა, რის შემდეგაც მათ ააგეს აქ ციხე-დარბაზი.

ოთარშენის ამილახვრიანთ კოშკი

ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ოთარშენის ამილახვრიანთ კოშკი ცილინდრულია (დიამ. 10,5 მ), ნაგებია რიყის ქვით. კედლების შიდა პირზე ზოგან გამოყენებულია აგურიც. აგური გასდევს ზოლებად ფასადებსაც. კოშკს შესასვლელი მეორე სართულზე აქვს. პირველი სართული დამხმარე სათავსია. აქ ერთი სარკმელია. მეორე სართულის ფრაგმენტებში, კარის გარდა, ერთი სარკმელი და რამდენიმე სათოფური ჩანს. მესამე სართულის შემორჩენილ ნაწილში მხოლოდ ორი სათოფურია. კოშკის სართულშუა გადახურვა ჩანგრეულია.

ოთარშენის წმ. გიორგის ნიში

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ოთარშენის წმ. გიორგის ნიში (თარიღი დაუდგენელია) დარბაზულია (3,8X3,2 მ), ნაგებია რიყის ქვით. შენობა დანგრეულია, კედლები შემორჩენილია 0,7 მ სიმაღლეზე, გადარჩენილია მხოლოდ შესასვლელის სამხრეთი წირთხლის ორი ღვინისფერი შირიმის ქვა. შესასვლელი დასავლეთითაა. საკურთხეველი სწორკუთხაა.

ოლოზის ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ოლოზის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (6,9X10,8 მ). ნაგებია შირიმის ქვის თლილი კვადრებით. დაზიანებულია: ჩანგრეულია საბჯენი თაღები, კამარა, აფსიდის კონქი, დანგრეულია კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს - სამხრეთ (ნაშთი შემორჩენილია კედლის დასავლეთ ნაწილში) და დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში (შედარებით მცირე ზომისაა, შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავიანი). ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია

ოლოზის წმ. გიორგის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ოლოზის წმ. გიორგის ეკლესია (დაუთარიღებელია) დარბაზულია (6,2X4,2), ნაგებია ქვიშაქვით, გამოყენებულია შირიმისა და მოზრდილი ქვებიც. ძლირე დაზიანებულია. ჩანგრეულია კამარა, კონქი და კედლების ზედა ნაწილები. შიგნიდან არქიტრავიანი, გარედან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მცირე მხრებით. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს ღრმა, თაღოვანი ნიშებია. დარბაზის გრძივ კედლებზე წყვილი ერთსაფეხურიანი პილასტრია. სახურავი კრამიტისა იყო.

ორთუბნის დედათა მონასტერი

მონასტერი (შიდა ქართლი - ქარელის რაიონი1 2 3 4 5     
ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტერი ქარელის რაიონის სოფელ ორთუბანში, მძოვრეთის ციხე-დარბაზში მდებარეობს, მისი აგება უშუალოდ უკავშირდება ციციშვილთა საფეოდალო ცენტრის გადმოტანას სამწევრისიდან. კომპლექსი XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება, მის შემადგენლობაში შედის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია და შვიდსართულიანი სამრეკლო კოშკი.

ორმოცის ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ორმოცის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (9X 5,5 მ), ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვით. გამოყენებულია აგურიც. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ეკლესიის უსწორო ნახევარწრიული აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია ვიწრო მხრებით. აფსიდის ღერძზე ერთი განიერი თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს მცირე ზომის თაღოვანი ნიშებია. აფსიდის იატაკი ეკლესიის ხის იატაკიდან ერთი საფეხურითაა ამაღლებული. დარბაზის დასავლეთ კედელში ერთი სარკმელია. კამარა სატრიუმფო და გრძივი კედლების კრონშტეინებზე დაფუძნებულ საბჯენ თაღებს და დასავლეთ კედელს ეყრდნობა. დარბაზი შელესილია. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადების სარკმლების თავზე აგურის წყობით გამოყვანილია საფეხურიან კვარცხლბეკზე დაყრდნობილი ჯვრები. ლავგარდანი აგურის ორი რიგისაგან შედგება. სახურავი თუნუქისაა.

ორსაყდრის ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
სოფელ გარდატენიდან აღმოსავლეთით 2 კილომეტრზე, მდინარე ვერეს მარჯვენა ნაპირზე

პატარა გარეჯვრის წმ. გიორგის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
პატარა გარეჯვრის წმ. გიორგის ეკლესია დარბაზულია (8,3X4 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. სამხრეთ კედელში არქიტრავით გადახურული კარია. ნახევარწრიული აფსიდის თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. თითო თაღოვანი სარკმელი დასავლეთის და სამხრეთის კედლებშიცაა. დარბაზის კამაროვანი გადახურვა ემყარება დასავლეთ კედლის პილასტრებზე დადგმულ თაღს და აფსიდის მარტივპროფილიანი იმპოსტებზე დაყრდნობილ სატრიუმფო თაღს. ეკლესიას აგურის თაროსებრი ლავგარდანი აქვს. ორფერდა სახურავი კვადრატული აგურისაა.

პატარა მეჯვრისხევის ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
პატარა მეჯვრისხევის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (8,8X5,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთით აქვს. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი მოზრდილი ნიშია. აფსიდზე მიშენებულია აგურის სატრაპეზო. თითო სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია. დარბაზი გადახურულია აგურის ცილინდრული კამარით. დასავლეთ ფასადზე აგურის წყობით გამოყვანილია შეღრმავებული ჯვარი. კარის მარცხნივ, ზევით ჩასმულია ქვის ფილა მხედრული სამშენებლო წარწერით. კრამიტის ორფერდა სახურავი დაზიანებულია

პატარა მეჯვრისხევის წმ. გიორგის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
პატარა მეჯვრისხევის წმ. გიორგის ეკლესია დარბაზულია (7X4,7 მ), ნაგებია რიყის ქვით და აგურით თაღოვანი შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი ღრმა ნიშია. სარკმლის ქვემოთ ოთხკუთხა სატრაპეზო ქვა დგას. დასავლეთ და სამხრეთ კედელში თითო სარკმელია. სამხრეთ კედლის სარკმელი ამოშენებულია. დარბაზის გრძივ კედლებზე პილასტრებია, რომლებსაც ეყრდნობოდა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი. სამხრეთ ფასადზე, კარის ორივე მხარეს, აგურით გამოყვანილია დეკორატიული რომბები. დასავლეთ ფასადზე შემორჩენილია შირიმის ლავგარდნის ფრაგმენტები. სახურავი ორფერდაა, კრამიტის. ეკლესიის სახურავზე, დასავლეთით, ადგას აგურის სამრეკლო.

რკონის კომპლექსი

ეკლესია (შიდა ქართლი - კასპის რაიონი1 2 3 4 5     
XII-XIII საუკუნეებში რკონზე გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამხედრო-სტრატეგიული გზა, რომელიც აკავშირებდა შიდა ქართლს ჯავახეთთან, თრიალეთთან და შემდეგ, სომხეთის გავლით, ახლო აღმოსავლეთთან. ამან ხელი შეუწყო, რკონში და მის მიდამოებში დიდ სამონასტრო მშენებლობას. XIII საუკუნის მეორე ნახევარში მსხვილმა ფეოდალმა და სახელმწიფო მოღვაწემ კახა თორელმა შეისყიდა სოფელი ხოვლე და შესწირა რკონის მონასტერს

რუისის ფერისცვალების ტაძარი

ეკლესია (შიდა ქართლი - ქარელის რაიონი1 2 3 4 5     
რუისთან დაკავშირებულია ფეოდალური ხანის საქართველოს არა ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა. რუისის ღვთისმშობლის ეკლესიაში ქართლის მეფედ აკურთხეს გიორგი II (1072-1083 წწ.). ამ დროს რუისი ქართლის დედაქალაქის როლს ასრულებდა. 1104 წელს მეფე დავით IV აღმაშენებლის (1089-1125 წწ.) თაოსნობით მოწვეულ იქნა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება – “სანახებდა ქართლისათა მახლობლათ ორთა საეპისკოპოთა რუისისათა და ურბნისისათა”.

სააკაძეების კომპლექსი

ისტორიული ძეგლი (შიდა ქართლი - კასპის რაიონი1 2 3 4 5     
XVI-XVII საუკუნეებში სოფელი ნოსტე სააკაძეთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. სააკაძეების გვარის ძირითადი შტო (სამეფო აზნაურები) ატენის ხეობის ზემო ნაწილში ტანასწყლის ხეობასა და რაზმითის მიდამოებში სახლობდა. აქ იყო მათი ძველი სამემკვიდრო სოფლები ფელი და კიკანათბერი. XV საუკუნიდან სააკაძეეებმა დაიწყეს თავისი მამულების გაფართოება თეძმის ხეობაში, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა გიორგის მამამ სიაუშმა და ბიძებმა.

საგურამოს ქასურის წმ. გიორგის სამეკლესიანი ბაზილიკა

ეკლესია (შიდა ქართლი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
ასურელი მამის, იოანე ზედაზნელის ცხოვრების მიხედვით, საგურამოს ქასური წმ. გიორგის სამონასტრო ეკლესია დაარსებულია VI საუკუნეში მოღვაწე ასურელი მამის იოანე ზედაზნელის მოწაფის, თათა სტეფანწმინდელის მიერ, იოანე ზედაზნელის სიცოცხლის პერიოდშივე. ასურელ მამათა ცხოვრების წიგნები ქართული ლიტერატურის იმ ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა მნიშვნელობაც მარტო მხატვრული ღირებულებებით არ შემოიფარგლება. ეს შესანიშნავი ნაწარმოებები უზარმაზარ ინფორმაციას შეიცავენ VI საუკუნის საქართველოს ცხოვრების შესახებ.

სამთავისი - (ისიდორე სამთავნელი)

მონასტერი (შიდა ქართლი - კასპის რაიონი1 2 3 4 5     
ამთავისი — ქართული მართლმადიდებლური ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, დგას კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში, მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე. გადმოცემის მიხედვით, სამთავისის ტაძარი თბილისის სიონის, წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ტაძრებთან ერთად აუგია ვახტანგ გორგასალს.

სამთავროს ტაძარი

ეკლესია (შიდა ქართლი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
მთავარი ტაძრის აგების ისტორია არ არის ცნობილი. ისტორიული წყაროების მიხედვით მცხეთის ჩრდილოეთ განაპირა ნაწილში ყოფილა ქართლის ერისმთავრის სამყოფელი და სასახლის ბაღი, საიდანაც წარმომდგარა სახელი – სამთავრო. აქ უცხოვრია საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად ჩამოსულ წმინდა ნინოს. აქვეა დასაფლავებული ერთ-ერთი ასურელ მამათთაგანი აბიბოს ნეკრესელი. ოქტომბრის რევოლუციამდე აქ დიდი დედათა მონასტერი იყო.

სამწევრისის წმინდა გიორგის ტაძარი

ეკლესია (შიდა ქართლი - ქარელის რაიონი1 2 3 4 5     
სამწევრისის წმინდა გიორგის ტაძარი, სტილისტური ნიშნებით თარიღდება VII საუკუნის I მესამედით. წარმოადგენს "თავისუფალი ჯვრის" ტიპის შენობათა რიგს,

სამწერისის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - ქარელის რაიონი1 2 3 4 5     
სტილისტური ნიშნებით თარიღდება VII საუკუნის I მესამედით. ძეგლზე შემორჩენილია ორი წარწერა: პირველი (აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის სათაურის ქვემოთ) თარიღდება X საუკუნით და სოფელ სამწერისში არხის გაყვანას გვაუწყებს; მეორე (სამხრეთ ფასადის ზემო მონაკვეთში) უშუალოდ ტაძარს ეხება: `მეორედ მაშენებელსა ფანასკერთელს მერაბს შეუნდვნეს ღმერთმან.~ XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ამ ადგილის მფლობელებს (კერძოდ მერაბ ციციშვილს) ეკლესია შეუკეთებიათ და უკურთხებიათ წმინდა გიორგის სახელობაზე (თავდაპირველად წმინდა ჯვარი ეწოდებოდა). წარწერაში მოხსენიებული ზედამდეგი საბა ეკლესიის განახლებას ხელმძღვანელობდა.

საორბისის წმ. გიორგის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
საორბისის წმ. გიორგის ეკლესია ლიტერატურაში დათარიღებულია 1152 წლით. 1962 წელს სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნომ ნაგებობა ნაწილობრივ აღადგინა, გადახურა და შეაკეთა ფასადები.

სარკინეთის შიო მღვიმელის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - ქარელის რაიონი1 2 3 4 5     
სარკინეთის მსგავსი მტკიცე ქანებში გამოკვეთილი, გამოქვაბულში არსებული ტაძარი საქართველოში არ გვხვდება.

სარკის წმ. გიორგის მონასტერი

ეკლესია (შიდა ქართლი - ქარელის რაიონი1 2 3 4 5     
სარკის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის აგებულია XVII საუკუნეში. ეკლესია არა ერთხელ გაუძარცვავთ თავის დროზე, ბოლოს 2009 წელს გაძარცვეს. 1997 წელს, მონასტერი აღადგინეს. ამჟამად ფუნქციონირებს მამათა მონასტერი.

საქაშეთის კოშკი

ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
კოშკის თავზე, მარმარილოს ფილაზე ამოკვეთილი მხედრული წარწერის თანახმად, კოშკი 1792 წ. აუგია გორის ციხის გარნიზონის უფროსს (მინბაშს) დიმიტრი დიასამიძეს.

საქაშეთის ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
საქაშეთის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (12,6X8,3), ნაგებია რიყის ქვისა და აგურის რიგების მონაცვლეობით. კუთხეებში გამოყენებულია მოწითალო ქვის კვადრები. ქვით არის ამოყვანილი თაღოვანი კარის საპირეებიც. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი მოზრდილი ნიშია. ორ-ორი მოზრდილი სარკმელი სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებშია. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. ეკლესიას ლურჯი ღარიანი კრამიტის ორფერდა სახურავი აქვს. დასავლეთ კედელზე მიშენებულია აგურის სამრეკლო

საქაშეთის წმ. გიორგის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
საქაშეთის წმ. გიორგის ეკლესია დარბაზულია (6,9X5,1 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. კარი სამხრეთით აქვს. აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. სახურავი ორფერდაა.

საყავრეს ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
საყავრეს ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (9,4X7,9 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. აფსიდში ერთი სარკმელია, რომლის გვერდებზე თითო სამკუთხა ნიშია. სამხრეთის და დასავლეთის კედლებშიც თითო სარკმელია. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. აღმოსავლეთ ფასადზე, საკურთხევლის სარკმლის ზემოთ, ჩასმულია ყვითელი ქვიშაქვა, რომელზეც ამოკვეთილია სამშენებლო წარწერა

საყავრეს წმ. გიორგის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
საყავრეს წმ. გიორგის ეკლესია დარბაზულია (9,7X5,6 მ), ნაგებია ქვიშაქვის მოზრდილი ქვებით. არქიტრავიანი შესასვლელი სამხრეთითაა. აფსიდში სარკმლის მარცხნივ, სამკვეთლოსთან დამაკავშირებელი შესასვლელია, მარჯვნივ - მცირე ზომის სწორკუთხა ნიში. აფსიდს გასდევს დაბალი საფეხური. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილი იყო კანკელით (შემორჩენილია ორნამენტირებული ქვები). ეკლესიის დასავლეთისა და სამხრეთის კედლებში თითო სარკმელია, დარბაზის გრძივ კედლებზე - თითო პილასტრი.

სვენეთის ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
სვენეთის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (7,5X5 მ), ნაგებია რიყის ქვით. შენობა ძლიერ დაზიანებულია: მთლიანად დანგრეულია დასავლეთ ნაწილი, ჩანგრეულია გადახურვა. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში სარკმელია. თითო სარკმელი დასავლეთით და სამხრეთითაა. ეკლესია შიგნიდან შელესილი ყოფილა.

სვენეთის ღვთისმშობლის ეკლესია 2

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
სვენეთის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (9,6X5,8 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. შენობის კუთხეები, კარისა და სარკმლის გარეთა პირებში ნაწყობია ნატეხი ქვითა და კვადრატული აგურით. ეკლესია დაზიანებულია: სახურავი ჩანგრეულია, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებზე შემორჩენილია ნახევარწრიული კამარის ნაწილი, დასავლეთის კედლის ორივე კუთხეში - პილასტრებია. ინტერიერში ჩამოცვენილია შელესილობა. ეკლესიას სამხრეთით არქიტრავით გადახურული კარი და თაღოვანი სარკმელი აქვს. თითო ასეთივე სარკმელია აღმოსავლეთით (აფსიდში) და დასავლეთით. ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. ჩრდილოეთისა და სამხრეთის ფასადებზე შემორჩენილია კვადრატული აგურით ნაწყობი თაროსებრი ლავგარდანი.

სვენეთის ღვთისმშობლის ეკლესია 3

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
სვენეთის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (5,4X3 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, ზოგან გამოყენებულია აგურიც. შენობა ძლიერ დაზიანებულია. აღმოსავლეთ კედელში შეიმჩნევა ნახევარწრიული აფსიდისა და სარკმლის კვალი.

სვეტის ეკლესია

მონასტერი (შიდა ქართლი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
1970-1971 წლებში სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარების დროს, (ხელმძღვანელი არქიტექტორი ვ. ცინცაძე) მიკვლეულ იქნა სვეტიცხოვლის საძირკვლის კვალი. ასევე მთლიანად შემოიხაზა იმ ბაზილიკის გეგმა, რომელიც აქვე ააშენა, წმ. ნინოს ეკლესიის დანგრევის შემდეგ, ვახტანგ გორგასალმა V საუკუნის II ნახევარში. ტაძარში გათხრები ჩატარდა ასევე 2006 წელს (ხელმძღვანელი ხელოვნებათმცოდნე ქეთი აბაშიძე).

სვეტიცხოველი

მონასტერი (შიდა ქართლი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, აგებულია 1010-1029 წლებში ხუროთმოძღვარ არსუკისძის მიერ მცხეთის შუაგულში, იქ სადაც არაგვი ერთვის მტკვარს. აქ IV საუკუნის პირველ ნახევარში აშენდა უძველესი ქართული ეკლესია. V საუკუნის მეორე ნახევარში ვახტანგ გორგასლის დროს, პირვანდელი ხის შენობის ნაცვლად აგებულ იქნა დიდი ზომის ბაზილიკა, რომლის ცალკეული ნაწილები და ბურჯები ჩართული იყო დღეს არსებულ ტაძარში. ბაზილიკამ იარსება XI საუკუნემდე, როდესაც გიორგი I–ის მეფობის დროს ქვეყნის საერთო აღმავლობამ საშუალება მისცა მელქისედეკ კათალიკოსს აეშენებინა მის ნაცვლად დიდებული საკრებულო ტაძარი.

სვიმონ მესვეტის სავანე

ეკლესია (შიდა ქართლი - კასპის რაიონი1 2 3 4 5     
ამ სავანეში დიდი კაბადოკიელი წმინდანი - სვიმონ მესვეტე 80 წლის მანძილზე ურთულეს ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა სვეტზე და აქვე ლოცვაში აღესრულა

სკრის კოშკი

ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
სკრის კოშკი ცილინდრულია (დიამ.10,6 მ, სიმ.8,2 მ, კედლის სისქე 2,4 მ), ორსართულიანი, ნაგებია რიყის ქვით. კარსა და სარკმლებზე გამოყენებულია თლილი ქვაც. ნაგებობას აკლია მხოლოდ ბანის კედლების ზედა ნაწილები. კოშკის შესასვლელი ჩრდილოეთით, მეორე სართულზე აქვს. პირველი სართული დამხმარე სათავსია. ამ სართულზე კედლებში დატანებულია სამეურნეო დანიშნულების ოთხი ღრმა ნიში და ორი მცირე, კვეთით მაღლა მიმართული სარკმელი.

სუმბიანის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
სუმბიანის ეკლესია ნაგებია აგურით; აქა-იქ რიყის ქვაც არის გამოყენებული. ეკლესია გუმბათოვანი ნაგებობაა (7,5 X 5,53 მ). აქვს ორი შემოსასვლელი; ერთი დასავლეთის კედლის შუა ნაწილშია, მეორე ჩრდილოეთ კედლის დასასავლეთ ნაწილში. დარბაზი გეგმით წარმოადგენს მოკლემკლავებიან სწორკუთხა ჯვარს, რომელიც აღმოსავლეთით დაგრძელებულია ბემათი და აფსიდით. აფსიდის სარკმელის ორივე მხარეს თითო პატარა ნიშია. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრიულ ყელზე გადასვლა აფრების საშუალებით ხდება. გარედან რვაწახნაგა გუმბათის ყელის ყოველ წახნაგში მაღალი სარკმელია გაჭრილი. ყელის ქვედა ნაწილი ყრუა, ზედა ნაწილში წიბოებს აგურის ლილეი აქვს შემოვლებული. გუმბათის ყელი დასრულებულია წრეთარგიანი ლავგარდნით.

სურამის ციხე

ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - ხაშურის რაიონი1 2 3 4 5     
ციხე აგებულია XII-XIII საუკუნეებში, სურამელთა საერისთავოს დაფუძნებასთან დაკავშირებით. კაპიტალურად შეკეთდა XVI საუკუნის II ნახევარში. ამ პერიოდის კედლის ნაშთები შემორჩენილია გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში. დანარჩენი ნაწილები აღდგენილია XVII და XVIII საუკუნეებში.

სხალტბის კვირაცხოვლის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
როგორც გაირკვა, ამ ადგილას აღმოჩნდა ორი ძირითადი ფენა – XII–ის ბოლოს აგებული ეკლესიისა (სიმაღლის არე ნახევრამდე) და შემდეგ XVII-–ში მოხდა ორი აღდგენა და ერთ–ერთი კარიბჭის აშენებას თანხვდა. სხალტბის კვირაცხოვლის ეკლესია ივანე ზედგენიძის სახლთუხუცეს შიოშისა და მისი თანამეცხედრის თამარის ბრძანებით, 1669 წელს ააგეს. კარიბჭის ერთ–ერთ სვეტზე ამოკვეთილი წარწერის თანახმად, ეკლესია ოსტატ მელქან ფურცხვანიძის მიერ არის აგებული. 2007 წელს ძეგლს ჩაუტარდა რესტავრაცია.

სხვილოს ციხე–დარბაზის კომპლექსი

ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - კასპის რაიონი1 2 3 4 5     
სხვილოს ციხე-დარბაზის კომპლექსი პირველად მატიანეში X საუკუნეშია მოხსენიებული. კახთა ერისთავს კვირიკეს ერთგულებად სხვებთან ერთად დასახელებული ჰყავს დაჩი და ივანე სხვილოსელნი. XIV საუკუნიდან ციხის ისტორია ზევდგინიძე-ამილახვართა გვარის აღზევებას უკავშირდება. XVII საუკუნეში აქ მათი რეზიდენციაა. XVII საუკუნიდან კი სხვილოს ციხე ისტორიულ წყაროებში ხშირად გვხვდება. 1629 წელს, შაჰ აბასის გარდაცვალების შემდეგ, თეიმურაზ I-მა სცადა სპარსეთის ბატონობისაგან თავის დაღწევა. საჭირო გახდა სხვილოს ციხეში გამაგრებული მეფე სიმონ II-ის თავიდან მოცილება

ტირძნისის დედაღვთის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ტირძნისის დედაღვთის ეკლესია დარბაზულია (9,3X5,9 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით, კუთხეები, სარკმლის საპირეები და სამსაფეხურიანი ლავგარდანი აგურისაა. დაზიანებულია ლავგარდანი და სახურავი. შესასვლელი დასავლეთ კედლის ცენტრშია. ნახევარწრიულ აფსიდის ღერძზე განიერი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თაღოვანი ნიშებია. ორ-ორი სარკმელი ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებშია. სარკმლები შიგნიდან თაღოვანია, გარედან შეისრულთაღოვანი და ტიმპანიანი. დარბაზის გრძივ კედლებზე ორი წყვილი პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღები. დასავლეთ ფასადის ქვეშ ჩაღრმავებული ჯვარია, რომლის ქვემოთ ოთხკუთხა ნიშია. ასეთივე სამი ჯვარი სიმეტრიულად განლაგებულია სამხრეთ ფასადზეც. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით.

ტირძნისის კვირაცხოვლის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ტირძნისის კვირაცხოვლის ეკლესია დარბაზულია (7,3X5,3 მ), ნაგებია რიყის ქვით, კუთხეები, სარკმლის საპირეები და ლავგარდანი აგურისაა. ეკლესიის კედლები შიგნიდან და გარედან შელესილია. შენობას დაზიანებული აქვს ორსაფეხურიანი ლავგარდანი და სახურავი. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კუთხეშია. მის თავზე ოთხკუთხა სარკმელია. თითო სარკმელია არაღრმა რკალური აფსიდის ღერძზე, დასავლეთის და სამხრეთის კედლებში. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თაღოვანი ნიშებია. დარბაზის ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი გრძივი კედლების კრონშტეინებს ეყრდნობა. შენობის იატაკი მიწის ზედაპირზე დაბალია. სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით.

ტირძნისის სამების ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
2010 წლის 22 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა გორის რაიონის სოფელ არბოს წმ. გიორგისა და ტირძნისის სამების ეკლესიები მოინახულა. ტაძრების რესტავრაცია აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის გრანტით განხორციელდა. 49 400 დოლარის ოდენობის გრანტი 2009 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა.

ტირძნისის ციხე-გალავანი

ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ციხე-გალავანი გეგმით კვადრატულია (30X30 მ), ნაგებია რიყის ქვით. გალავნის კუთხეებში რამდენიმე ცილინდრული კოშკი მდგარა. ორი მათგანი ადრეა დანგრეული, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდგარი XX-ის 40-იან წლებში დაინგრა. შედარებით უკეთ არის შემონახული ჩრდილო-დასავლეთის კოშკი. იგი ორსართულიანია, საბრძოლობანიანი. ორივე სართულს ცალკე შესასვლელი აქვს ეზოდან. პირველი სართულის კედლებში რამდენიმე, კვეთით ზევით მიმართული სარკმელია. მეორე სართულის კედლებში, სარკმლების გარდა, ცალმაგი და ორმაგი სათოფურებიცაა. სართულები გადახურულია გუმბათოვანი კამარით.

ტყვიავის ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ტყვიავის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (10,3X6,5 მ), ნაგებია რიყის ქვით (წყობა ირეგულარულია), გამოყენებულია ღვინისფერი თლილი კვადრებიც. შენობა დაზიანებულია: ჩამონგრეულია ჩრდილოეთ კედლის დეკორატიული თაღი და ლავგარდანი, ჩამოცვენილია შიდა შელესილობა; აღმოსავლეთ კედლის ზოგიერთ ნაწილში ჩანს აგურის გვიანდელი ჩანაერთები. ეკლესიას ორი თაღოვანი შესასვლელი აქვს: ერთი დასავლეთით (ამჟამად გაუქმებულია), მეორე - სამხრეთის კედლის დასავლეთ ნაწილში. ამ შესასვლელის თაღში ჩადგმულია ტიმპანის მთლიანი ქვა. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომელიც შიგნიდან გარეთ მკვეთრად ვიწროვდება (აფსიდის სხვა კომპონენტების ჩაშენების გამო არ გაირჩევა).

ტყვიავის ციხე-დარბაზი

ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
კომპლექსი შეიქმნა ლეკების შემოსევების დროს. იგი ყოფილა თამაზ ქარელის ოჯახის თავდასაცავი და ამავე დროს საცხოვრებელი ნაგებობაც. ციხე-დარბაზის კედლებზე შემორჩენილი მხედრული წარწერების თანახმად, ციხის მეპარტრონეს 1754 წელს რვაგვერდა კოშკისათვის დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან მიუშენებია თითო წაკვეთილი ელიფსური კოშკები, 1758 წელს კი - აღმოსავლეთით დაუმატებია მეოთხე კოშკიც.

ტყვიავის წმ. გიორგის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ტყვიავის წმ. გიორგის ეკლესია დარბაზულია (5,83X4,2 მ), ნაგებია რიყის ქვით, კუთხეები სარკმლის საპირეები და ორსაფეხურიანი ლავგარდანი აგურისაა. ლავგარდანი და სახურავი ძლიერაა დაზიანებული. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კუთხეშია. მცირე სიღრმის რკალური აფსიდის ღერძზე ვიწრო სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თაღოვანი ნიშებია. ასეთივე სარკმელია დასავლეთ კედელშიც. ცილინდრული კამარა გრძივ კედლებს ეყრდნობა.

ულუმბოს მონასტერი

მონასტერი (შიდა ქართლი - ხაშურის რაიონი1 2 3 4 5     
ულუმბოს მონასტრის დაარსებას მიაწერენ ერთ-ერთ ცამეტ ასურელ მამათაგანს, მიქაელ ულუმბოელს. ულუმბოს მონასტერი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, ხაშურის რაიონში, ხაშურის ჩრდილოეთით 13 კმ-ში, მდინარე ჭირათხეულას ერთ-ერთ მარჯვენა შენაკადის ხეობაში.

ურბნისის ნაქალაქარი

ნასოფლარი (შიდა ქართლი - ქარელის რაიონი1 2 3 4 5     
რბნისის ცენტრალური და აღმოსავლეთ ნაწილი ახლანდელ სოფელ ურბნისს უჭირავს; დასავლეთით მდებარე ტერიტორია ხელშეუხებელი იყო და ამიტომ გადარჩა. ურბნისი ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება ელინისტურ ხანაში. არქეოლოგიურმა კვლევამ ახლანდელ ურბნისის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში გამოავლინა ადამიანის მოღვაწეობის კვალი ძვ. წ. III ათასწლეულიდან. საკმაოფ ძლიერი, დიდი დასახლების კვალი შეიმჩნევა ძვ. წ. II და I ათასწლეულების მიჯნაზე. სავარაუდოა, ძვ. წ. ათასწლეულის შუა ხანიდან აქ სამოსახლოთა გაერთიანების შედეგად წარმოიშვა მჭიდრო დასახლება, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს ქალაქის პირველ სახედ. ძვ. წ. IV საუკუნისათვის ურბნისი ქალაქად მოიხსენიება

უფლისციხე

მონასტერი (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
უფლისციხე — კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას. წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება (ნამოსახლარები ლაშეთხევში, გუდაბერტყაზე, გორთან). შუა ბრინჯაოს ხანის მიწურულისაა ყათლანიხევის გორასამოსახლოს ქვედა ფენა.

უფლისციხის ნაქალაქარი

ნასოფლარი (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
უფლისციხის შესახებ ცნობები წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნიდან გვხვდება. საყურადღებოა ვახუშტი ბაგრატიონის ცნობა: ~აშურიანს ზეით არს უფლისციხე, კვერნაკის გამოკიდებულის კლდის გორასა ზედა, მტკურის კიდესა, რომელიც აღაშენა პირველად უფლოს, ძემან ქართლოსისამან და იყო ქალაქი ჩინგისამდე, აწ არს შემუსვრილი. არამედ შენობა უცხო კლდისგან გამოკვეთილი; პალატნი დიდ-დიდნი, ქანდაკებულნი კლდისგანვე; გვირაბი ჩახვრეტილ-ჩაკაფული მტკურამდე, დიდი. დასავლით აქუს ქარაფი მაღალი, დამ ას შინა კუეთილნი ქუაბნი მრავალ-დიდნი, არამედ აწ შეუალ არს. აქა… გამოსული იხილვების სპა-ლაშქარნი შუბოსან-მშვილდოსანნი, ცხენოსანნი, გალაშქრებულნი, ნიშვნენ მისნობად და უწოდებენ უფლისციხეს.~

უფლისციხის ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ღვთისმშობლის ეკლესია (3,5X2,9 მ) გამოკვეთილია კლდეში, მასთან მისასვლელი საფეხურებიც კლდეშია ამოჭრილი. შესასვლელი დასავლეთით აქვს. შესასვლელის თავზე პატარა სარკმელია. აღმოსავლეთით ღრმა ნალისებრი აფსიდია, რომლის ღერძზე ამოკვეთილია ოდნავ ჩაღრმავებული თაღოვანი ნიში; ქვემოთ დგას კლდეშივე გამოკვეთილი სწორკუთხა სატრაპეზო ქვა. ჩრდილოეთ კედელში განიერი თაღოვანი ნიშია. აფსიდს გასდევს მაღალი ბაქანი შუაში ორსაფეხურიანი კიბით. აფსიდის ბრტყელი კონქი კუთხეებში ეყრდნობა პილასტრებს, რომლებსაც თაროსებრი კაპიტელი და ასეთივე ბაზისი აქვს. ეკლესიის ჭერი ბრტყელია და გრძივ კედლებზე წრეთარგის ფორმით გადადის.

უფლისციხის ყვავის საყდარი

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ყვავის საყდარი (ეკლესია) არის დარბაზული (10,6 X5,7 მ). ნაგებია მწვანე და მოყვითალო დიდი თლილი ქვებით. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 1,5-4 მეტრს არ აღემატება. საყდრის ირგვლივ მიწით დაფარული კედლების ნანგრევებიცაა. საყდარს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ნახევარწრიულ აფსიდში ორი სარკმელია. გრძივი კედლები დანაწევრებულია წყვილი პილასტრით. ეკლესიის ნაგებობის მახლობლას მისივე სახელწოდების ძველი ნამოსახლარია.

ფავნისის წმ. გიორგის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - კასპის რაიონი1 2 3 4 5     
ფავნისის წმ. გიორგის ეკლესია დარბაზულია (12.4X10.8 მ), ნაგებია ქვიშაქვითა და ნატეხი ქვით, გამოყენებულია ტუფიც. შესასვლელი სამხრეთ კედელშია. აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია, გვერდებზე ორი სწორკუთხა ნიში. საკურთხეველში შემორჩენილია კანკელის ფრაგმენტი. სამხრეთ კედელში ორი სარკმელია. დარბაზის გრძივი კედლები დანაწევრებულია პილასტრებით, რომლებზეც ეყრდნობა საბჯენი თაღები. პილასტრებს მარტივი პროფილის თაროსებრი კაპიტელები აქვთ. ეკლესიის კედლები შელესილია, გაირჩევა მოხატულობის ორი ფენა. ქვედა ფენა ეკლესიის თანადროულია

ფეტვისხევის მარიამწმინდის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ფეტვისხევის მარიამწმინდის ეკლესია თარიღდება IX-X საუკუნეებით. ზოგიერთი დეტალი კი უფრო გვიანდელი პერიოდისაა: მოხატულობა-XII-XIII საუკუნეების; კანკელი- XV-XVI საუკუნეებისა. ეკლესიის კანკელის არქიტრავის ასომთავრულ წარწერაში მოხსენიებულია ზაქარია ფანასკერტელი, რაც მოწმობს, რომ გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ეკლესია და მისი მიდამოები ამ გვარის ფეოდალთა საუფლო იყო.

ფლავის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ფლავის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია დარბაზულია (11X6,5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით, კუთხეები ამოყვანილია მოწითალო ფერის ნატეხი ქვის კვადრებით. შენობის ნახევარწრიულ აფსიდში სარკმელია, მის ორივე მხარეს - თითო ღრმა ნიში. თითო სარკმელი სამხრეთისა და დასავლეთის კედლებშია. გრძივი კედლების თითო პილასტრზე გადადის საბჯენი თაღი, რომელსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარა. კედლებზე დეკორად თაღებია. აღმოსავლეთ. ფასადზე, სახურავის ქვევით, კედელში ჩასმულ მოწითალო კლდის ქვაზე გამოსახულია რელიეფური ჯვარი.

ფხვენისის ამილახვრის ციხე-კოშკი

ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ფხვენისის ამილახვრის ციხე-კოშკი ცილინდრულია (დიამ. 10 მ, კედლის სისქე 2 მ), ძირითადად ნაგებია რიყის ქვით, პირველი სართულის გუმბათოვანი კამარა, ნიშების წირთხლები და თაღოვანი გადახურვები აგურისაა. შენობა დაზიანებულია - თითქმის მთლიანად დანგრეულია მეორე სართულის კედლები. კოშკის პირველი სართული წრიულია, გადახურულია გუმბათოვანი კამარით. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთიდან აქვს. სართული ნათდება ორი ვიწრო, მაღალი, სწორკუთხა სარკმლით

ფხვენისის კოშკი

ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
კოშკი ცილინდრულია (დიამ. 6,8 მ) ორსართულიანი, ნაგებია რიყისა და კვადრატული აგურით. შიგნიდან შელესილია. შენობა დაზიანებულია: ჩამონგრეულია კედლების ზედა ნაწილი. შენობას შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთით, პირველ სართულზე აქვს. კარის ორივე მხარეს თითო ორმაგი სათოფურია. ჩრდილოეთის კედელში ჩაშენებულია ოთხკუთხა ბუხარი, რომლის გვერდებზე ორმგი სათოფურებია. აღმოსავლეთ კედელში მეორე სართულზე ასასვლელი კიბეა. მეორე სართულს აღმოსავლეთით ერთი ერთმაგი, დანარჩენ სამ მხარეს კი თითო ორმაგი სათოფური აქვს. ყველა სათოფური თახჩიანია. ნაგებობას შემოვლებული აქვს რიყის ბრტყელი ქვის თევზიფხურად ნაწყობი სარტყლები. შენობის გადახურვა გუმბათოვანია, ნაწყობია კვადრატული აგურით.

ფხვენისის ნათლისმცემლის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ფხვენისის ნათლისმცემლის ეკლესია დარბაზულია (8,9X5,4 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. არქიტრავით გადახურული კარი სამხრეთითაა, თაღოვანი სარკმლები - აღმოსავლეთით, და დასავლეთითა და სამხრეთით. ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო ორსაფეხურიანი პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა კამაროვანი გადახურვის საბჯენი თაღი. ჩრდილოეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ, მაღალი ჯვარია გამოსახული, დასავლეთ ფასადის სამხრეთ კუთხეში - ვარდული. შენობას შემოვლებული აქვს ტუფის ქვის ლავგარდნი. გადახურულია ღარიანი კრამიტით.

ფხვენისის ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ფხვენისის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (8,1X5,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. კუთხეებში გამოყენებულია მოწითალო ფერის ნატეხი ქვა. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, სამხრეთ კედელში - ორი. გრძივ კედლებზე პილასტრებია, რომლებსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი. სამხრეთ ფასადზე, კარის თავზე ჩასმულ მოწითალო ქვაზე ამოკვეთილია განედლებული ჯვარი. ასეთივე ჯვარია აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის თავზეც. აღმოსავლეთ სარკმელი ფასადის მხრიდან ორნამენტირებულია. დასავლეთ სარკმლის თავზე ჩასმულ მოწითალო ქვაზე X საუკუნის ასომთავრული წარწერაა: ,,ქრისტე, ადიდე ბეშქენ სტეფანოზის ძე. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით. სახურავზე, დასავლეთით, დგას ეკლესიის ქვის მოდელი, ხოლო აღმოსავლეთით - ქვისგან გამოკვეთილი ცხვრის თავი.

ფხვენისის წმ. გიორგის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ფხვენისის წმ. გიორგის ეკლესია დარბაზულია (9X5 მ), ნაგებია რიყის ქვით, კუთხეებში გამოყენებულია ნატეხი ქვა. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია. თითო სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია. ეკლესია გადახურულია ცილინდრული კამარით. სახურავს დასავლეთ ნაწილში ადგას აგურის ოთხსვეტიანი სამრეკლო

ქარელის ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - ქარელის რაიონი1 2 3 4 5     
ქარელის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (15,7X9 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. აქვს ორი შესასვლელი, სამხრეთით და დასავლეთით შიგნიდან და გარედან სწორკუთხოვანია, გადახურულია არქიტრავით. ღრმა ნახევარწრიული აბსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს ფართო თაღოვანი ნიშებია. ჩრდილოეთ ნიშის შიგნით კიდევ პატარა ნიშია. საკურთხეველი შემაღლებულია ორი საფეხურით

ქვათახევის კომპლექსი

მონასტერი (შიდა ქართლი - კასპის რაიონი1 2 3 4 5     
ქვათახევი ქართლის უმთავრეს მონასტრად ითვლებოდა და დიდებულთა მფარველობის ქვეშ იყო. იოსელიანის და ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, ქვათახევი XV საუკუნემდე დედათა მონასტერი ყოფილა, შემდეგ კი მამათა მონასტერი დაარსებულა. (თუმცა ამის დამადასტურებელი მასალა არ არსებობს). 1386 წელს თემურ–ლენგის მორიგი ლაშქრობის დროს მონასტერი აიკლეს, “განიტაცეს ჭურჭელნი და გამოიღეს სიმდიდრენი მონასტრისა საუნჯეთა არა მცირედი, რამეთუ ფრიად მდიდარ იყო მონასტერი იგი”, ხოლო მონასტერში თავშეფარებული “მონაზონნი, მრავალნი მამანი და დედანი, აზნაურთაგანნი და მღდელნი და დიაკონნი “ და მალულად ამოსული სოფლის მაცხოვრებლები სასტიკად დაარბიეს, ხოლო შემდეგ, როდესაც ქრისტიანობის უარყოფაზე უარი მიიღეს, ერთად გამოკეტეს ყველა და ტაძარი ცეცხლს მისცეს.

ქვათახევის მონასტერი

მონასტერი (შიდა ქართლი - კასპის რაიონი1 2 3 4 5     
ქვათახევი, ან ქვაბთახევი — XII-XIII საუკუნეების ქართული მონასტერი. მდებარეობს ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხიდან 5 კმ-ზე, მდ. კავთურის სათავესთან.

ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ანტიკურ ხანაში იგი უფლისციხის სასოფლო-სამეურნეო, გარეუბანი იყო. ისტორიულ წყაროებში ქვახვრელი პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში, ფეოდალური საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის პერიოდში. ქვახვრელი მნიშვნელოვანი დასახლება ყოფილა. ძველი სოფელი ნაწილობრივ გადაფარულია თანამედროვე დასახლებით. XVIII საუკუნეში ქვახვრელის მიდამოებში სომეხთა მიგრაცია დაიწყო, რაც მოწმობს გამოქვაბულის კედლებზე 17 ხაჩკარის ამოკვეთა მათ მიერ.

ქოზიფას მონასტერი

მონასტერი (შიდა ქართლი - ქარელის რაიონი1 2 3 4 5     
მონასტრის სახელწოდება იერუსალიმის მახლობლად მდებარე ქოზიფას წმ. გიორგის სახელიდან არის გადმოღებული. ეკლესიები აგებულია სხვადასხვა დროს, მაგრამ ერმანეთზე მჭიდროდაა მიდგმული და ერთიან კომპლექსს ქმნის. სტილისტური ნიშნებით მშენებლობა დაიწყო VIII-IX საუკუნეებში. განსაკუთრებული ინტენსიური მშენებლობა გუგომის კომპლექსზე გაშლილა XIII საუკუნეში. ამას ადასტურებს ძირითადი ნაგებობების (ღვთისმშობლის ეკლესია, გალავანი) სტილისტური ანალიზი და წარწერა გალავნის „გარე ბჭის“ თაღზე. სავარაუდოდ მშენებლობა XV-XVI საუკუნეებში დასრულდა

ქსნის ციხე

ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
ქსნის ციხე აგებულია 1511-14 წწ. 1512 წელს ქართლის მეფის დავით X-ის (1505-25 წწ.) უმცროსმა ძმამ ბაგრატმა საუფლისწულოდ მუხრანი და შიდა ქართლის სადროშოს სპასპეტობა ითხოვა. სამაგიეროდ კახეთის მეფე ავგიორგისთან შებრძოლება იკისრა. დავითი დათანხმდა ძმას. ქსნის ციხე ბაგრატ მუხრანბატონმა საუფლისწულო მამულების მიღებისთანავე ააგო. როცა ავგიორგიმ ციხის აგების ამბავი გაიგო, წამოვიდა ჯარით და ციხეს ალყა შემოარტყა. ალყა სამ თვეს გაგრძელდა, მაგრამ უშედეგოდ. ავგიორგიმ ბაგრატს დაცინვით ღვინო გაუგზავნა და შეუთვალა – შენ მეფის ძე ხარ და რამდენი ხანია ღვინის გემო არ გინახავსო. ბაგრატს კი ჭაში ცოცხალი ორაგული ჰყავდა, გაუგზავნა ორაგული და თან შეუთვალა – სამი თვეა ქსანზე დგახარ და ორაგული არ გიგემიაო. აჰა, ეს ცოცხალი იგემეო. ავგიორგი დარწმუნდა, რომ ციხე უზრუნველყოფილი იყო სანოვაგით და სასმელი წყლით, ალყა მოხსნა და უკუიქცა

ყინწვისის მონასტერი

მონასტერი (შიდა ქართლი - ქარელის რაიონი1 2 3 4 5     
ყინწვისი, სოფ. ყინწვისიდან დაახლოებით 10 კმ-ზე ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - სამონასტრო ანსამბლი, რომლის ნაგებობათაგან დღემდე თითქმის თავდაპირველი სახით შემორჩა XIII საუკუნის დასაწყისის წმ. ნიკოლოზის ჯვაროვან-გუმბათოვანი, გეგმით მართკუთხა ტაძარი.

ყინწვისის მონასტერი

მონასტერი (შიდა ქართლი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
წმ. ნიკოლოზის ეკლესია ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა და ნაშენია აგურით. თარიღდება XII-XIII საუკუნეების მიჯნით. სამხრეთის და ჩრდილლოეთის კარიბჭეები მიშენებულია XIV საუკუნეში. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს: დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით. კვადრატულ საფუძველზე აღმართუყლი გუმბათი საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთის ორ ბოძს ეყრდნობა

შალიკაშვილების (ღვთისმშობლის) ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
შალიკაშვილების (ღვთისმშობლის) ეკლესია თარიღდება X-XI საუკუნეებით. 1920 წლის მიწისძვრას ეკლესია თითქმის მთლიანად დაუნგრევია. შენობის დასავლეთის კარის თავზე არსებული მხედრული წარწერის თანახმად ეგვტერი, კარიბჭე და სამრეკლო (არ შემორჩენილა) 1708 წელს აუშენებია ედიშერ შალიკაშვილს.

შიომღვიმის კომპლექსი

მონასტერი (შიდა ქართლი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
შიო ოცი წლის ასაკში დაემოწაფა იოანე ბერს, შემდგომში ზედაზნელად წოდებულს, თან წამოყვა ქართლში და 543-47 წლებში მასთან ერთად ცხოვრობდა ზედაზენზე. 547 წელს, შიო ზედაზნიდან წავიდა და “ინახულა ხევი რაიმე ღრმა უნუგეშისცემო, ურწყული... ჰპოვა ჩრდილოეთ კერძო მდინარესა მას დიდისა, რომელ არს მტკვარი, ქვაბი ყოვლად მცირე, რომელ კმა ეყოფოდა მფარველად სხეულსა მას მისა...”რამდენიმე ხნის შემდეგ მღვიმის გარშემო შეიქმნა სამონასტრო თემი. მათი რაოდენობა 200-მდე გაიზარდა. საჭირო გახდა ეკლესიის აგება. “სცა სათხარი წმინდამან შიო და აღაშენეს ეკლესიაი იოანე ნათლისმცემელისა

შიომღვიმის მონასტერი

მონასტერი (შიდა ქართლი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
ადრეფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მონასტერი. მდებარეობს თბილისიდან 40 კმ-ზე, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. დააარსა VI საუკუნის II ნახევრის დამდეგს ერთ-ერთმა ასურელმა მამამ შიომ. შიოს თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ და ღრმა მღვიმეში გაუტარებია, გარდაცვალების შემდეგ კი იქვე დაუსაფლავებიათ (აქედან სახელწოდება „შიოს მღვიმე“). მისი საფლავი შიომღვიმეში წმინდა ადგილად არის მიჩნეული.

შლუყურის წმ. გიორგის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - ხაშურის რაიონი1 2 3 4 5     
შლუყურის წმ. გიორგის ეკლესია (11,5X 6,5 მ)დარბაზულია, ნაგებია ქვიშაქვით, ნატეხი ქვითა და ხით. შეკეთების დროს ხის კამარა და კონქი ორფერდა სახურავით შეუცვლიათ. ეკლესიის სამხრეთით და დასავლეთით ფართო და მაღალი თაღოვანი შესასვლელები აქვს. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ფართო თაღოვანი სარკმელია.

ციხისძირის (მცხეთა) ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
ციხისძირის ეკლესია დარბაზულია (7,05X4,55 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, აქა-იქ რიყის ქვაც არის გამოყენებული. შესასვლელი სამხრეთიდანაა. საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია, რომლის ორივე მხარეს ნიშებია. დარბაზი გადახურულია კამარით, რომლის საბჯენი თაღი მარტივ კონსოლებს ეყრდნობა. თითო სარკმელი დასავლეთ (კამარის კეხზეა მიბჯენილი) და სამხრეთ კედლებშია. ინტერიერი შელესილი ყოფილა.

ციხისძირის (მცხეთის) ეკლესიები

ეკლესია (შიდა ქართლი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
სტილისტური ნიშნებით ორივე ეკლესია გვიანდელი ფეოდალურ ხანით თარიღდება. ორივე ეკლესია ნაგებია რიყის ქვით, აქა-იქ ქვიშაქვის მოზრდილი ლოდები და ბრტყელი აგურიცაა ჩართული

ცხირეთის ციხე

ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - კასპის რაიონი1 2 3 4 5     
ცხირეთის ციხესთან დაკვშირებულია მღვდელი თვდორეს გმირული სიკვდილი. 1609 წელს თურქ-ოსმალ-ყირიმელ თათართა ქართლში შემოიჭრის დროს, მათ შეიპყრეს კველთელი მღვდელი თევდორე, რომელსაც მეგზურობა უბრძანეს. მღვდელმა თევდორემ მტერს შეგნებულად აუბნია გზა და ცხირეთს დააშორა, რის გამოც იგი წამებით მოკლეს. ამით ისარგებლეს ქართველებმა და მტერს მუსრი გაავლეს.

ძალისის ნაქალაქარი

ნასოფლარი (შიდა ქართლი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
ძალისის ნაქალაქარი თარიღდება ძვ.წ. II-ახ.წ. VIII საუკუნეებით. მოსახლეობა პირველად მდინარე ნარეკვავის მარჯვენა ნაპირზე მდებარე ძალისის გორაზე (ფართ. 5-6 ჰა) დასახლებულა. ანტიკურ ხანაში, ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე, გაზრდილი მოსახლეობის ნაწილი მდინარე ნარეკვავის მარცხენა ნაპირზე გადასულა საცხოვრებლად და, აქ, ვაკეზე დიდი დასახლება წარმოქმნილა, რომელიც, როგორც ჩანს არისტოკრატთა უბანს წარმოადგენდა. ნაქალაქარი 1971-82 წლებში გათხარა იაე ინსტიტუტის ნასტაკისის მცხეთის რაიონის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ბოხოჩაძე)

ძამის ციხე

ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - ქარელის რაიონი1 2 3 4 5     
ძამის ციხე მდებარეობდა სტრატეგიულად მოხერხებულ ადგილზე – იგი იცავდა შიდა ქართლიდან სამხრეთ საქართველოსკენ მიმავალ მნიშვნელოვან გზას. ისტორიულ წყაროებში ციხეს პირველად `მატიანე ქართლისაის~ ავტორი იხსენიებს დემეტრე აფხაზთა მეფისა (967-975 წწ.) და მისი ძმის თეოდოსს შორის წარმოებულ ბრძოლებთან დაკავშირებით. თეოდოსმა დახმარება სთხოვა ძამის ხეობის გამგებელს ადარნასეს. ძამის მთავარმა თავის რეზიდენციაში – ძამის ციხეში შეიფარა თეოდოსი. `მაშინ დემეტრე მეფემან მიგზავნა ლაშქარი თვისი, მოადგეს ციხესა ძამისასა და ჰბრძოდენ სამ თუე ოდენ~. ბოლოს ადარნასე ძამელი და თეოდოსი იძულბულები გახდნენ დანებებოდნენ დემეტრეს.

ძეგვის სამების ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
ძეგვის სამების ეკლესია დარბაზულია (12,2X6,5 მ), ნაგებია კარგად გათლილი, მოყვითალო-მოყავისფრო ქვიშაქვის კვადრებით. შესასვლელი ორი აქვს - სამხრეთით (ამოშენებულია) და დასავლეთით. შესასვლელი შიგნიდან თაღოვანია, გარედან არქიტრავითაა გადახურული. აღმოსავლეთით ფართო მხრებითა და მათზე გადაყვანილი ორსაფეხურიანი სატრიუმფო თაღით გამოყოფილი ღრმა საკურთხეველია. თაღის ქუსლებთან რთულპროფილიანი (ორ ვიწრო თაროს შორის მოქცეული შეზნექილი სიბრტყე) კაპიტელებია. მათი ქვედა ნაწილი წინიდან გლუვია, ხოლო აფსიდის გვერდებზე მათ პროფილს თარო და დახრილი სიბრტყე შეადგენს. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. მის ჩრდილოეთით ერთი თაღოვანი ნიშია

ძეგვის სამების მონასტერი

მონასტერი (შიდა ქართლი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
ძეგვის სამების ეკლესია, დარბაზული ტიპისაა (7,9X8,4 მ), აგებული სხვადასხვა ზომის ტლანქად დამუშავებული ქვის კვადრებით. შიგნიდან და გარედან არქიტრავული შესასვლელი სამხრეთითაა. ღრმა აფსიდში ფართო თაღოვანი სარკმელია, რომლის მარჯვნივ ოთხკუთხა, ხოლო მარცხნივ ნახევარწრიული ნიშია. ერთი თაღოვანი სარკმელი ეკლესიის დასავლეთ კედლის ზედა ნაწილშია, ერთი ოთხკუთხა-კარის თავზე. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით. შენობა შიგნიდან შელესილია.

ძევერას იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ეკლესია დარბაზულია (7X10 მ) ნაგებია თლილი ქვიშაქვით და რიყის ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩანგრეულია კამარა, კედლების ზედა ნაწილი და ლავგარდანი, ჩრდილოეთ კედელი მთლიანად, აღმოსავლეთ კედელი სარკმლის გასწვრივ, მთელ სიმაღლეზე; მონგრეულია კუთხეები, დაბზარულია შენობის სამხრეთ-დასავლეთ კედელი კუთხესთან. შემორჩენილია შელესილობის ფრაგმენტები

ძევერას წმინდა გიორგის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ეკლესია დარბაზულია (9,7 X 6,2 მ) ნაგებია მომცრო რიყის ქვით, (წყობა ირეგულარულია), კუთხეები, სარკმლები, შესასვლელები, პილასტრები, საბჯენი თაღები და ლავგარდანი - ღვინისფერი ტუფის მოზრდილი კვადრებით. Eეკლესიას ორი შესასვლელი აქვს - დასავლეთით (ამოქოლილია) და სამხრეთით. Oორივე გარედან თაღოვანია, შიგნიდან სწორკუთხა. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ჩრდილოეთით განიერი თაღოვანი ნიშია. საკურთხევლის ბაქანი ამაღლებულია ერთი საფეხურით

წედისის ციხე

ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
წედისის ციხე ტრაპეციის მსგავსია, მისი გალავანი მიჰყვება მთის ფერდს ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია - აქა-იქ შემორჩენილია მხოლოდ 4-5 მეტრის სიმაღლის კედლები (სისქე 2 მ-მდე). ციხის აღმოსავლეთის მონაკვეთის სამხრეთ ნაწილი უჭირავს დიდ ბურჯს, რომელიც რამდენიმე სართულიანი უნდა ყოფილიყო. ციხის შიგნით, მის დასავლეთ მონაკვეთში, დგას გადაკეთებული სასახლე, რომელიც ორი ან სამსართულიანი უნდა ყოფილიყო. სასახლეს კარი სამხრეთით, პირველ სართულზე აქვს. იგი გარედან არქიტრავითაა გადახურული, შიგნით ტიმპანიანია.

წეროვანის კეხიჯვრის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
ეკლესია დარბაზულია (9,04X8,11 მ), ნაგებია გულმოდგინეთ შერჩეული ნატეხი და რიყის ქვით, კონსტ. ადგილებში თლილი ქვაა გამოყენებული, ხოლო დეკორატიული მიზნით – ღია-მომწვანო ფერის ტუფი. ეკლესია ძალზე დაზიანებულია (სახურავი ჩაქცეულია და სხვა). ეკლესიის აფსიდი ნალისებრია. სატრიუმფო თაღი სადა, მარტივპროფილიან იმპოსტებს ეყრდნობა. აფსიდში მაღალი და განიერი სარკმელია. ასეთივე სარკმლებია ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებში. ეკლესიაზე ჩრდილოეთითა და სამხრეთით მიშენებულია სწორკუთხა სათავსები. ჩრდილოეთის მინაშენი (სამსხვერპლო; კამარა ჩანგრეულია), რომელშიც შესვლაც ეკლესიის დარბაზიდან შეიძლება, მოკლეა. სამხრეთისა (შემორჩენილია საძირკველი) კი ეკლესიას მთელ სიგრძეზე გასდევს. აღმოსავლეთის ფასადის სარკმელი მორთულია ჰორიზონტალურ გადანაკეცებიანი სათაურით.

წეროვანის სამების ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
სტილისტური ნიშნებით თარიღდება XI საუკუნით. 1946 წელს შეაკეთეს: გაამაგრეს დაბზარული კედლები და კამარა. 90-იან წლებში შიგნიდან შეილესა, ამოშენდა გალავანი. ეკლესიის საკურთხეველს ამკობდა კანკელი (XI ს-ის I მეოთხედი), რომლის გადარჩენილი 2 ფილა საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

წეროს ეკლესიის კომპლექსი

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
ღვთისმშობლის ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (10,4X9,3 მ). ნაგებია თლილი ქვის კვადრებით. შენობა ძლიერაა დაზიანებული: მთლიანად დანგრეულია ჩრდილო და დასავლეთ კედელები. შიგნიდან თაღოვანი და გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელები დასავლეთით და ჩრდილოეთითაა. თითო სარკმელი ოთხივე კედელშია. აფსიდის გვერდებზე სწორკუთხა სამკვეთლო და სადიაკვნეა. ორივე სათავსს აღმოსავლეთით თითო სარკმელი აქვს. გუმბათქვეშა თაღები აღმოსავლეთით აფსიდის კედელს ეყრდნობა, დასავლეთით - ცალკე მდგარ ორ ბურჯს, რომლებიც შენობის კედლებს კონსოლებზე დაყრდნობილი თაღებით უკავშირდებიან

წილკნის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
წილკანში ქრისტიანული ეკლესია ქართლში ქრისტიანობის გავრცელების პირველ პერიოდში ააგეს. ქართული ისტორიული წყაროებით: მეფემ “ბაკურ დაიწყო წილკნისა ეკლესიასა შენება და განიშორა ოცდამეათხუთმეტესა წელსა”. ლეონტი მროველი წილკნის ეკლესიის აგებას მირიანის ძეს ბაქარ მეფეს მიაწერს. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით: “არს ეკლესია წილკანს ღვთისმშობლისა, გუმბათიანი და შვენიერი. აღაშენა კე (25-ე) მეფემან ბაქარ, ზის ეპისკოპოზი, მწყემსი მუხრანისა, ორივე არაგვისა და ბაზალეთისა”

წილკნის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი

ეკლესია (შიდა ქართლი - მცხეთის რაიონი1 2 3 4 5     
წილკნის ეკლესია — ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი სოფელ წილკანში. კომპლექსში ტაძართან ერთად შედის ციხე-გალავანი. ტაძრის ეზოში გაითხარა კერამიკული ფილებით შედგენილი გვიანდელი ანტიკური ხანის სამარხი.

წირქოლის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - ახალგორის რაიონი1 2 3 4 5     
წირქოლის ეკლესია გარდამავალი ხანის პერიოდს (VII ს–ის მეორე ნახევარი X ს–ის პირველი ნახევარი) ეკუთვნის. ეკლესიის აგების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. თუმცა მისი ხუროთმოძღვრების და მორთულობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის VIII საუკუნეშია აშენებული. ასევე, არ შემორჩენილა ცნობები ეკლესიის ამგებზე. მის მახლობლად დგას ციხე, რომელიც პირველად X საუკუნეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვხვდება ქართულ ისტორიულ წყაროებში.

წირქოლის ციხე

ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - ახალგორის რაიონი1 2 3 4 5     
წირქოლის ციხის შესახებ ცნობები ქართულ მემატიანეში X –საუკუნის 70–იან წლებიდან გვხდება, თუმცა მისი წარმოშობის და მფლობელობის შესახებ არაფერია ცნობილი. პირველი ცნობა მის შესახებ დავით კურაპალატს უკავშირდება, როდესაც ურჩი აზნაურები ქვეყნის გაერთიანებას წინ აღუდგნენ, უფლის ციხე გასცეს და დატყვევებული მეფე და მისი ოჯახი კახეთში გადაიყვანეს. დავით კურაპალატმა კახელების დახმარებით გურას და წირქოლის ციხის გარდა, ყველა მიტაცებული ადგილები დაიბრუნა. უცნობია რამდენ ხანს იყო წირქოლი კახელების ხელში რადგან კახეთმა ცოტა ხნის შემდეგ თვითონ დაკარგა დამოუკდებლობა.

წლევის მთის მღვიმე

წმინდა ადგილები (შიდა ქართლი - კასპის რაიონი1 2 3 4 5     
წმიდა თადეოზ სტეფანწმიდელი თავდაპირველად მცხეთაში მოღვაწეობდა. მან ზედაზნის ძირას ააშენა მონასტერი. წმიდანი ქადაგებდა ქართლში, სადაც მრავალი ეკლესია ააშენა, მათ შორის წმიდა პირველმოწამე სტეფანეს სახელობის ტაძარი ურბნისში. შემდეგ დაეყუდა წლევის მთის მღვიმეში (კასპთან). აღესრულა და დაკრძალულია იქვე.

წრომის ტაძარი

ეკლესია (შიდა ქართლი - ხაშურის რაიონი1 2 3 4 5     
ჯერ კიდევ IV საუკუნეში წრომში ყოფილა საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკლესია, სადაც მემატიანის გადმოცემით, 457 წელს, აგვისტოში, წამებით მოუკლავთ რაჟდენი, რომელმაც ვახტანგ გორგასლის დროს ქრისტიანობა მიიღო. ამ ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, როგორც აკადემიკოსი გ. ჩუბინიშვილი აღნიშნავს, 626-63 წლებში ერისმთავარ სტეფანოზ II-ს აუგია წრომის დღევანდელი გუმბათიანი ტაძარი. წრომის ტაძარი 626-634 წლებში, ერისმთავარ სტეფანოზ II-ის დაკვეთით აიგო. ტაძარი რამდენჯერმე დაზიანდა და გადაკეთდა: XI და XII საუკუნეებს შორის და XVI-XVII საუკუნეებში. 1731 წლის 24 სექტემბერს ლეკთა შემოსევის დროს დაინგრა გალავანი. 1940 წლის 8 მაისის მიწისძვრამ ძალზე დააზიანა ტაძარი.

ხელთუბნის სამების ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი1 2 3 4 5     
სამების ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, შესასვლელის თავზე მოთავსებული წარწერა ძეგლს ზუსტად 1806 წლით ათარიღებს. მხედრულად შესრულებული ეპიგრაფიკული მასალა ასე იკითხება: „წელს ჩყვ-სა საფუძვლითურთ აღვაშენე ეკლესია ესე ღვ და წმიდისა სამებისა, შემოვავლე გალავანი და ყოვლისა საეკლესიოისა სამკაულითა შევამკევ საკუთარისა საფასის წარგებითა ჩემითა. მე მონამან თვთისამან სტატსკის სავეტნიკმან და კავალერმან და თავადმან გიორგი მდივნის ეგნეტის ძემ თუმანოვმა საოხად სულთა მშობელთა ჩემთა. ჩემთვის და მეუღლისა ჩემისა კნეინა მარია ორბელიანის ასულისათვის. შვილთა და ძმათა ჩემთა იესესა და დავითისთვის.“

ხოვლეს წმინდა გიორგის საყდრის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - კასპის რაიონი1 2 3 4 5     
ეკლესია დარბაზულია (7,8 X 7,7მ), ნაგებია მოწითალო ხორბლისფერი ქვით. სამხრეთიდან მიშენებული აქვს დაბალი ეგვტერი. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: არა აქვს სახურავი და ლავგარდანი, ჩანგრეულია ეგვტერის კამარისა და სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილი. ეკლესიაში შესასვლელი ეგვტერიდანაა. მეორე შესასვლელი ეკლესიის დასავლეთ კედელშია. ორივე შესასვლელი განიერია, გარედან არქიტრავული, შიგნიდან თაღოვანი. როგორც ეკლესიის, ისე ეგვტერის აფსიდები ნალისებრია, ასეთივე ფორმა აქვს კონქების თაღებსაც

ხოვლეს წმინდა გიორგის საყდრის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - კასპის რაიონი1 2 3 4 5     
ხოვლეს წმინდა გიორგის საყდრის ეკლესია დარბაზულია. იგი გარედან წითელი თლილი ქვით ყოფილა მოპირკეთებული (აქედან მომდინარეობს სახელწოდება). ძლიერ დაზიანებულია: მონგრეულია ზედა ნაწილები, მთლიანად დანგრეულია ეგვტერი, კარიბჭის კედლები 1 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი, საპირე ქვები ამოცვენილია. შესასვლელი ორი იყო - დასავლეთით და სამხრეთით.

ხცისის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - ხაშურის რაიონი1 2 3 4 5     
იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადზე ასომთავრული სამშენებლო წარწერის მიხედვით, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის აგება 1002 წელს დაუწყია ბაგრატ მესამის ცოლთან - გურანდუხტ დედოფალთან დახლოებულ პირს, ძლიერ ფეოდალს ანანია მთავარეპისკოპოსს.

ხცისის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - ხაშურის რაიონი1 2 3 4 5     
ეკლესია დარბაზულია (17,5X5,7 მ), ნაგებია აგურით. შესასვლელები სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთით სამწახნაგოვანი შვერილი აფსიდია. აფსიდის შუა წახნაგში თაღოვანი სარკმელია, ხოლო გვერდით წახნაგებში- თითო მაღალი თაღოვანი ნიში. ერთი თაღოვანი ნიში ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია. დარბაზის გრძივ კედლებში ორ-ორი სარკმელია. ნიში და სარკმლები ერთ დონეზეა და ერთნაირია. საკურთხევლის საფეხურით ამაღლებული ბაქანი ტავისი არდაბაგით მიახლოებულია დარბაზის გრძივი კედლების პილასტრების აღმოსავლეთ წყვილთან.

ჯვრის მონასტერი

მონასტერი (შიდა ქართლი - 1 2 3 4 5     
მე-6 საუკუნის ქართული ქრისტიანული მონასტერი. დგას მთაზე, ძველი დედაქალაქის – მცხეთის პირდაპირ, IV საუკუნეში ქტისტიანობის მიღების პირველი წლებიდანვე ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის მაღალი ჯვარი აღმართა, რომელსაც გარდა ქართველებისა თაყვანს სცემდნენ კავკასიის სხვა ქრიატიანი ერებიც. VI საუკუნის II ნახევარში (545-სა და 586 შორის) ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ეკლესია ააშენა. ჯვრის მონასტერი შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

Комментариев нет:

Отправить комментарий