ქვემო ქართლი
ალექსეევკა-დრანეთის ეკლესია (წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი)
ეკლესია (ქვემო ქართლი - თეთრიწყაროს რაიონი)
ეკლესიის საპროექტო-კვლევითი-გაწმენდითი სამუშაოების დროს, აღმოაჩინეს უნიკალური ვერცხლის კანდელი ძეგლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე, ჩაქცეული კრამიტისა (სახურავის) და ნანგრევი ქვა-ღორღის (კამარის) ფენებს შორის აღმოჩნდა. პალეოგრაფიული ნიშნებისა და ორნამენტის მოტივის მიხედვით, კანდელი განვითარებული შუასაუკუნეებით თარიღდება მისი ანალოგიები იშვიათია სამეცნიერო პუბლიკაციებში და მუზეუმის ფონდებში. დრანეთის კანდელი შუასაუკუნეების ქართული ჭედური ხელოვნების მნიშვნელოვანი ნიმუშს წარმოადგენს.
ბირთვისის ციხე
ციხე-კოშკი (ქვემო ქართლი - თეთრიწყაროს რაიონი)
ბირთვისის ციხის აგების თარიღი უცნობია, თუმცა ისტორიულ წყაროებში პირველად იგი XI საუკუნეშია მოხსენებული. როგორც „მატიანე ქართლისაის“ ავტორი გვატყობინებს, თბილისისთვის ერთ-ერთი ბრძოლის დროს „ლიპარიტ ლიპარიტის ძემან და ივანე აბაზას-ძემან, ქართლის ერისთავმან, მუხათგუერდსა გამოიტყუეს ტფილისელი ამირა ჯაფარ, და შეიპყრეს, და დიდი ხანი დაყვეს პატიმრობასა შინა, და წარუღეს ბირთვისი“. როგორც ირკვევა, ბაგრატ III-ის მეფობის დროს, ქვემო ქართლის ნაწილი ბირთვისიანად ამირას ხელში იყო. მოგვიანებით კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტ ლიპარიტის ძემ, სხვა ციხეებთან ერთად, ბირთვისის ციხეც დაკარგა.
ბოლნისის სიონი
ეკლესია (ქვემო ქართლი - ბოლნისის რაიონი)
ბოლნისის სიონი ქართულ ქრისტიანულ საკულტო ნაგებობათა შორის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი სამნავიანი ბაზილიკაა შვერილი ნახევრაწრიული აფსიდით, ღია თაღოვანი გალერეით ჩრდილოეთ ფასადის გაყოლებით (მთელს სიგრძეზე), მეორე მცირე თაღოვანი გალერეით და სანათლავი ოთახით სამხრეთის მხარეს. ნაგებია მომწვანო ფერის კარგად თლილი კვადრებით. დასავლეთი კედლის სამშენებლო მასალაში ჭარბობს აგური, რაც გვიანი ხანის რესტავრაციის შედეგია. Nნავები გაყოფილია ჯვარისებრი გეგმის მქონე ბოძების ხუთი წყვილით. სამივე ნავი გადახურულია საერთო ორკალთიანი სახურავით. თუმცა შუა ნავი სხვებზე მაღალი და განიერია, გარედან იგი არ გამოიყოფა. შუა ნავი სრული კამარით ხოლო გვერდითა ნავები ნახევარკამარებით იყო გადახურული
ბოლნისის ქაფანაქჩის ეკლესია
ეკლესია (ქვემო ქართლი - ბოლნისის რაიონი)
ბოლნისის ქაფანაქჩის ეკლესია გეგმაში კვადრატულია. აღმოსავლეთის ფასადზე მკვეთრად გამოყოფილი საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდით. მასში გაჭრილია ერთი საკმაოდ განიერი სარკმელი. შიდა სივრცე ნათდება კიდევ სამი სარკმლით, რომლებიც სამხრეთისა და დასავლეთის კედლებშია დატანებული.
გერმანელების სასაფლაო (მემორიალი)
საფლავი (ქვემო ქართლი - თეთრი წყაროს რაიონი)
სტალინის დროს გასწორებული ქალაქის გერმანულ სასაფლაოს ადგილას ამჟამად მემორიალი დგას გერმანელ კოლონისტთა სახსოვრად.
გუდარეხის მონასტერი
მონასტერი (ქვემო ქართლი - თეთრიწყაროს რაიონი)
გუდარეხის მიდამოებში აღმოჩენილია ძეგლი — სამოსახლო, რომელიც შედგება 2 ნაწილისაგან: თლილი ქვით ნაგები ბურჯებიანი მაღალი ზღუდით შემოფარგლული სამონასტრო კომპლექსისაგან და ზღუდის ჩრდილოეთი და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ნასოფლარისაგან. 1938—1939 გაითხარა (ხელმძღვანელი ლ. მუსხელიშვილი) სამონასტრო კომპლექსი. გამოვლინდა ნაგებობათა 2 ქრონოლოგიური ჯგუფი: სასახლე, სენაკები, მარანი, პილასტრებიანი ნაგებობა, საჯინიბო, ჩუქურთმიანი შენობის კომპლექსი (XII-XIII სს.) და მინაშენები პილასტრებიანი შენობის ჩრდილო-დასავლეთით და სხვა (XVI—XVII სს.). ორ ჯგუფად იყოფა განათხარი კერამიკაც. კერამიკის წარმოების ნაშთებისა და ნახევარფაბრიკატების აღმოჩენა გვიჩვენებს, რომ გუდარეხში საკუთარი კერამიკული წარმოება იყო. აღმოჩენილია 18 ქართული (გიორგი III-ის, თამარის, რუსუდანის, ლაშა გიორგის) და 1 მონღოლური მონეტა, რაც მიუთითებს გუდარეხის ინტენსიურ ცხოვრებაზე XIII საუკუნეში.
გუდარეხის სამონასტრო კომპლექსი
მონასტერი (ქვემო ქართლი - თეთრიწყაროს რაიონი)
მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მისგან ჩრდილოეთით 8 კილომეტრში, სოფელ გუდარეხის მიდამოებში. სამონასტრო კომპლექსში შედის ერთნავიანი ეკლესია, სამრეკლო, სასახლე, კლდეში გამოკვეთილი ნაგებობები. ეკლესია რუსუდანის მეფობის დროს – 1222–1245 წლებშია აგებული. ორსართულიანი სამრეკლო აგებულია 1278 წელს მეფე დიმიტრი თავდადებულის ხანაში. ეს ყველაზე ადრინდელი დათარიღებული სამრეკლოა საქართველოში.
დმანისის ნაქალაქარი
ისტორიული ძეგლი (ქვემო ქართლი - დმანისის რაიონი)
დმანისის მუზეუმ-ნაკრძალში წარმოდგენილია: შუა საუკუნეების ნაქალაქარი, გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიური ფენები და დმანისის ადრეპალეოლითური ძეგლი. დმანისის არქეოლოგიური შესწავლა 1936 წლიდან დაიწყო (ხელმძღვანელები: ლ. მუსხელიშვილი და ვ. ჯაფარიძე) და დღემდე გრძელდება. დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი 1983 წელს დაარსდა, ხოლო 2006 წლიდან ის საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია. წარმოდგენილია შუა საუკუნეების ნაქალაქარითა და 1,8 მილიონი წლით დათარიღებული გეოლოგიური ფენით.
დმანისის ციხე–ქალაქი
ციხე-კოშკი (ქვემო ქართლი - დმანისის რაიონი)
შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი დმანისის მუნიციპალიტეტში (თბილისიდან 80 კმ), რომელზეც გადიოდა საქარავნო გზები, წარმოადგენდა თამარ მეფის საზაფხულო რეზიდენციას. ამ ტერიტორიაზე 1936 წლიდან მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები და 1999-2001 წლებში იქნა აღმოჩენილი ყველაზე ძველი პირველი ევროპელი ადამიანების ნეშთები, რამაც შეცვალა შეხედულება კაცობრიობის ისტორიასა და ადამიანის ევოლუციის შესახებ. არქეოლოგიური მუზეუმის სამუშაო საათები: სამშაბათი-კვირა 11:00-დან 17:00 საათამდე.
კაზრეთის სამება
ეკლესია (ქვემო ქართლი - ბოლნისის რაიონი)
შემორჩენილი ნაგებობების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ რომ აქ მნიშვნელოვანი სამონასტრო კომპლექსი უნდა ყოფილიყო. 1956 წელს კაზრეთის კომპლესი კულტურის სამინისტროს კულტურის ძეგლთა დაცვისა და რესტავრაციის საქმეთა სამმართველოს მიერ გაწმენდილ იქნა გარედანაც და შიგნიდანაც (მანამდე ეკლესია ცოკოლიდან ერთი მეტრის სიღრმეზე იყო მიწით დაფარული);
მარტყოფის მამათა მონასტერი
მონასტერი (ქვემო ქართლი - გარდაბნის რაიონი)
მარტყოფის ღვთაების მონასტერი მდებარეობს სოფ. მარტყოფის (გარდაბნის რაიონი) მახლობლად, თბილისიდან აღმოსავლეთით, 25-27 კილომეტრზე. ტყით დაფარულ იალნოს ქედზე. ღვთაების მონასტერი დაარსებულია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის მამა ანტონ მარტყოფელის მიერ VI საუკუნეში. ქართული წერილობითი წყაროების თანახმად ამ ადგილს VI საუკუნემდე აკრიანი - ქვიანი ადგილი - რქმევია. ღვთაების მონასტრის გუჯარის თანახმად აქ ტაძარი ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალს აუშენებია და ეპისკოპოსიც დაუსვამს. იგივე ცნობა დაცული აქვს პალტონ იოსელიანსაც. VI ს. პირველ ნახევარში აკრიანის მთებში დამკვიდრდა საქართველოში მოსული ასურელი მამებიდან ერთ-ერთი, ანტონ მარტყოფელი. იგი განცალკევებით, დაყუდებულ ცხოვრებას ეწეოდა, რის გამოც მას მარტომყოფელი უწოდეს, ხოლო ადგილმა სახელწოდებად მარტყოფი მიიღო. მამა ანტონს მალე გაუვარდა სახელი როგორც სასწაულმოქმედს, ამიტომ მის გარშემო მალე თავი მოიყარეს მორჩილებმა, რასაც მოგვიანებით მარტყოფის სამონასტრო ცხოვრების აღორძინება მოყვა.
სათხის ეკლესია
ეკლესია (ქვემო ქართლი - ბოლნისის რაიონი)
სათხის ეკლესია მრავალმხრივ საინტერესოა. იგი რამდენიმე ეპოქის სამშენებლო ფენას შეიცავს. მდიდარია მორთულობითა და წარწერებით, შემორჩენილი აქვს კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. თავის დროზე ინტერიერს შესანიშნავი კანკელიც ამკობდა, რომელიც ახლა საქ. ხელოვნების მუზეუმშია დაცული.
სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმი
მუზეუმი (ქვემო ქართლი - ბოლნისის რაიონი)
XVII –XVIII სს. გამოჩენილი ქართველი მწერლის, მეცნიერისა და პოლიტიკური მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმი მდებარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიაში, სადაც დაცულია მისი ნაწარმოებების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები და ამ ნაწარმოებების თემებზე შექმნილი ქართველი მხატვრების ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ფოტომასალები, დოკუმენტები. ტანძიის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია – მდებარეობს სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის ეზოში და წარმოადგენს ორბელიანების კარის ეკლესიას. აგებულია 1683 წელს სულხან-საბა ორბელიანის მამის, ვახტანგის მიერ.
ფიტარეთის ტაძარი
ეკლესია (ქვემო ქართლი - თეთრიწყაროს რაიონი)
ტაძრის ინტერიერში დაცულია რამდენიმე საფლავის ქვა ისტორიული ცნობების შემცველი წარწერებით. ფიტარეთში არიან დაკრძალულნი ყაფლან ორბელიშვილი, მისი ძე პაპუნა — „სომხითის მოურავი, საორბელოს პატრონი“, სულხან-საბა ორბელიანის მეუღლე დარეჯან ბაგრატიონი და სხვ.
ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი
ეკლესია (ქვემო ქართლი - თეთრი წყაროს რაიონი)
XI საუკუნეში მანგლისში წიგნები იწერებოდა და ითარგმნებოდა, მაგალითად მათეს და იოანეს სახარების თარგმანები. ეს ყველაფერი ნათლად მიუთითებს, რომ მანგლისში ამ დროს კულტურული ცხოვრება ჩქეფდა.
ღოუბანის ორმოცი მოწამის სახელობის ეკლესია და კოშკი
ეკლესია (ქვემო ქართლი - თეთრიწყაროს რაიონი)
ღოუბნის ორმოცნი — XVI–XVII საუკუნეების ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის ეკლესია და კოშკი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. ღოუბნიდან 3 კმ-ის მანძილზე, ტყეში.
ღოუბნის "ორმოცნი"
ეკლესია (ქვემო ქართლი - თეთრიწყაროს რაიონი)
ეკლესია, სავარაუდოდ ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელზეა აშენებული. ამ სახელწოდების ეკლესია საქართველოში იშვიათია, მაგრამ მაინც არის. სხვა ცნობები ამ ძეგლის შესახებ არ მოგვეპოვება. რამდენიმე წლის წინ სოფლის მოსახლეობამ ეკლესია შეაკეთა. აგურის ფასადების ჩამოშლილი კუთხეები, აგრეთვე კოშკის მესამე სართული აგურითვე ააშენეს და ორივე თუნუქით გადახურეს
ცხრა ძმა ხერხეულიძის მონუმენტი
მონუმენტი (ქვემო ქართლი - თეთრი წყაროს რაიონი)
მარაბდის ბრძოლაში გმირულად დაღუპული მებრძოლები. გადმოცემით, დაკრძალული არიან იქვე, სოფელი ძველი მარაბდის განაპირას წმინდა მარინეს ეკლესიის მახლობლად. ცხრა ძმა ხერხეულიძის მამაცური თავდადების ამბავი ფართოდ არის ასახული ქართულ ზეპირსიტყვიერებაში.
ცხრა ძმა ხერხეულიძის საფლავი
საფლავი (ქვემო ქართლი - )
მარაბდის ბრძოლაში გმირულად დაღუპული მებრძოლები. გადმოცემით, დაკრძალული არიან იქვე, სოფელი ძველი მარაბდის განაპირას წმინდა მარინეს ეკლესიის მახლობლად. ცხრა ძმა ხერხეულიძის მამაცური თავდადების ამბავი ფართოდ არის ასახული ქართულ ზეპირსიტყვიერებაში.
წითელი ხიდი, გატეხილი ხიდი
ხიდი (ქვემო ქართლი - მარნეულის რაიონი)
წითელი ხიდი, გატეხილი ხიდი - მდინარე ხრამის ნაპირზე, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს. ხიდი ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია. აშენებულია ქართლის მეფის, როსტომის მიერ XVII საუკუნის შუა წლებში. ხიდი დღიდან აშენებისა არასოდეს არ დანგრეულა და არც ჩატეხილა, თუმცა მას მაინც შერჩა "გატეხილი ხიდის" სახელი. ამის მიზეზი არის დღეს არსებული ხიდიდან იქვე 95 მეტრის მოშორებით მდინარე ხრამის ორივე ნაპირზე მდებარე ძველი, უფრო ადრინდელი ხიდის ნაშთები, რომლისაგან საყრდენი ბურჯებიღაა შემორჩენილი.
წუღრუღაშენის ეკლესია
ეკლესია (ქვემო ქართლი - ბოლნისის რაიონი)
წუღრუღაშენის ტაძარი მრავალი საუკუნის განმავლობაში უკაცრიელი იყო და უკაცრიელობის პერიოდში დაზიანებულა გადახურვა და გუმბათი მთლიანად და ტაძრის ზოგიერთი დეტალი. ადრეულ ისტორიულ წყაროებში ძეგლზე ცნობები არ მოიპოვება. რაც ვიცით მხოლოდ ტაძარზე არსებული წარწერების წყალობით. ძეგლზე სამი წარწერაა. პირველი წარწერიდან, რომელიც დასავლეთ კარის მარჯვნივ არის, ვიგებთ რომ ტაძარი „დიდისა გიორგი მეფეთ მეფის“ (ტაძრის სტილისტურმა ანალიზმა გვიჩვენა რომ აღნიშნული მეფე ლაშა–გიორგი უნდა ყოფილიყო) მეფობის ხანაში აუგია ვინმე ჰასან არსენის ძეს. მეორე წარწერა, სამხრეთი კარის თავზე თითქმის იგივე ცნობებს შეიცავს. მესამე დაუმთავრებელი წარწერა კი დასავლეთის კარის თავზეა ამოკვეთილი.
Комментариев нет:
Отправить комментарий